Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/frontpage.jpg

კონდოლიზა რაისის ამ მემუარებს ვკითხულობ და მთელი თავია დათმობილი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოქმედებს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ბევრ საკითხზე და რაისი შესაბამისად შეზღუდულია ინფორმაციის გამჟღავნებაში, მაინც ბევრი საინტერესო ნიუანსია და ვეცდები გაგიზიაროთ.

ის იხსენებს ომამდე მის შეხვედრას მიშასთან, როდესაც არწმუნებდა სააკაშვილს, რომ ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე ხელი, რაც ერთადერთი ხსნა იყო რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან, თუმცა „ამაყი და იმპულსური“ (ესე მოიხსენიებს მას რაისი) სააკაშვილი არ დათანხმდა. კოპალაში შეხვდა ტერასაზე და ამაყად უყვებოდა თუ რა მშენებლობები იყო საქართველოში და ლამაზი ხედით კეკლუცობდა მიშა. კონდოლიზა კი ცდილობდა აეხსნა მისთვის, რომ ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა მიშა ვერ იგებდა ამას.

იხილეთ გვერდი და მნიშვნელოვანი ნაწილის ქართული თარგმანი:

 

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/condi1.jpg

 

„ის არის ამაყი და შეუძლია იყოს იმპულსური და ჩვენ ვღელავდით, რომ შესაძლებლობას მისცემდა მოსკოვს პროვოკაციაზე წამოეგო ის და ძალა გამოეყენებინა. ფაქტიურად, მან პირადად მოახდინა კომფლიქტის პროვოკაცია ქვეყნის კიდევ ერთ კუთხე აჭარაში რაც შიდა და საგარეო ზეწოლის შედეგად წარმატებით დასრულდა აჭარის საქართველოში ინეგრაციით. ჩვენ გვეშინოდა, რომ ეს პრეცენდენტი შესაძლოა აფიქრებინებდა მას, რომ იგივე შესაძლებელი იყო ტერიტორიებზე, რომლებიც უფრო ახლოს იმყოფებიან პუტინის საყვარელ სოჭთან.

 

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/condi2.jpg

 

ბ-ნო პრეზიდენტო, მე მივმართე, შევეცადე მისი ყურადღება გადამეტანა ქალაქის ლამაზი ხედიდან საქმეზე, თქვენ უნდა მოაწეროთ იარაღის გამოუყენებლობას ხელი.

ამას როგორ ვიზამ, როდესაც პუტინი ასეთ საქმეებს სჩადის? მიპასუხა მან და მითხრა, რომ ის მოაწერდა, თუ რუსები რამეს მისცემდნენ სანაცვლოდ.

მე დაველაპარაკები, რუსებს, თუმცა თქვენ არჩევანი არ გაქვთ, ვუპასუხე მე.

თქვენ არ უნდა გამოიყებნოთ ძალა ან დაიმუქროთ ძალის გამოყენებით, ვინაიდან ეს არ არის კარგი თქვენთვის. მოაწერეთ ხელი ვიდრე საერთაშორისო დახმარება გაქვთ.

ასე ვსაუბრობდით საათზე მეტი და სააკაშვილი ჯიუტად უარს ამბობდა. ბოლობოლო გადავწყვიტე ტონი გამემკაცრებინა და ესე მივმართე: ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა მოიმოქმედოთ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ რუსებს საშუალება პროვოკაციაზე წამოგაგონ. ხომ გახსოვთ პრეზიდენტმა ბუშმა რომ თქვა რომ მოსკოვი ეცდება რამე სისულელე გაგაკეთებინოთ. და არ ჩერთოთ საბრძოლო მოქმედებებში რუსებთან. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამარცხდებით - გულახდილად ვუთხარი მე.“

 

კიდე საინტერესო მომენტია, როდესაც იხსენებს უკვე ომის შემდგომ მის ვიზიტს საქართველოში, როდესაც ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს მან და სააკაშვილმა და პრესკონფერენციამდე მან თხოვა მიშას რომ არ ელანძღა რუსები, მადლობა ეთქვა ევროპელებისთვის და გაემხნევებინა საკუთარი ხალხი. რუსების შესახებ კი მხოლოდ კონდოლიზა ისაუბრებდა. გაიხსენეთ ეს ის მომენტებია, როდესაც სრული პროსტრაციაა და ევროპელებიღა ჩალიჩობენ რუსების შეკავებას. სოჩში მერკელმა პირდაპირ გააკრიტიკა პრესკონფერენციაზე რუსები და მხარი დაგვიჭრა. ამ დროს კი იწყება პრესკონფერენცია და აქედან ვთარგმი ისევ:

„პრესკონფერენცია მშვიდად დაიწყო, თუმცა რაც უფრო მეტს საუბრობდა ის ვატყობდი, რომ ქართველის წნევამ მომატება დაიწყო. შემდეგ ის შეჩერდა, თითქოს ფიქრობდა რა ეთქვა. ის გადასარევად საუბრობს ინგლისურად და ვიცოდი, რომ ეს არ იყო ენობრივი პრობლემის გამო გამოწვეული პაუზა. და უცებ მისი საუბარი გახდა აგრესიული. მან ბარბაროსები უწოდა რუსებს...“

„არაუშავს ვიფიქრე მე, რუსების მიმართ მკაცრს სიტყვებს მაინც მოველოდი და ამ დროისთის ჯერ კიდე არაუშავდა. ამის მერე მოდგა ევროპელებს...

ოჰ არა, რას აკეთებს იგი?

მისი 20 წუთიანი ტირადის შემდეგ, შევეცადე გამომესწორებინა გაფუჭებული საქმე და ავხსენი, რომ ფრანგების დახმარებით მოხერხდა კონფლიქტის შეჩერება. დროა აქედან წავიდე, გადავწყვიტე მე. პრესკონფერენცია დასრულდა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი სააკაშვილზე, რომ საუბარიც კი არ მსურდა მასთან, ხელი ჩამოვართვი და ჩავჯექი მანქანაში ეკასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრია, და გავეშურეთ საავადმყოფოში დაჭრილების მოსანახულებლად. გზაში ეკას ვუთხარი: მან საქმე გააფუჭა. ეკამ უკანასკნელ მომენტში მოაწყო მოკლე პრესკონფერენცია აეროპორტში ვიდრე მე გავფრინდებოდი, სადაც ჩვენ ორივემ მადლობა გადავუხადეთ ევროპელებს.

რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენ გავმართეთ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. აღმოვაჩინე, რომ მოკავშირეები გასაოცრი ქველმოქმედებით იყვნენ სააკაშვილის მიმართ, თუმცა ზოგმა აღნიშნა, რომ მან (იგულისხმება სააკაშვილი) დაადასტურა თუ რატომ არ იყო საქართველოსთვის მაპის მიცემა კარგი იდეა.“

აი ეს გვერდიც:

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/condi3.jpg

კომენტარები თქვენთვის მომინდია.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომენტარები თქვენთვის მომინდია.

კომენტარიც კი ჭირს :(

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომენტარიც კი ჭირს

რა კომენტარი უნდა მაგას, ათოხლეს მიშას ამერიკამ და რუსეთმა, და ეხლა მოაშორებენ, საქმე უკვე გააკეთებინეს. კი მიხვდა მიშა და ბოლომდე იბრძოლებს, მარა არა მგონია რამე გამოუვიდეს, ალბათ გააგორებენ მაგას, ან გააგიჟებენ, რომ პირი თუ დააღო, გიჟად ჩათვალონ და არ დაიჯეროს არავინ ამერიკა–რუსეთზე რასაც იტყვის). ესაა ჩემი კომენტარი :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

გახსოვთ იმ პერიოდსიც (ოღონდ ომამდე) პოლონეთი ძმობას გვეფიცებოდა და მხარდაჭერას გვიცხადებდა. ზუსტად იმ პერიოდში როცა პოლონეთი ბალისტიკური რაკეტების ნებართვას ითხოვდა ევროკავშირიდან. ბოლოს რა მოხდა? სირიკო მიშამ ომი წააგო და იმ არგუმენტიტ რომ აი თუ არ არის საშიში რუსეტი და თუ არ გვჭირდება ეს რაკეთები სექტემბერში უკვე მიიღო პოლონეთმა ნებართვა.

რა ვიცი ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა თორემ თუ მთლიანად ქართველობის აზრი გაინერესებთ მგონი ისაა რომ მიშას დედაც ##################თ. რა არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BEST_GEORGIAგვილოკადა თუ არა. ეს უკვე არაა მთავარი, მთავარია თავდაცვა სუსტი გვქონდა და გვაქს ახლაც! და საერთოდ, ვაჭრობა უნდა ვისწავლოთ, როგორც აზერბაიჯანი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია თავდაცვა სუსტი გვქონდა და გვაქს ახლაც!

ჩემი აზრით ეს არ არის მთავარი იცი რატო? მოდი ვთქვათ და მსოფლიოსი ყველაზე ძლიერი თავდაცვა ჩვენ გვყავდეს, მერე ამით რა? ვინმეს რამეს დავაკლებთ? 5 მილიონიან ერს განა რა ჯარი უნდა ყავდეს ისეთი რომ რუსეთს არათუ მოუგოს არამედ გაუძლოს? ჩვენი მთავარი თავდაცვა სწორი პოლიტიკა არის და არა ჯარი.

ჩვენს მთავრობას ამხელა ჯარი დღეს იმიტომ ყავს რომ სხვის ომში გაგზავნოს და მაყუთი ჭრას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით ეს არ არის მთავარი იცი რატო? მოდი ვთქვათ და მსოფლიოსი ყველაზე ძლიერი თავდაცვა ჩვენ გვყავდეს, მერე ამით რა? ვინმეს რამეს დავაკლებთ? 5 მილიონიან ერს განა რა ჯარი უნდა ყავდეს ისეთი რომ რუსეთს არათუ მოუგოს არამედ გაუძლოს? ჩვენი მთავარი თავდაცვა სწორი პოლიტიკა არის და არა ჯარი. ჩვენს მთავრობას ამხელა ჯარი დღეს იმიტომ ყავს რომ სხვის ომში გაგზავნოს და მაყუთი ჭრას.
პოლიტიკაზე, სწორი ხარ :) მაგრამ "სწორი პოლიტიკა" ნიშნავს თავდაცვის გაძიერებას,(როგორც გარე ისე შიდა) ეკონომიკის გაძლირებას, სოცილური ცხოვრების დონის აწევას! ახლა, კი ეს არ ჩანს :user: მერე ამერიკის და რუსეთის გარდა სხვა გზა უნდა ვიპოვოდ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...