Jump to content
Planeta.Ge

ბრმას უნაკლო მხედველობა დაუბრუნდება


Recommended Posts

ამერიკელმა ბიოტექნოლოგებმა თვალის ბადურის ხელოვნური პროტოტიპი შექნეს, რომელიც კვების სისტემას არ საჭიროებს და ინფრაწითელი გამოსხივების ენერგიაზე მუშაობს.

დღეისათვის მეცნიერები მთელ მსოფლიოში რამდენიმე სახის იმპლანტანტს ქმნიან, რომლებსაც თეორიულად ადამიანისთვის მხედველობის დაბრუნება შეუძლია. ბიოლოგები ღეროვან უჯრედებს იყენებენ, ფიზიკოსები და ბიოტექნოლოგები კი, ადამიანის და ცხოველის ტვინთან სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას აკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთმა ექსპერიმენტმა არსებით შედეგს ვერ მიაღწია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჯეიმს ლაუდინის ხელმძღვანელობით თვალის ელექტრონული ბადურას ახალი ტიპი შექმნა, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა და ამასთან, კვების შიდა წყაროს არ საჭიროებს. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი წარმოადგენს მსგავსი ტექნოლოგიების მთავარ ბარიერს.

ლაუდინის ხელოვნური თვალის ბადურა მრავალი მიკროსკოპული სილიკონისგან შედგება, რომლებიც სინათლეზე რეაგირებს.

ხელოვნური ბადურის მუშაობას მინი-კომპიუტერი და სპეციალური სათვალე უზრუნველყოფს, რომელშიც ვიდეოკამერაა ჩამონტაჟებული.

კამერა სინათლეს ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნის და კომპიუტერს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ უწყვეტ რეჟიმში ამუშავებს კადრებს. მიღებული მაღალი ხარისხის გამოსახულება საბოლოოდ, ლინზების უკანა მხარეს, ფოტოგადამცემებს მიეწოდება. შესაბამისად, მხედველობადაკარგული ადამიანი რეალურ დროში იღებს გამოსახულებას და ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით სამყაროს აღქმის უნარს იბრუნებს.

 

წყარო: ნიუს.ჯი

post-8645-0-84682700-1337004033.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...
  • 2 months later...
  • 1 month later...
გეთანხმები.
აპა რა :) ეს შეიძლება ვისაც, მილონი აქ. თორე ეგეთი, ოპერაცია საერთოდ აქ გაგიგია???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze წარმოებაში არ არის შესული , მაგრამ ცდებს ატარებენ და დადებითი შედეგი აქვს ჯერ ჯერობით,
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აპა რა :) ეს შეიძლება ვისაც, მილონი აქ. თორე ეგეთი, ოპერაცია საერთოდ აქ გაგიგია???

 

ეგ თუ წარმოებაში მართლა შემოვიდა "ინდუსტრიის მამები" ხელიდან არ გაუშვებენ ამ შანსს და ბაზარზე დიდ ფასს დაადებენ. ძალიან კარგი მაგალითია პრეპარატი ინტერფერონი, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება და მას მხოლოდ 2 კომპანია აწარმოებს... ამს გამო ამ პრეპარატის ფასი ძალიან მაღალია და რაც უფრო ღარიბია სახელმწიფო მით მაღალი ფასი ადევს იმიტომ, რომ მყიდველთა პროცენტი ძალიან მცირიეა და იმ მდიდართა 1%-დან მაინც ამოიღებენ კაი მაყუთს... იგივე პრინციპი იქნება ამ შემთხვევაშიც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessorმართალია! ფასი იქნება, მილიარდებზე და ტრილიარდებზე და ჩვენ (хрен с маслом) :mad: :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...