Jump to content
Planeta.Ge

სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!


Recommended Posts

urfinjus

უამრავ შეცდომას უშვებ: 1) ჩინეთის მაგალითი გამოდგება იმიტომ, რომ ჩინეთი კორეასთან შედარებით მსოფლიო ვაჭრობაშია ჩართული და არ არის იზოლირებული ქვეყანა, ხოლო ლიბერალური მიდგომებით ჩინეთსაც უნდა შეხებოდა კრიზისი რადგან მსოფლიო ვაჭრობაშია ჩართული, თუმცა არ შეეხო, იმიტომ რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა უფრო სწორი აღმოჩნდა ვიდრე დასავლეთის ნეოლიბერალური მიდგომები

2) საფრანგეთში ინდუსტრიალიზაცია არა ბურჟუაზიამ, არამედ სახელმწიფომ დაიწყო და მისი ეკონომიკა სახელმწიფოს ჩარევის შედეგად განვითარდა, 60-იან წლებში ფრანგებს აქვთ შერეული ეკონომიკური მოდელი.. ხოლო ამ ბოლო ხანებში დაიწყეს ნეოლიბერალური მოდელის დანერგვა, რამაც ვერ გაამართლა, იმის მიუხედავად რომ სოციალური სფეროებს ფული მოაკლეს, სარკოზმა ვერ შეძლო ეკონომიკური პრობლემების დაძლევა

3) ემიგრანტების თემას რაც შეეხება, რაღაც არამგონია რომ ემიგრანტები მარტო სოციალისტების ნება-სურვილის გამო გაიზარდა ევროპაში, მას აქვს რამოდენიმე ფაქტორი - პირველი, ესაა თავად ფრანგების ბრალი იმიტომ რომ მათმა კოლონიურმა პოლიტიკამ, რომლიც დღემდე გრძელდება აფრიკას ყოველგვარი განვითარების საშუალება მოუსპეს, აიღე თუნდაც კონგოში ფრანგული კომპანიები რას შვებიან, ხოლო ეს ხალხი გადასარჩენად მოაწყდა ევროპას. მეორე მიზეზი ესაა იაფი მუშა ხელი, რომელიც თანამედროვე კაპიტალიზმს სჭირდებოდა. რა თქმა უნდა თავიდან იაფი მუშა ხელი იყვნენ ემიგრანტები, მაგრამ როგორც კი პატარა წარმატებას მიაღწიეს ეგრევე აწუწუნდნენ.. ზოგადად ემიგრანტი როგორც იაფი მუშა-ხელი ბურჟუებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მემარცხენეებს ;)

 

ამერიკის ეკონომიკური კრიზისი არა ობამას დროს, არამედ ბუშის დროს დაიწყო და ამ კრიზის ნეოლიბერალური გზით ვერ გამოიყვან. ამერიკელებმა მისცეს მილიარდობით დოლარი კომპანიებს, მაინც არანაირი ეფექტი ამას არ აქვს, რამაც გაზარდა უმუშევრობა. ერთადერთი სწორი მოდლი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება ეკონომიკაშია და კერძო კომპანიებზე იმედის დამყარება ამერიკისთვის დამღუპველია. პრინციპში ობამაა დღეს ის პრეზიდენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად აჩერებს ამერიკული ჰეგომონიის ჩამოშლას. თუ რესპუბლიკელები მოვლენ სათავეში, მერე ნახე შენ ამერიკაში კრიზისი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 63
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ტაშიი

Saturn ამერიკასაც კარგად ვიცნობ და ევროპასაც.   ამიტომ შედარებას, რომ ვაკეთებთ ალბათ ცხოვრების დონე უნდა შევადაროთ. და არა უორენ ბაფეტი ვინმე ევროპელ მილიონერს.   ამერიკას უზარმაზარი ეკონომიკა აქვს, მ

Nukriko

GeoStream მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ აქ რაღაც სეროზულ პოსტებს არ ვწერ და უბრალოდ გამარჯვებას ავღნიშნავ და თუ სერიოზულად გინდა ლაპარაკი, დაგელაპარაკი კიდეც..   2008 წლის კრიზისი იყო ის წყალგამყოფი, როდე

ტაშიი

უკბილოდ? არა ამერიკაში უნდა იმოგზაურო და "გლუბინკა" უნდა ნახო.   --------------------------------------------   ეხლა საფრანგეთს დავუბრუნდეთ.   ევროპა პრაქტიკულად შეთანხმებული იყო სეკვესტრზების განხორც

"საფრანგეთში დაიწყო (ისე ამ ქვეყნიდან იწყება ძირითადად მოძრაობები ევროპაში), საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და შემდეგ მტელი ევროპა (და იმედია საქართველოც) სოციალისტთა ხელში აღმოჩნდება..-------საინტერესოა საფრანგათს დეგოლის შემდეგ ერთმანეთზე მემარცხენე ფრანგები მართავდნენ ჟესკარ დესტენი, მიტერანი, არ მითხრათ ესენი მემარჯვენეები იყნენო, ესპანეთს ფრანკოს შემდეგ ერთი ორფეხა მემარჯვენე მთავრობა არ ღირსებიათ გერმანიაში სასაცილო სანახავია მემარჯვენე მერკელი მემარცხენეებს მემარცხენეობაში უსწრებს, მანამდე კოლის გარდა გერმანიაში თითქმის სულ სოციალისტები იყვნენ სათავეში, აღარაფერს ვამბობ საბერძნეთის ულტრასოციალისტურ პასოკ-ზე რომელიც რამოდენიმე წლის გამოკლებით შავი პალოვნიკების შემდეგ გასული საუკუნის 76 წლიდან ერთპიროვნულად ასოციალისტურებ-აჩანაგებს საბერძნეთის ეკონომიკას....აღარაფერს ვამბობ იტალიის მთავრობებზე ბერლუსკონის გარდა სულ მემარცხენეები მართადნენ და სილვიოს დროსაც პროფკავშირები და არა საბაზრო ეკონომიკა მართავდა ქვეყანას....და ეხლა შემატყობინეს თურმე "მემარცხენე სოციალისტები მოდიანო".....კი არ მოდიან, 20 -30 წელია ევროპული ქვეყნების სათავეებში არიან და ევროპა გადაშენებისა და გაჩანაგების პირას მიიყვანეს სოციალისტებმა და მათმა უპარაზიტესმა ელექტორატმა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საფრანგეთში დაიწყო (ისე ამ ქვეყნიდან იწყება ძირითადად მოძრაობები ევროპაში), საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და შემდეგ მტელი ევროპა (და იმედია საქართველოც) სოციალისტთა ხელში აღმოჩნდება...

კარგია. ამდენ უსაქმურს ცოტა საქმის გამკეთებელი ხალხიც დაგჭირდებათ, რომლებსაც იმედია მაღალ ხელფასს დაუნიშნავთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრიზისს უამრავი მიზეზი აქვს და მათ შორის მე უმთავრესად მიმაჩნია სოციალისტების გავლენის გაძლიერება ევროპაში მთლიანად ბოლო 20წლის მანძილზე

 

ლიბერალური კაპიტალიზმის კრიზისია და სოციალისტების ბრალი როგორ არის ვერ გავიგე?

 

სოციალისტურმა მთავრობებმა ევროპა გაავსეს აფრიკის, აზიის,და ახლო აღმოსავლეთის ზედმეტი ბალასტისაგან

 

პოსტ კოლონისტური პოლიტიკის შედეგია ეს რასაც წერთ და რა შუაშია სოციალიზმი ვერ გამიგია?

საფრანგეთს ნახევარი აფრიკა ყავდა დაპყრობილი და შესაბამისად ეს აფრიკელები არიან ეხლა საფრანგეთის მოქალაქეები.

კოლონიების ქონასაც სოციალისტებს ნუ დააბრალებთ, უბრალოდ სასაცილოა.

 

Nukriko

 

ეს არჩევნები არ ნიშნავს, რომ სოციალიზმი დაიწყება ყველგან.

ვფიქრობ, რომ თანამედროვე ადამიანის გონებრივი განვითარების დონე ჯერ არ არის საკმარისი, რომ სოციალიზმი შექმნას ყველგან.

ხომ ხედავ მხოლოდ მაღალცივილიზებული ერები ახერხებენ სოციალიზმში აყვავებას.

 

20 -30 წელია ევროპული ქვეყნების სათავეებში არიან და ევროპა გადაშენებისა და გაჩანაგების პირას მიიყვანეს სოციალისტებმა და მათმა უპარაზიტესმა ელექტორატმა

 

როდესაც 2 მანეთს გამოიმუშავებ და ხარჯავ 4-ს ეს არის არასწორი დათვლის ბრალი და სოციალისტი იქნება თუ მარსიანელი რა მნიშვნელობა აქვს. არაპროფესიონალი რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება. სცოიალიზმი არავიტარ შემთქხვევაში არ გულისხმობს 4-ის ხარჯვას, როდესაც 2 გამოიმუშავებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

როდესაც 2 მანეთს გამოიმუშავებ და ხარჯავ 4-ს ეს არის არასწორი დათვლის ბრალი

ვინ ხარჯავდა მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ ხარჯავდა მერე?

 

არაპროფესიონალი პოპულისტები, რომლებიც მრავლად არიან სოციალისტებში, კაპიტალისტებში და კიდევ სხვა მოწყობის ისტებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უსაქმურებიო რომ ამბობ, უმუშევრებს უსაქმურებს რატომ უწოდებ?

 

ბიზნესი არ არსებობს იმის გამო, რომ შექმნას სამუშაო ადგილები, არამედ არსებობს იმიტომ რომ გამოიმუშავოს ფული. ეს იცოდნენ 19-ე საუკუნეში. როდესაც ობიექტის პრივატიზება ხდება, კერძო კომპანია იწყებს სამუშაო ადგილების შეზღუდვას, რათა დანახარჯი უფრო შეამციროს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ხდება უფრო გლობალურ მაშტაბით და ხდება ისე, რომ უამრავი ადამიანი უმუშევარი ხდება. მაგალითად საქართველოში ოფიციალურად 800 000 ადამიანია უმუშევარი, 1,100 000 ემიგრანტი, ხოლო 400 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 9 წლიანმა მართველობამ, ბენდუქიძიზმა და სხვა ნეოლიბერალურმმა მიდგომებმა ვერ შეძლეს სამუშაო ადგილების შექმნა, შესაბამისად თქვენი ლოგიკით ეს ხალხი უსაქმურია..

 

ტაშიი

 

ეს არჩევნები არ ნიშნავს, რომ სოციალიზმი დაიწყება ყველგან.

ვფიქრობ, რომ თანამედროვე ადამიანის გონებრივი განვითარების დონე ჯერ არ არის საკმარისი, რომ სოციალიზმი შექმნას ყველგან.

ხომ ხედავ მხოლოდ მაღალცივილიზებული ერები ახერხებენ სოციალიზმში აყვავებას.

 

თუ ტრადიციული სოციალისტური იდეებით დაიწყეს და რადიკალურ გზებს არ მიმართეს, მაშინ არაფერი არ შეიცვლება ევროპაში და მხოლოდ აზია იხეირებს სოციალიზმით.. მაგრამ თუ მათი ტრადიციული სოციალისტური მიდგომები შეიცვლება უფრო რადიკალურ მიდგომებით, მაშინ არსებითად შეიცვლება ევროპაში სიტუაცია (უკეთესობისკენ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ეს არ იყო რომელიმე პლატფორმის მიმართ ნდობის გამოხატვის არჩევნები, სამწუხაროდ ეს იყო ევროპის კრიზისის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი.

 

ვწუხვარ, რომ ისეთი დადებითი იდეა როგრიც ერთიანი ევროპაა ესეთ მძიმე მდგომარეობაშია.

 

ვფიქრობ ბაზრები ცუდად შეხვდებია ამ ცვლილებას და დღეს ბაზრები წითლად დაიხურება. რთული ვითარებაა ძალიან.

 

ფული მუთაქებიდან თუ არ გამოვიდა ვერ ამუშავდება ვერაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საფრანგეთს რომ ნახევარი აფრიკა ყოლია დაპრყრობილი გავიგე და გამეხარდა ეგება ფრანგებსაც გავაგებინოთ ეს სასიხარულო ამბავი თორემ ფრანგებს გონიათ რომ ტუნისიდან ჯარების გამოყვანით დეგოლმა(არ იყო ეგ ფრანგი სოციალისტი) ტუნისს დამოუკიდებლობა აჩუქა... ისე აიათოლასაც ინახავდნენ ფრანგები მილიონ სპარსელთან ერთად და მიუხედავდა იმის რომ ვიეტნამი ერთ დროს მართლაც საფრანგეთის კოლონია იყო მაინცდამაინც არ არი ვიეტნამელების სიჭარბე საფრანგეთსში და ვფიქრობ საფრანგეთს არც ირანი ყოლია დაპყრობილი და არც მთელი ახლო აღმოსავლელითი მაგრამ ფალეხებით სავსეა საფრანგეთი, არც გერმანიის კოლონია იყო თურქეთი მაგრამ 6 მილიონი თურქი ამაყად ყიდის დონერ ქაბაბს გერმანიის ქალაქებში....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

სულ სხვადასხვა სიტუაციებს მოიხსენიებთ და აერთიანებთ ერთ პრობლემაში და თან სოციალისტებს აბრალებთ ყველაფერს.

 

ვფიქრობ, რომ არ არის სწორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

ხო ყველაზე ძაან ამის მეშინია, რომ ევროკავშირს პრობლემები შეიძლება შეექმნას..

 

მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირი ემსგავსება გერმანულ იმპერიას.. ეს კი სხვადახვა ევროპულ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი მიზეზი ხდება..

 

urfinjus

 

წაიკითხე ეს სტატია და მერე ვილაპარაკოთ ნეოკოლონიალიზმზე

http://scepsis.ru/library/id_2755.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხეხ... ვალებით უკანალ გამოტენილ სახელმწიფოს რომ კიდევ სოციალსტს ჩაუყენებ სათავეში :))

ჩათვალეთ რომ საფრანგეთს და სრულიად ევროპასაც დაერხა სასტიკად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხეხ... ვალებით უკანალ გამოტენილ სახელმწიფოს რომ კიდევ სოციალსტს ჩაუყენებ სათავეში :))

ჩათვალეთ რომ საფრანგეთს და სრულიად ევროპასაც დაერხა სასტიკად...

 

მიხვდებიან ფრანგები მალე რომ მიჰქარეს, მაგრამ გვიანღა იქნება... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ფრანსუა ჰოლანდის გამარჯვება არის ისტორიული მოვლენა"

 

გვიდო ვესტერვილი.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------

ამავე თემაზე:

 

"ნეტა ამათ რა უხარიათ.ვუსამძიმრებ ყველას ვისაც დეპოზიტი ევროში აქვს"

მიშა თავხელიძე.უბრალოდ ექსპერტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...