Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა


Recommended Posts

გოდება იეროვინმესი: წინა ხიდაშლელის კალთებში დაკარგულ უმანკოებას დავტირი უსუფას შვილის სულის გასარჩენად, სამტრედიის რელსებს დავტირი ზვიად დზიდზიგურის სულის გადასარჩენად, ზედმეტობისაგან გადაქანცულ სტომაქს დავტირი კობა მარადმშიერი-დავითაშვილის სხეულის გადასარჩენად, დავტირი ნეტარი ბოცვერი ალასანიას ფობიებს მისი საქმიანი ზეაფორიაქებულობით გადაღლილი სულის გადასარჩენად და ბოლოს დავტირი იმ ადამიანის სულს(ოდეს ჯოჯოხეთშიდ ელიან პირმოთნეს} ვინც ბიძია ივანიშვილი მოატყუა საქართველოს ჭირდები და პოლიტიკოსი ხარო....

 

გოდება იეროვინმესი: დავტირი საკუთარ თავთან დარჩენისას აუტანელ ამაოებას კახა კუკავა რომ ქვია სახელად, დავტირი ინტელექტის სიმთვრალის ხიბლით და აქედან ამპარტავნობით გაყიდულ სამშობლოს პირწებოიანი დათვების ტოტემების ძმები ბერძენიშვილების მიერ, დავტირი გივი გუმბარიძის ინკარნაციის ვაჟა ლორთქიფანიძის ვაჟკაცობაართმეულ მსგავს ყველაფერზე მაღლა მდგომ კაცუნებს: წითელ ინწილიგენციად ცნობილებს, დავტირი საკუთარი თბილისელობით და ვერგავაღწიე ოდეს შუბლია ბეტონში დაქანცულ ანტიდიოსკურებს ძმებს გაჩეჩილაძეებსა და ძმებს ხაინდრავებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 250
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ერთი დღე 2013 წლიდან მაესტროს საღამოს ინფორმაციული გამოშვება: დღეს დილით კახა კუკავასა და ვლადიმირ ხომერიკის გაერთიანებულმა რაზმებმა შტურმით აიღეს მაკდონალდსის კაფეები თბილისსა და ქუთაისში, გამოძევებულ პერსონალს სირცხვილის კორიდორები მოუწყეს ნინო ბურჯანაძეს ანტიამერიკული კოალიციის მოხალისეებმა. ქურდების, განაბებისა და ავტორიტეტების სამინისტროში მოეწყო ბრიფინგი, მინისტრმა ალიკ ბაზარმა ისაუბრა მსოფლიოში გაფანტული ქურდებისა და მომპარავების სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე. 14 საათსა და 30 წუთზე საქართველოს კულტურის მინისტრმა ბერამ გვირგვინებით შეამკო სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის საფლავები, შესრულდა უკვდავი სამგლოვიარო რეპი(რომელიც უკვე ერთი წელია სკოლებში სავალდებულო საგნად ისწავლება}. 17 საათზე ჩატარდა ქართლის დედის მონუმენტის დემონტაჟი, მის ადგილას აღიმართება ნინელი ჭანკვეტაძისა და მისი უკანონოდ რეპრესირებული სახლების მონუმენტი. ძმობის ხიდზე ენგურთან თავდაცვის მინისტრმა სესიაშვილმა აფხაზეთის რესპუბლიკას(ბიძინას აღიარების შემდეგ აფხაზეთი კიდევ სამმა სახელმწიფომ აღიარა) გადასცა დარჩენილი იარაღი და გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართველი სამხედრო დამნაშავეები. კობა დავითაშვილი ისევ კლინიკაშია და მეექვსედ გადაუნერგეს კუჭი. დღეს ღამით მოხდება კონსტანტინე ზატულინის პრემიის ლაურიატის საქართველოს პრეზიდენტის ბიძინა ივანიშვილის ახალი რომანის კითხვა-გალობა დასწრება საქართველოს მოქალაქეთათვის აუცილებელია- უშიშროების მინისტრი პეტრე მამრაძე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა შტურმით აიღეს მაკდონალდსის კაფეები თბილისსა და ქუთაისშ

:cry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე ხდება? ხვალ უნდა გავესინჯო, მგონი ქართულად კითხვა დამავიწყდა :) ასოებს კი ვცნობ, მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს. ერთი ჩემ მეზობელზე მემართება ეგრე, ვერცერთ სიტყვას ვერ ვგებულობ, და მეორე აქ ამ ბოლო დროს დაპოსტილებზე მომდის :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე ხდება? ხვალ უნდა გავესინჯო, მგონი ქართულად კითხვა დამავიწყდა :) ასოებს კი ვცნობ, მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს. ერთი ჩემ მეზობელზე მემართება ეგრე, ვერცერთ სიტყვას ვერ ვგებულობ, და მეორე აქ ამ ბოლო დროს დაპოსტილებზე მომდის :)

 

 

ექიმი მიმასწავლე ერთი მერე... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

გოდება იეროვინმესი: წინა ხიდაშლელის კალთებში დაკარგულ უმანკოებას დავტირი უსუფას შვილის სულის გასარჩენად, სამტრედიის რელსებს დავტირი ზვიად დზიდზიგურის სულის გადასარჩენად, ზედმეტობისაგან გადაქანცულ სტომაქს დავტირი კობა მარადმშიერი-დავითაშვილის სხეულის გადასარჩენად, დავტირი ნეტარი ბოცვერი ალასანიას ფობიებს მისი საქმიანი ზეაფორიაქებულობით გადაღლილი სულის გადასარჩენად და ბოლოს დავტირი იმ ადამიანის სულს(ოდეს ჯოჯოხეთშიდ ელიან პირმოთნეს} ვინც ბიძია ივანიშვილი მოატყუა საქართველოს ჭირდები და პოლიტიკოსი ხარო.... გოდება იეროვინმესი: დავტირი საკუთარ თავთან დარჩენისას აუტანელ ამაოებას კახა კუკავა რომ ქვია სახელად, დავტირი ინტელექტის სიმთვრალის ხიბლით და აქედან ამპარტავნობით გაყიდულ სამშობლოს პირწებოიანი დათვების ტოტემების ძმები ბერძენიშვილების მიერ, დავტირი გივი გუმბარიძის ინკარნაციის ვაჟა ლორთქიფანიძის ვაჟკაცობაართმეულ მსგავს ყველაფერზე მაღლა მდგომ კაცუნებს: წითელ ინწილიგენციად ცნობილებს, დავტირი საკუთარი თბილისელობით და ვერგავაღწიე ოდეს შუბლია ბეტონში დაქანცულ ანტიდიოსკურებს ძმებს გაჩეჩილაძეებსა და ძმებს ხაინდრავებს...

 

გირგვლიანის წამებას შეგუებულ "ლიბერტარიანელებს" არ დასტირი?

მიშას რეჟიმის მიერ ფეხქვეშ გათელილ ადამიანის უფლებებს არ დასტირი?

თუ ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო როდესაც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავ და მოსვლის შემდეგ პირში წყალის დაგუბება არის რაციონალური გადაწყვეტილება?

აშშ-ს რესპუბლიკელებთან საკოხტაპროწუდ გაქრისტიანებულ ლევან რამიშვილს არ დასტირი?

გავაგრძელო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"А у вас неграв вешают" არა :dash2: როგორ გავბედე მე ოპოს "წმინდა ძროხებზე" რაღაც ვთქვი ხელისუფლების გინების გარეშე!!! მოსაკლავი ვარ....ეგრეა დღეს ოპოთა წმინდა ხატების ხსენების და მათი თავისებური სამართლიანობის მანტრის გარეშე სუნთქვაც კი აღარ შეიძლება!!! ვნებები დაიცხრეთ პრიტვიც!!! გალესეთ გელიოტინა გამოათრიეთ სულძაღლი ურფინჯუსი და შევწიროთ ეგ მწვალებელი, ჭორვილას არქიანგელოზს და მის თანამხარჯველ წმინდანთა ლეგიონებს. ოდეს დაწერილია წმინდა იგნატი ლოიოლას წიგნში: "ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მოწინააღმდეგეა!". ურფინჯუსის მოჭრილი თავი კი ჭორვილას მორდორის თავზე აღმართეთ მწვალებელი ერეტიკოსების დასანახად... :dash2: :dash2: :dash2: :dash2: :dash2: :dash2: :dash2: :dash2: და ასრულდება ოცნება იგი ასმოდეუსის მიერ ხელთქმნილი და ლუბიანკის სუკკუბთა წვრილად მოწერილი ყრზოთა ზედა..... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

მე ყველას ვაკრიტიკებ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოპოზიცია მთავრობაზე ნაკლებს აფუჭებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ძალაუფლება არ აქვს. და მხოლოდ მათ მიერ შესაძლო დარღვევებზე შეიძლება საუბარი.

 

ამიტომ, ვიღაცის ლანძღვა იმ ჰიპოთეტური დანაშაულის გამო, რომლეიც მან შესაძლოა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იმ დროს როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ამას უკვე ჩადის და შენ არ რეაგირებ ამაზე, არის ან არარაციონალური ან კომფორმიზმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რაზე ვახდენ რეაგირებას ჩემზე უკეთ გცოდნიათ ჩემო მოსამეართლევ პროკურორო ჯალათო და ადვოკატო ერთად აღებულო!!! არცერთ პარტიულს პირადად არ ვიცნობ და ცხოვრებაში საჯარო სამსახურში არ ვყოფილვარ მაგრამ კიდევ ვიმეორებ "წმინდა ძროხებზე" რადგან რაიმეს თქმა გავბედე ე.ი. უკვე მტერი ვარ....მოსვლამდე უნდა გაისრისოს გველი ბუდეში თორემ სამოქალაქო ომი რეალურია. ამის მიზეზი ერთია საქართველოში ოპოზიცია არ არი!!! რამდენჯერაც ცადეს 1991წლიდან დღემდე ოპოზიციის შექმნა საქართველოში ყოველთვის მატრიოშკა გამოვიდა. იცოცხლე დიდი საქმეა ურფინჯუსს გემოვნების და აღშფოთების ნაზვი ეპითეტები ტყორცნო და ამით შვება იგრძნო....მე არ მინდა ამ უუნარო რენეგატი რუსეთუმე მომრგებელი არსებების ხილვა ხელისუფლებაში და შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შევუშლი. ეს არ ნიშნავს რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩემი იდეალია...ბამის მშენებელი ბარამიძე რომ ნატოში ინტეგრაციაზე მუშაობს ჩემთვისაც ბედის ირონიაა, კომსომოლოცი მაჭავარიანი რომ ანტირუსულ განცხადებას აკეთებს მეც მეშინია რუსებს ერექცია არ ქონდეთ...ამერიკელ რესპუბიკელებმა რით ვერ მოიგეს შენი გული არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით ამ აფრიკელი ტურისტ-პრეზიდენტის პარტიას ნამდვილად ჯობია.....ოპო უნდა განადგურდეს ეს საშური საქმეა. უნდა შეიქმნას ინტელექტუალი არარუსეთუმე ოპოზიცა, სასწაული სოვდაგრების მოპოეტო ქალების, წითელი ინწილიგენციის, კლიენტების, სპორცმენ მსახიობთა, და ყოფილ ცეხავიკების(პივის მასტერების) გარეშე.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რაზე ვახდენ რეაგირებას ჩემზე უკეთ გცოდნიათ ჩემო მოსამეართლევ პროკურორო ჯალათო და ადვოკატო ერთად აღებულო!!!

 

ნუთუ ამის თქმა ჯალათობაა:

 

ვიღაცის ლანძღვა იმ ჰიპოთეტური დანაშაულის გამო, რომლეიც მან შესაძლოა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იმ დროს როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ამას უკვე ჩადის და შენ არ რეაგირებ ამაზე, არის ან არარაციონალური ან კომფორმიზმი.

 

ისევ ურჩად ხმას არ იღებთ მთავრობის უმსგავსობებზე

 

აი ეს კი რასიზმია:

აფრიკელი ტურისტ-პრეზიდენტის პარტიას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც ესე გაშფოთებთ რომელიმე მხარის ირონიული კონტექსტში მოხსენიება ეს უბრალოდ მიუთითებს იმას რომ გაუცნობიერებლად(ან შენიღბულად) კონფლიქტის მხარე ხართ რაც ჩემთვის გასაგებია. "CUM PRINCIPIA NEGANTE NON EST DISPUTANDUM"- "საფუძვლებში შეთანხმების გარეშე დავას აზრი არა აქვს".(ლათ)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასიზმი კი არა შტატებში გავრცელებული ბრალდებაა რომელიც ჰუსეინ ობამამ რაღაც ძველი ქაღალდის ნაგლეჯით "გააქარწყლა"...... :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ჩემი დაკვირვებით ამ "სათნოების" "თანასწორობის" "ადამიანთა,მარგინალთა, უქნარათა, ტერორისტთა, პროვოკატორთა, და სხვადასხვა ჯურის სახელმწიფოს მიმართ არალოიალური არსებათა უფლებების დამცველებში" ღრმად ზიან კრისტალიზირებული სადისტები ფსიქოპათები და შიზოფრენიკები. მაგალითად პავლიკ კორჩაგინის სრული ინკარნაცია ლაშა ჩხარტიშვილი. და კიდევ სხვა უამრავი პარასიტები რომლებსაც რატომღაც სახელმწიფომ(ე.ი გადასახადის გადამხდელმა) უნდა ფული უხადოს. ეს არსებები რომ სახალხო მეურნნეობაში ამუშავო დღევანდელ პოლიტიკოსებთან ერთად დიდი საქმე იქნებოდა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასიზმი კი არა შტატებში გავრცელებული ბრალდებაა რომელიც ჰუსეინ ობამამ რაღაც ძველი ქაღალდის ნაგლეჯით "გააქარწყლა"...

 

გეთანხმებით, რომ უწიგნურ რედნეკებში ნამდვილად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ იგი არ არის ამერიკელი და არის მუსულმანი.

ოფიციალურად ეს არ არის სწორი. ნუთუ გჯერათ, რომ ყველა ოფიციალურ სტრუქტურას სადაც იგი დარეგისტრირებულია შეცდომა მოუვიდა, თუმცა ეს იცის სამასვალის რედნეკმა მძღოლმა? თან ცხოვრებაში მეჩეთში არ ულოცია, ეკლესიაში დადის და მიუხედავად ამისა მაინც მუსულმანია?

იაფფასიანი პროპაგანდაა მხოლოდ რედნეკებზე გათვლილი.

კიდევ ერთი შეთქმულების თეორია.

ისე აშშ-ს არჩევნები ცალკე თემას იმსახურებს და იქ გავხსნი გუდას და ყველაფერს ვიტყვი რესპუბლიკელებზე.

 

როდესაც ესე გაშფოთებთ რომელიმე მხარის ირონიული კონტექსტში მოხსენიება ეს უბრალოდ მიუთითებს იმას რომ გაუცნობიერებლად(ან შენიღბულად) კონფლიქტის მხარე ხართ რაც ჩემთვის გასაგებია

 

ნუთუ ესე რთულია იმის გაგება, თუ მე რა მაშფოთებს????

მე მაშფოთებს არა ის, რომ ვინმე გააკრიტიკებს ოპოზიციას, არამედ მაინტერესებს ის, თუ რამდენად გულწრფელია ადამიანი, როდესაც აკრიტიკებს ვინმე X-ს, როდესაც ის არ ჩადის კრიმინალს და მისი ჭორვილელობაც კი უდიერად მოხსენიების მიზეზი არის და ლანძღავს შესაძლო მომავალ დანაშაულებზე და ამავე დროს არ აღნიშნავს მთავრობის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებებს.

 

urfinjus

 

გთხოვთ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ:

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის სადისტი მკვლელების შეწყალება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარაკ ჰუსინ ობამა მაგ პრეზიდენტის სრული სახელია მე მხოლოდ ეს ვთქვი და სად ნახეთ მე მუსულმანობაზე რაიმე მეთქვას მეორეც ეს კითხვა "უწიგნურმა"(როგორც თქვენ მოწყალედ უწოდეთ) დონალდ ტრამპმა დაუსვა ჰუსეინ ობამას, რა თქმა უნდა კითხვის დასმა უკვე მომაკვდინებელი ცოდვაა....და გაუღწეველი უწიგნურობა. რაც შეეხება თქვენ დასმულ კითხვას კონკრეტული სისხლის საქმესთან დაკავშირებით არ ვიცნობ და ვფიქრობ ეს ჩემი საქმე არაა მე იურისტი არ გახლავართ. მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ სათისფაქცია რუსეთთან, იმ სამხედრო დამნაშავეებთან ვინც წამებით მოკლა ქართველი სამხედრო ტყვეები. და თუ სახელმწიფო ან კონკრეტული ორგანიზაცია ითავებს ამ პირების მოძებნას როგორც ისრაელმა მოძებნა გერმანიაში ოლიმპიადაზე ტერაქტის ყველა მომწყობი და ლიკვიდაცია მოახდინა მე მზად ვარ ყველა ფორმით ვემსახურო ამ ადამიანებს როცა ვამბობ ყველა ფორმით ვგულისხმობ სიცოცხლის ჩათვლით. ეს მემარცხენე ბლაბლაბლა მე არ მაინტერესებს და შიდა პოლიტიკაც ფეხზე მკიდია თუ ძალიან მემარცხენე ან თეოკრატიული არ გახდება. "ჭორვილას მორდორის" მაგისტრებმა უკვე დააყენეს თავი საქართველოს ინტერესების მიღმა როდესაც გაახმოვანეს ჩეკისტური თეზისი "მძინარე ცხივალზე" და რუსული ბოდვა რომ შემოჭრილ რუს ოკუპანტებს საქართველომ "დაუწყო ომი". ამ მტკიცებულების დეკლამატორი ჩემთვის ავტომატურად ხდება კანონიერი სამიზნე ვითარც ოკუპანტი. და როგორც ოდესღაც ერთმა ქალბატონმა ბრძანა "რაც არ უნდა ტანჯვაი მომაყენო ჩემ ზედა არ ვეზიარო საქმეთა შენთა". ჩემთვის მთავარია "ჭორვილას" მეტრორუსეთუმეები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და სხვა ძალები(შალიკო ხომ არ მოვა) რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენენ.....დღეს მორჩა დისკუსია ადიო Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...