Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ღლეზე კიდიათ სანიაღვრეები (იმიტომ რომ საპიაროდ არ გამოდგება, არ ჩანს ისინი, ასფალტი კი ჩანს)

100%

მთავრობა იმისათვის არსებობს, რომ აგინო და ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვო, ვიდრე აკეთებს

 

100000%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაღებული ვიდეომასალა, ადგილობრივი მოსახლეობის მონაყოლი და ვიზუალური დათვალიერება მოწმობს, რომ ორთაჭალაში სტიქია, რომელსაც 5 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყალსაცავიდან გადმოსულ წყალს მოჰყვა.

 

 

კრწანისის ქუჩის #82-ში მდებარე კორპუსი ამ წყალსაცავიდან 100 -იოდ მეტრში მდებარეობს. იქ მცხოვრები ლაურა წიკლაური ამბობს, 12 მაისს, დაახლოებით 23 საათზე “რაღაც ძლიერ დაიგრუხუნა და ტბიდან წყალი წამოვიდა”.

 

“ყველაფერი ზანზარებდა, სავარაუდოდ ტბა გაივსო და გადმოვიდა”.

 

წყალმა #82 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედელი გაბზარა და საძირკველი გამოაცალა. ////////////////////////

როგორც კრწანისის, ასევე ორთაჭალის მცხოვრებლები ახსენებენ ტბას და წყალსაცავს და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ სტიქია სწორედ იქედან გადმოსულ წყალს მოჰყვა.

 

წყალსაცავის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვებას “ნეტგაზეთი” გარემოსდამცველებისგან შეეცადა, რომელთა ნაწილს ამის შესახებ არაფერი სმენია. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე კი ამბობს, “კრწანისის თავზე არის ე.წ. სადრენაჟო ტბა, რომელსაც კვება არ აქვს”.

 

ჩხობაძის თქმით, იქ არის “ პატარა კოლექტორიც, რომელიც სავარაუდოდ დაზიანებული იყო, რამაც შეიძლება წყლის გადმოსვლა გამოიწვია. გარდა იმისა, რომ მწყობრში უნდა იყოს კოლექტორები აუცილებელია, რომ მუდმივად იწმინდებოდეს ხევები, რადგან ხევებში დიდი ხეები იზრდება და წვიმის დროს ადიდებულ წყალს ვეღარ ატარებს, ამის გამო წყალი გროვდება და ან გარეთ გადმოდის, ან ერთიანად მოვარდება. საერთოდ ჩვენი მდინარეები ღვარცოფულობით ხასიათდება და ხშირად შეიძლება მოიტანოს წყალდიდობა, ამის მაგალითი სწორედ ამ ადგილზე 60–იან წლებშიც იყო, როდესაც ხევებიდან გადმოსული წყალი ორთაჭალის აბანოებამდე ჩამოვიდა და ამას მსხვერპლიც მოყვა. არ ვიცი ახლა ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია, ან რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ეს მუშა კოლექტორია და გაწმენდითი და სხვადასხვა სამუშაოები აქ მუდმივად უნდა ჩატარებულიყო”.

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ 13 მაისს, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა: “ღამე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს სამთავრობო რეზიდენციაში არსებული ტბა გასკდა. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე თვითონ ღამე 4 საათზე ვიყავი და ვნახე, დავათვალიერე. ეს [ტბა] დახურული ტერიტორიაა დღესაც, მაგრამ იქ ამის ნიშნები არ შეინიშნებოდა. ახლა მიმდინარეობს სამუშაოები რომ სრულად დადგინდეს”.

 

ღამის 4 საათზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იქაურობა უკვე დატბორილი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა, წყალსაცავიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გარეგანათება გათიშა და ისინიც ვერაფერს აკეთებდნენ.

http://netgazeti.ge/GE/104/News/9514/.htm

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...