Jump to content
Planeta.Ge

კოალიცია "ევროპული საქართველოსათვის" რუსი ბუების დასჯას ითხოვს


Recommended Posts

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გაგებული და კოალიციის სუბიექტები აღნიშნულის გაპრავებას თავს უძღვნიან , თურმე მაგნიტსკის მკვლელებზე ფიქრია პრიორიტეტული.

 

 

კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"(თავხელიძე,გაბიანი) საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

 

"კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დამცველთა საერთაშორისო ინიციატივას და მიიღოს კანონი, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის პატრიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილსა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს დააწესებს", - ნათქვამია კოალიციის მიმართვაში.

 

"ევროპული საქართველოსთვის" ინფორმაციით, "მაგნიტსკის აქტის" სახელით ცნობილი კანონი უკვე მიღებულია ან მისაღებად განიხილება კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების პარლამენტებში.

"კოალიციის აზრით, ასეთი კანონის მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არასდროს შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, განურჩევლად იმისა, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ და ვის მიერ არის ჩადენილი ასეთი დარღვევები", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე "ბუტირკაში" წამების შედეგად გარდაიცვალა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უსაზღვროდ უთავმოყვარეო და ამორალური ადამიანები არიან...

ამაზრზენი ლიუმპენების ხროვაა რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი მოქალაქეები დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ქუჩაში ცემით, წამებით დახოცეს და ეს სირები კიდე ....

 

ცხონებული ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე: "ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"(თავხელიძე,გაბიანი) საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან

:facepalm: :facepalm: :facepalm:

 

ვინ ეკითხებათ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ ეკითხებადში არაა პრობლემა. რაზეც უნდა იმაზე გამოსთქვან აზრი.

აქ უბრაოდ მორალის არქონაზეა ლაპარაკი. როდესაც საკუთარ თვალში მე ( ანუ დირეს ) ვერ ამჩნევ...

ხარ სულით ბინძური და ამორალური ადამიანი.

ასეთი კი ყოველთვის ამაზრზენია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მატრაკვეცები არიან,

ამორალურები , სულით და ხორცით ბინძურები რო არიან მაგაზე არც ვამბობ არაფერს

ისედაც ვიცით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ამ ქვემძრომების განცხადებებს რატო ვუთმობთ ყურადრებას? მთავარია, რომ ჩაიძირებიან, ვეღარ ამოტივტივდნენ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორს აშკარად ეტყობა რომ ღრმად აღშფოთებულია(ვინ იცის რა მიზეზების გამო) და იმ ყმაწვილს მაგონებს ანეკდოტიდან რომელიც ბიოლოგიაში გამოცდას აბარებდა და მხოლოდ რწყილის შესახებ იცოდა საგანი, რა საკითხიც არ უნდა შეხვედროდა მაინც რწყილზე საუბრით ასრულებდა....ე.ი. "სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გაგებული" ---ნეტარ არიან მორწმუნენი: მოცეკვავე ოფოფები, "ადამიანისა" და დასაქოქი მაიმუნთა უფლებათა დამცველნი, შალიკო სოციალისტები და სხვა საქართველოს სხეულზე ეგზემასავით მოდებული პარაზიტები.....რუსეთუმე ოპოზიცია გაუშვით სახალხო მეურნეობაში ოდეს 20 წელი 3% არჩევნებში სტრესია და პათოლოგია..... ხელისუფლება კი გაუშვი იძულებით პარტიზანულ მოძრაობაში კვება მხოლოდ რუსი ოკუპანტის სკალპის წარდგენით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვტორს აშკარად ეტყობა რომ ღრმად აღშფოთებულია(ვინ იცის რა მიზეზების გამო)

ვარაუდები საჭირო არაა.ავტორს შეუძლია არგუმენტების წარდგენა და მშვიდი საუბარი :)

 

და იმ ყმაწვილს მაგონებს ანეკდოტიდან რომელიც ბიოლოგიაში გამოცდას აბარებდა და მხოლოდ რწყილის შესახებ იცოდა საგანი, რა საკითხიც არ უნდა შეხვედროდა მაინც რწყილზე საუბრით ასრულებდა.

ცოტა გაურკვეველი იუმორია,მაგრამ დაწყებული მიშადან და ბიბიდან, მივეჩვიე იუმორისადმი უდიერ დამოკიდებულებას :D

 

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გაგებული" ---ნეტარ არიან მორწმუნენი: მოცეკვავე ოფოფები, "ადამიანისა" და დასაქოქი მაიმუნთა უფლებათა დამცველნი, შალიკო სოციალისტები და სხვა საქართველოს სხეულზე ეგზემასავით მოდებული პარაზიტები.....რუსეთუმე ოპოზიცია გაუშვით სახალხო მეურნეობაში ოდეს 20 წელი 3% არჩევნებში სტრესია და პათოლოგია..... ხელისუფლება კი გაუშვი იძულებით პარტიზანულ მოძრაობაში კვება მხოლოდ რუსი ოკუპანტის სკალპის წარდგენით.

ცოტა უფრო გასაგები ფორმით ჯობია აზრის ჩამოყალიბება. :) გაურკვეველ ფილოსოფიაში ათქვეფილი ირონია ხანდახან შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. :)

 

იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

ეს თემა , ქვეყანაში სადაც არანაკლები პრობლემები არსებობს , ვერ იქნება საზოგადოების პრიორიტეტი.

როდესაც შვილი ნარკომანი გყავს , ვერ შესძახებ მეზობელს, რომ წამალი არ გაიიკეთოს. შესაძლოა ტკივილი გაუზიარო ან რჩევა კიტხოთ ერთმანეთს,მაგრამ ....

 

კი ბატონო, თხარეთ, თხარეთ და ქართული დემოკრატიის იმპოტენციას გამოთხრით. ამის წინააღმდეგი არ ვარ:)

 

მეტიც , მე ეს იდეა მომწონს, თუმცა წინასწარ გაფრთხილებთ , რაც მეტად ისაუბრებთ რუსეთის გაჭირვებაზე , მითუფრო აქტუალური იქნება ლოკალურუი საკიტხები

ილაპარაკეთ, ჩემგან რა მიდის . მხოლოდ პარადოქსია თვალწინ არ დაინახო და ასეთ დონეზე შორსმხედველობა გქონდეს განვითარებული.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეე დავიღალე ამ მატ'რაკვეცობით.

 

კოალიციის ერთ-ერთი დამაარსებელი არის თავისუფლების ინსტიტუტი, რომელსაც დეკლარირებული აქვს ადამიანის უფლებების დაცვა.

2003 წლამდე ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის გამტანი იყო ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამის გამო პატივს ვცემდი.

მათ მიერ მომზადებული წლიური ანგარიშებით ხელმძღვანელობდა გაეროს ადამიანთა უფლებების კომისარიატიც.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ გაუკეთებიათ არის ეს ანგარიშები.

 

თუმცა 2003 წლის მერე აღარ ამზადებს ანგარიშებს.

 

რატომ??????????????

 

სად არის თავისუფლების ინსტიტუტი???? გაქრა???? გადაიქცა მიშა პირად კანტორად???

კომფორმისტების ბუნაგი გახდა.

რუსეთში აპროტესეტბენ ადამიანის უფლებების დარღვევას???

ამას რომ ვკითხულობ თვალწინ მიდგას ის კადრები ხელგაბოჭილ ადამიანებს რუმ უხეთქვდნენ თავებს რუსთაველზე, წვიმიანი ღამე, რომ იყო და სისხლის მდინარე რომ მოდიოდა.

 

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/a8830e48.jpg

 

ნუთუ ნამუსი არ გაწუხებთ ამის შემხედვარეებს, ხმა რომ არ ამოგიღიათ და რუსეთის დარღვევებს კი აპროტესტებთ.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...