Jump to content
Planeta.Ge

ჯონდიმ პარლამენტში იჩხუბა


Recommended Posts

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება დანაშაულად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში გუშინ მისულები იყვნენ სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებიც და ისინიც ითხოვდნენ გენოციდის აღიარებას.

სომხების გენოციდის აღიარების საკითხზე საუბრისას ჯონდი ბაღათურიასთან დეპუტატი აზერ სულეიმანოვი მივიდა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაციის განმუხტვა სცადეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წევრებმა და დაახლოვებით 5 წუთის მანძილზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაწევ-გამოწევის ფონზე მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, დეპუტატებმა დაპირისპირებულები გააშველეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/199172-parlamentis-skhdomaze-jondi-baghathuria-da-deputati-azer-suleimanovi-erthmaneths-fizikurad-daupirispirdnen.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზერ სულეიმანოვი აზერია?

გვარით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ კი :)

 

ეგ, სულეიმან-ოღლი იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმეეე :D :D გაიხარე ნევსტუდიო, ბოლომდე ვუყურე,,,

რა უნდოდა იმ კაცს მაინც ვერ გავიგე, რა არ მოეწონა???

ჯონდიმ ისე ყველაფერი ნორმალურად თქვა , და ბოლოშიც მაგარი იბლატავა..

პრეზიდენტს ეკაიფება :)) :))

 

ხოხვისთვის დაბადებული ვერ იფრენს.. :)) დაგლიჯა ჯონდიმ...

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე პარლამენტი რა ცარიელია არა. საზღვარგარეთ ვცხოვრობ და უზარმაზარი მოლებია აქ და გამორიცხულია რომ შეხვიდე რომელიმეშ და ჩვენი პარლამენტის წევრი არ შეგვხდეს მაღაზიებში დატვირთული. აღარც დადიან ეს ჩემისები. თვეში ერთი-ორი დღე ჩავლენ თბილიში და რამე მჭახე აქციას იზამენ ტელევიზორში, რომ გამოჩნდნენ და მიშამ რომ არ დააყვედროს რა იყო თქვეჩემისებო მარტო მე ხო არ უნდა გათრიოთო. ისე კი ძრითადად არხეინად ატარებენ დროს საზღვარგარეთ. ზოგი აქ ზის პლაჟზე და მანდ პულტის დამჭერი ყავს დაქირავებული.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონდის შეგზავნა უნდათ ნაცებს აგენტად ბიძინასთან. ამას ბიძინა არ ჭამს, ვიცი მაგის ხასიათი კარგად. თუ ჭამა, მაშინ მართლაც შეკრული ყოფილა. ვნახოთ აბა რას იზამს. ეგ საკენკი თქვენ წიწილებს დაუყარეთ ნაცებო :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე პარლამენტი რა ცარიელია არა

სულ ცარიელი არ არის, რამოდენიმე კაცი ზის და აჭერს ღილაკს ხელს..

ერთიანი იდიოტების ხროვაა და გაუმართლათ ქვეყნის პარლამენტში არიან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ ცარიელი არ არის, რამოდენიმე კაცი ზის და აჭერს ღილაკს ხელს..

ერთიანი იდიოტების ხროვაა და გაუმართლათ ქვეყნის პარლამენტში არიან..

 

წიკლაური ცარიელი ადგილია ისედაც და ასედაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...