CPUG Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 (edited) დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე სტატუს-კვოს აღდგენა ქართული საზოგადოების აქტიურობის და მგრძნობიარე დამოკიდებულების შედეგია, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. "დღეს უკვე მოგვარებულია ის პრობლემა, რამაც ქართული საზოგადოება ბოლო კვირის განმავლობაში შეაშფოთა. აღდგა ის სტატუს-კვო, რომელიც 6 მაისამდე, წლების განმავლობაში იყო. მომლოცველებს ჩიჩხიტურის ტაძრის მონახულების და მოლოცვის, კელიების დათვალიერების პრობლემა აღარ ექმნებათ. ეს შედეგი საზოგადოების აქტიურობასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ქართველი ხალხის ასეთი მგძნობიარე დამოკიდებულება გახდა წინაპირობა იმისა, რომ საკითხი უმაღლეს დონეზე – ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის განხილულიყო", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. მისი აზრით, სტატუს-კვოს აღდგენა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას არ ნიშნავს, რის გამოც ქართული მხარე "ყურადღებით უნდა იყოს". "მივესალმებით იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულია, მაგრამ საიმისოდ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაძაბულობა და გაუგებრობები აღარ მოხდეს, აუცილებელია, სახელმწიფოთაშორისო კომისიებმა დროულად დაასრულონ სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად უკვე 20 წელია მიმდინარეობს, რაც შედის როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესებში. კარგია, რომ სტატუს-კვო აღდგა, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და მივადევნოთ თვალი იმას, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დამთავრდეს ლოგიკურად. საზღვარი ისე დადგინდეს, რომ მსგავსი პრობლემა არასდროს გვქონდეს", - აღნიშნა თარგამაძემ. ამასთან, ქდმ-ის ლიდერის თქმით, საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურად გამოითხოვს. წყარო: ჯეონიუს.ჯი Edited May 22, 2012 by ნიკუშა_ნ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 უფ გაეცნო... უეჭველი კალანდაძის და რურუას გადადგომის საკითხს დასვმას :D და ნაციონალების კოალიციიდანაც გამოვა :D :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 გიორგი თარგამაძე დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო აი ეხლა კი დავმშვიდდი (შუბლზეოფლისმოწმენდისსმაილიკი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.