Nukriko Posted May 7, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 Saturn დემაგოგობ ის ბოლშევიკები რომ არ ყოფილიყვნენ, ქართველები დოვლათს ვერ შექმნიდნენ? შექმნიდნენ და უფრო მეტს, ვიდრე ბოლშევიკების მახინჯმა სისტემამ შექმნა და ადამიანების მენტალიტეტიც ნორმალური იქნებოდა, არა სავოკური.ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ დემაგოგი შენ ხარ მერე კი ავიღოთ ერთობლივი პერიოდი მაგალითად საქართველოსი 1920 წლიდან და ეთიოპიის 1920 წლიდან. ერთი განვითარდა ბოლშევიკური გზით, მეორე ლიბერალური გზით. შეადარე ჯერ განათლების დონე და წერა-კითხვის დონე, მერე შეადარე დოვლათის დონე და საბოლოდ შევადაროთ ქართველის და ეთიოპიელის მენტალიტეტის დონე.. ვნახოთ რა გამოვ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 საქართველო და ეთიოპია ერთ დონეზე იყვნენ 1920 წელს? ან გეოგრაფიულ-პოლიტიკურად? ან თუნდაც მენტალურად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 7, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 Saturnსაქართველო და ეთიოპია ერთ დონეზე იყვნენ 1920 წელს? ან გეოგრაფიულ-პოლიტიკურად? ან თუნდაც მენტალურად?ორივე აგრარული სახელმწიფო იყო. ორივეში არსებობდა ინტელექტუალური ელიტა. ტერიტორიულად რა თქმა უნდა ეთიოპია უფრო დიდია და შეიძლება ითქვას მდიდარიც. მაგრამ შენ თუ ამბობ რომ ლიბერალიზმი სწორ იდეოლოგიას ქმნის და დიდ დოვლათს მაშინ ამიხსენი ეთიოპიის მოვლენა და გავჩუმდები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 Nukriko შენ თუ ამბობ რომ ლიბერალიზმი სწორ იდეოლოგიას ქმნის და დიდ დოვლათს მაშინ ამიხსენი ეთიოპიის მოვლენა კი დიდ დოვლათს ქმნის და ამის მაგალითი არის აშშ. ეთიოპია და ჩამორჩენილი ერები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ. ხალხი უნდა იყოს ასე ვთქვათ სწორი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 7, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 Saturnკი დიდ დოვლათს ქმნის და ამის მაგალითი არის აშშ. ეთიოპია და ჩამორჩენილი ერები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ. ხალხი უნდა იყოს ასე ვთქვათ სწორი. ანუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ლიბერალური იქნება თუ კომუნისტური იქნება, მთავარია ერი როგორია.. უცბად შეიცვალეს პოზიციები კაი ერთი შეკითხვა, რა განაპირობებს ერთ ქვეყანაში ლიბერალიზმის წარმატება და მეორეში წარუმატებლობა? რა განაპირობებს იმას რომ ერთი ქვეყანა ლიბერალიზმით ვითარდება და მეორე კი ჩამორჩენილი ხდება? ამის გარდა მინდა გკითხო, კაპიტალიზმი ყველგან ერთნაირია და ყველგან მოგება მოაქვს? თუ კი, მაშინ შევადაროთ პირველი და მესამე სამყაროს ქვეყნები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 Saturnამერიკასაც კარგად ვიცნობ და ევროპასაც. ამიტომ შედარებას, რომ ვაკეთებთ ალბათ ცხოვრების დონე უნდა შევადაროთ. და არა უორენ ბაფეტი ვინმე ევროპელ მილიონერს. ამერიკას უზარმაზარი ეკონომიკა აქვს, მაგრამ 1% არის მდიდარი. 100 ათასი ან მეტი შემოსავალი აქვს მხოლოდ 5%-ს და მილიონერი აქედან არის 1%-ზე ნაკლები.ლიბერტარიანული იდეებით აქვთ გამოლაყებული თავი სამხრეთის ღარიბ შტატებს. კაცს ნახავ კბილები არ აქვს და გიმტკიცებს, რომ ჯანდაცვა არ სჭირდება და ობამა კომუნისტი, მუსულმანი, ეშმაკია. მას გულწრფელად სჯერა, რომ ის არ არის ღარიბი და არის დროებით არამდიდარი, ვინაიდან ამერიკული ოცნების სჯერა. მართალი კედელს ლესავს, მაგრამ სჯერა. არ ვიცი რატომ, განა რამდენი კედელი უნდა გალესოს? ამერიკაში მედიცინა არის მსოფლიოში მოწინავე და მასთან ხელმისაწვდმობა არის უფრო ცუდი ვიდრე ლამის საქართველოში. ანუ დოვლათი იქმნება, მაგრამ უსამართლოდ ნაწილდება. არ შეიძლება გოლდმან-საკსის სიიო-ს ჰქონდეს ანაზღაურება 300-500 მილიონი ბონუსებით, იმიტომ რომ არარეალური თანხაა. ევროპაში, სადაც სოციალური დაცვა არსებობს უკბილო ადამიანს ვერ ნახავ. მართალია ვერც უორენ ბაფეტს ნახავ, მაგრამ რად გინდა თუ ადამიანები ნორმალურად, ყოველ შემთხვევაში ამერიკაზე უკეთესად ცხოვრობენ. სსრკ-ს რაც შეეხება კიდე ნამდვილად საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო დრო იყო და იმის მტკიცება, რომ სსრკ, რომ არა უკეთესად ვიქნებოდითო შეუძლებელია, ვინაიდან ეკონომიკაში არ არსებობს ამ დონის ინსტრუმენტები, რომ ეს გამოთვალო და შესაბამისად დაადასტურო. ასევე იმის მტკიცება, რომ კომუნსტების გამო იყო ეკონომიკა აყვავებული არ არის სწორი. ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა და სოცუზრუნველყოფის არსებობა, ინფრასტუკტურა კი ნამდვილად მათი დამსახურებაა. ეკონომიკას რაც შეეხება კი წარმატების ძირითადი მიზეზი ვფიქრობ, რომ იყო სსრკ-ს ჩაკეტილობა. ანუ 300 მილიონიან ბაზარზე მონოპოლისტები ვიყავით მთელ რიგ აგრარულ და ინდუსტრიულ საქონელზე და გარანტირებული უზარმაზარი გასაღების ბაზარი გვქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კომუნისტების მაგივრად რამე სხვა ისტები, რომ ყოფილიყვნენ და ესეთი მონოპოლია გვქონოდა, ისევე წარმატებული ეკონომიკა გვექნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 Nukrikoანუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ლიბერალური იქნება თუ კომუნისტური იქნება, მთავარია ერი როგორია.. უცბად შეიცვალეს პოზიციები ერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და სახელმწიფოს მოწყობის პრინციპსაც. ამის მაგალითები გვაქვს ისტორიაში. გდრ და გფრ, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა. ერი ერთი და იგივეა, შექმნილი დოვლათი და ხალხის ცხოვრების დონე ვიცით როგორიც იყო (არის) ამ ქვეყნებში ულტრა მემარცხენე და ნორმალურად განვითარების შემთხვევებში. ტაშიიმას გულწრფელად სჯერა, რომ ის არ არის ღარიბი და არის დროებით არამდიდარი, ვინაიდან ამერიკული ოცნების სჯერა. მართალი კედელს ლესავს, მაგრამ სჯერა. არ ვიცი რატომ, განა რამდენი კედელი უნდა გალესოს?მლესავი მდიდარი რატომ ან როგორ შეიძლება იყოს? სადმე, რომელიმე წყობაში არსებობს მდიდარი მლესავი? მდიდარი ყველა ვერ იქნება. ვინც კომპეტენტურია იმ საქმეში, რასაც მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება და რაც მოთხოვნადია, ის შეიძლება იყოს მდიდარი. მდიდარში ნორმალურად ცხოვრებას ვგულისხმობ, მილიონრობა კიდევ სხვა რამეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 კაი ერთი შეკითხვა, რა განაპირობებს ერთ ქვეყანაში ლიბერალიზმის წარმატება და მეორეში წარუმატებლობა? რა განაპირობებს იმას რომ ერთი ქვეყანა ლიბერალიზმით ვითარდება და მეორე კი ჩამორჩენილი ხდება? ამის გარდა მინდა გკითხო, კაპიტალიზმი ყველგან ერთნაირია და ყველგან მოგება მოაქვს? თუ კი, მაშინ შევადაროთ პირველი და მესამე სამყაროს ქვეყნები..ნებისმიერმა ქვეყანამ იმისათვის რათა ისარგებლოს ლიბერალიზმის სიკეთეებით, უნდა გაიაროს გარკვეული ეტაპები. ზოგი გადის ამ ეტაპებს. ზოგი კი ვერა და რჩება მუდმივად მესამე სამყაროდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 (edited) ნორმალურად ცხოვრებას ვგულისხმობუკბილოდ? არა ამერიკაში უნდა იმოგზაურო და "გლუბინკა" უნდა ნახო. -------------------------------------------- ეხლა საფრანგეთს დავუბრუნდეთ. ევროპა პრაქტიკულად შეთანხმებული იყო სეკვესტრზების განხორციელებაზე ვინაიდან ზრდა არ დაიგეგმა და რეფორმები და კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია ზრდის გარეშე ამიტომ იძულებულები გახდნენ სეკვეტრზე. თუმცა ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება და ზრდას დაპირდა ფრანგებს.სავარაუდოდ საუბარია ახალი ობლიგაციების გამოშვებაზე (ანუ ვალის აღებაზე) და მოზიდული თანხით ინფრასტრუკტურის განვითარებაზე ანუ ე.წ. სტიმულუს პაკეტებზე.თუ საფრანგეთი ამას გააკეთებს, სავარაუდოდ გერმანია შეეწინააღმდეგება ამას და სთხოვს საფრანგეთს ძველ გეგმებს დაუბრუნდნენ, ანუ ევროპის მთავარი ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან და კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ამას დაუმატეთ საბერძნეთის ამბები. არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ 19% აიღო ანუ კოალიცია უნდა შედგეს.კოალიციაში კიდე სეკვესტრის გაკეთებაზე რა ამბები ატყდება ხომ წარმოგიდგენიათ. მთავრობის ერთი ნაწილი მეორეს დაუწყებს ჭიდაობას ესეთ მგრძნობიარე თემაზე.ამას ბერძნების ამპარტავნობა დაუმატეთ და სიზარმაცე (ერთადერთი ქვეყანაა სადაც ისეთი ზარმაცები ცხოვრობენ, რომ ქართველიც კი მშრომელ ადამინად ითვლება).....ანუ საბერძნეთის პრობლემა გრძელდება და კრიზისი კიდე უფრო ღრმავდება. პ.ს. დღეს ბირჟებზე სიმშვიდე იყო, თუმცა მე რყევას მოველოდი. Edited May 7, 2012 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 7, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2012 ტაშიი დაანებე თავი ნელიბერალ სექტანტებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2012 ტაშიითუმცა ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო რომ არანაირი სეკვესტრი არ იქნება და ზრდას დაპირდა ფრანგებსჰოოოდა მაგას ვამბობ ზუსტად. ტიპიური მემარცხენე პოპულისტური ბლა-ბლა-ბლაა. თავად ამბობ ზრდა არ დაიგეგმაო. არ ხერხდება მუდმივად ეს ზრდა, რაც სრულიად ბუნებრივია. ასეთ დროს ვინც უფრო ფართოდ მოაღებს პირს და მეტ ზღაპარს დაპირდება ხალხს, ხმასაც იმას აძლევენ. მასე მოიგო ობამამ არჩევნები ამერიკაში, მაგრამ რეალურად რა გააკეთა იმ დაპირებებიდან? თითქმის არაფერი. საფრანგეთშიც იგივე იქნება. არ ვიზიარებ არც georgekh13 -ის აზრს, რომ საფრანგეთს დაერხევა და ა.შ. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ოლანდს წყნარად ამოკრავენ თრაქში პანღურს და აირჩევენ სხვას, ვისაც ბლა-ბლა-ბლას კიდევ უფრო მეტი ნიჭი აღმოაჩნდება. საერთოდ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ხიბლი იმაშია, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინაა ქვეყნის სათავეში. იქ არსებობს ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ინსტიტიუტები, რომლებიც გამართულად მუშაობენ და პრაქტიკულად არ არიან დამოკიდებული ერთ ადამიანზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2012 Saturnმასე მოიგო ობამამ არჩევნები ამერიკაში, მაგრამ რეალურად რა გააკეთა იმ დაპირებებიდან? თითქმის არაფერიარავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმები აქ. ისე ეს ცალკე თემას იმსახურებს, თუმცა აქ დავწერ.ობამა მოვიდა უაღრესად გაუბედურებულ სახელმწიფოში. მიიღო ბუშის მემკვიდრეობა. ბუშის ადმინისტრაცია იყო სამარცხვინო ამ ქვეყნისთვის. მან ყველაფერ ამერიკულ ღირებულს გადაუსვა ხაზი. დაწყებული არჩევნებიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებით, საწამებელი ციხეებით, ერაყის მოსახლეობის პრაქტიკულად გენოციდით და ისეთი ეკონომიკური კრიზისით, რომელიც რთულად დასაძლევია. ამის მერე მოდის ობამა და მის ყოველგვარ მცდელობას გამოასწოროს რესპუბლიკელები ბლოკავენ კონგრესში, აბსოლლუტური საბოტაჟი ხდება რესპუბლიკელების მხრიდან და მიუხედავად ამისა სამუშაო ადგილები იზრდება ყოველ კვირა და კრიზისიდან გაცილებით უკეთესად გამოვიდნენ ვიდრე ევროპა. მაგალითისთვის 2008 წლიდან დაწყებული, ანუ 4 წლის განმავლობაში, ახალი დოლარების ემისიის შეფარდება ერთობლივ შიდა პროდუქტთან უფრო დაბალი აქვთ რაც ევროზონას ბოლო 8-9 თვეში. ანუ მიაღწია გარკვეულ ფინანსურ წარმატებებს, დაკეტა სამარცხვინო გუანტანამო, ახორციელებს ჯანდაცვის რეფორმას მიუხედავად რესპუბლიკელების წინააღმდეგობისა, მოკლა ბინლადენი, ერაყიდან ჯარები გამოიყვანა. უბრალო მაგალითისთვის გეტყვი სამწუხაროდ რესპუბლიკელები რა კრიზისში არიან. მიტ რომნი პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი მანამდე იყო მასაჩუსეცის გუბერნატორი და გაუბედურებული მასაჩუსეცის ეკონომიკა ნამდვილად ფეხზე დააყენა. დახმარებას უწევდა უქონელ ადამიანებს და მოკლედ არავის შიოდა მასაჩუსეცში მისი მმართველობის დროს. ეხლა დებატებს თუ ადევნებ თვალს დგანან რესპუბლიკელი კანდიდატები და რომნის აკრიტიკებენ რატო ეხმარებოდი მშივრებს რა სოციალისტი ხარო და ესეც წითლდება ხოლმე და თავის დაცვას იწყებს. აბსოლუტური სიგიჟეა რა, ეს არის გაუგონარი ველურობა. ნუ ჰოლანდის არჩევაზე არ ვიცი ჯერ რა იქნება. რთული სიტუაციაა ევროპაში და რამის თქმა გამიჭირდება. ერთი ვიცი, რომ შენი მალ მალე მემარცხენე პოპულისტის ძახება არ არის სწორი იმ უბრალო მიზეზით, რომ ცხოვრების დონით ეს შენს მიერ ხსენებული "პოპულისტი სოციალისტები" სჯობს ყველა ქვეყანას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2012 კრიზისიდან გაცილებით უკეთესად გამოვიდნენ ვიდრე ევროპაჰოოოო, ამაშია საქმე რატომ გამოვიდნენ იცი უკეთესად კრიზისიდან? იმიტომ რომ ზედმეტ თანხებს არ ხარჯავენ სოციალურ პროგრამებზე, არ კვებავენ ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტიპის უსაქმურებს და მუქთახორებს. აი ეგ თუ შეიცვალა და აშშ ევროპას დაემსგავსა, ეგ იქნება აშშ-ს დასასრულის დასაწყისი. ცხოვრების დონით ეს შენს მიერ ხსენებული "პოპულისტი სოციალისტები" სჯობს ყველა ქვეყანას. სოციალისტი და ქვეყანა სხვადასხვა ცნებებია. მათი შედარება შეუძლებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2012 ჰოოოო, ამაშია საქმე რატომ გამოვიდნენ იცი უკეთესად კრიზისიდან? იმიტომ რომ ზედმეტ თანხებს არ ხარჯავენ სოციალურ პროგრამებზე, არ კვებავენ ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტიპის უსაქმურებს და მუქთახორებს. აი ეგ თუ შეიცვალა და აშშ ევროპას დაემსგავსა, ეგ იქნება აშშ-ს დასასრულის დასაწყისი. რას ამბობ კაცო, სტიმულუს პაკეტები ობამას ადმინისტრაციამ აკეთა სწორედ და მაგაზე ლანძღავენ რესპუბლიკელები. მაგის გაკეთებას აპირებს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტიც.რატომ იქნება აშშ-ს დასასრული? მაღალი ცხოვრების დონე ცუდია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2012 ტაშიირატომ იქნება აშშ-ს დასასრული? მაღალი ცხოვრების დონე ცუდია? ფული ყველაფერზე არ იქნება საკმარისი. მეტი დაიხარჯება ერთ სფეროზე, ნაკლები დაიხარჯება სხვა სფეროზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.