Jump to content
Planeta.Ge

ვინ ჩემი ფეხებია ჯონ ბასი?


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/politika/195888-jon-basi-chemi-ganckhadeba-yvela-partiis-mkhridan-nathlad-ar-iyo-gagebuli.html

 

 

აჰა, ვერ მიაზადნინეს? :))

ამერიკა გვიშველის... კეეეეჰ როგორ არააა ა:D :D :D

სანამ ერთხმად არ ისწავლით სამართლიან დედის იმის გინებას, მანამდე იქნებით ამ ძღრენში :)

არადა ხართ.

არადა უფრო მეტად იქნებით :)

პ.ს.

ნაციონალებს და მათ მხარდამჭერებს არ ვგულისხმობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მრავლისმეტყველი განცხადებაა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის მხრიდან. ბასი უკვე დიდ ხანია გაღიაზიანებული და შეშფოთებულია და ეს ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდია. თუმცა ცდილობენ საქმე სხვაგვარად წარმოაჩინონ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასი უკვე დიდ ხანია გაღიაზიანებული და შეშფოთებულია

 

ბასს სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ: ეტყვიან აღშფოთდიო და ეგაც აღშფოთდება ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბასს სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ: ეტყვიან აღშფოთდიო და ეგაც აღშფოთდება ხოლმე.

 

შენ ყველა ქართველებისა და რუსებისნაირი ნუ გგონია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუკრიკო, უკაცრავად და უცბად შენ ავატარზე, ანტიქრისტი წავიკითხე... :)

 

 

ბოლო-ბოლო გავაკრვიეთ ვინ არის ჯონ ბასი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ნუკრიკო, უკაცრავად და უცბად შენ ავატარზე, ანტიქრისტი წავიკითხე.

მაგარი არ გევასები,ხომ?! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მაგარი არ გევასები,ხომ?! :D

:)

შენ ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ხარ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მტერი ხარ ჩემი... ბოლო-ბოლო ბოლშევიკი არ ვარ... ყველას გამოსწორება შეიძლება, როგორც ედმონდო ამბობდა, "სამოსელ პირველში"...

ვიამხანაგოთ და გამოგასწორებ :)

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ყველას გამოსწორება შეიძლება, როგორც ედმონდო ამბობდა, "სამოსელ პირველში"...

ალბათ პირველი შენ უნდა იფიქრო საკუთარი თავის გამოსწორებაზე, რომ სხვებზე დაიწყო ფიქრი :D

 

 

მეტიც ეს გამოსწორების იდეა სისულელეა, შენ არ გაქვს ამ სფეროში (ვგულისხმობ პოლიტიკას, იდეოლოგიას და ა.შ) იმდენი ცოდნა, რომ მე "გამომასწორო"..

"გამოსწორება" შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე შენს ავტორიტეტს (კონკრეტულ სფეროში) აღიარებს, რაც ჩვენ შემთხვევაში არაა..

 

ამიტომ გირჩევ, რომ ხელი აიღო ამ საქმისგან... გადააგდე ეს "მესიის" კომპლექსები.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ პირველი შენ უნდა იფიქრო საკუთარი თავის გამოსწორებაზე, რომ სხვებზე დაიწყო ფიქრი :D

მეტიც ეს გამოსწორების იდეა სისულელეა, შენ არ გაქვს ამ სფეროში (ვგულისხმობ პოლიტიკას, იდეოლოგიას და ა.შ) იმდენი ცოდნა, რომ მე "გამომასწორო"..

"გამოსწორება" შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე შენს ავტორიტეტს (კონკრეტულ სფეროში) აღიარებს, რაც ჩვენ შემთხვევაში არაა..

ამიტომ გირჩევ, რომ ხელი აიღო ამ საქმისგან... გადააგდე ეს "მესიის" კომპლექსები.. :D

:)

არ მჭირდება ცოდნა პოლიტიკაში, იდეოლოგიაში ამ საქმისთვის... მე ვიცი რა არის ცუდი, და რა არის კარგი... ამის ცოდნას პოლიტიკა არ სჭირდება...

მე ვიცი, რომ მემარცხენეობა არის ცუდი, რამეთუ როცა ლოზუნგებს რეალში გატარებას შეეცდები, გამოვა ბოლოს ან სტალინი, ან წითელი კხმერები, ანდა ფიდელ კასტრო და მილიონობით უსამართლოდ მოკლული ადამიანი...

ეს ვიცი და როგორ უნდა დამაჯერო მემარცხენე იდეების სიმართლე-სამართლიანობაში, არ მესმის :)

 

მე ინსტიქტურ დონეზე მაქვს მემარცხენე იდეების სიძულვილი... ჩემთვის საკმარისია ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა იდეის გამო, რომ ის იდეა შემზიზღდეს...

ამიტომ მეჯავრებიან ნაცები... ისინი ნეო-ბოლშევიკები არიან დემოკრატიის კანში გახვეულები... ვგრძობ ამ საფარვლის ქვეშიდან როგორ გამოდის ბოლშევიზმის ბინძური სუნი და ამიტომ ვერ ვიტან მათ და მეზიზღებიან... ჩემთან არ ხარ? ე.ი. ჩემი მტერი ხარ და მოსკოვის აგენტი... ზუსტად ეს იყო ბოლშევიკების ლოზუნგი... სწორად ამას ამბობდა სტალინი, ვისაც არ სჯერა ჩვენი გამარჯვებების, ის ან იდიოტია, ანდა მტერი დაქირავებული კაპიტალისტების მიერო... აბა შეადარე ეს მიშიკოს გამოთქმებს... მიშა არ არის სტალინი, მაგრამ ბოლშევიკების მეთოდები და იდეოლოგია კარგად აქვს შესისხლორცებული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს საკითხი იყო .

 

 

 

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. ხიდაშელის ინფორმაციით, სენატორი კარდინი კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, ელჩი ნორლანდისგან მიეღო ინფორმაცია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იგი, რათა საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ.

 

 

 

"საქართველოს აქვს პრობლემები, ის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. გარდამავალ პერიოდში ის წინ მიიწევს. მე მომეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს მისი აქ ყოფნისას იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს იგი სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ვიცით, რომ ადგილი აქვს მცდელობას და ძალისხმევას, იმ პირების უფლებები შეიზღუდოს, ვისაც პრეზიდენტად არჩევის უფლება აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ არ ეძლევათ არჩევნებში სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა, ასე რომ, ჩემი შეკითხვა თქვენდამი არის, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ საიმისოდ, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ, რომლებშიც თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობები ექნებათ ოპოზიციის კანდიდატებს", - თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სწორედ ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა კარდინმა ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც საქართველოში ჯონ ბასს შეცვლის.

 

 

 

ხიდაშელის ინფორმაციითვე, ნორლანდის პასუხი შემდეგნაირი იყო: "წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი, იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს "მოსწორებული სათამაშო მოედანი". მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. კონტროლის პალატის ე.წ როლი, პარტიათა დაფინანსების კანონი, დიდი შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას როგორც საჯაროდ, ისე - პირად საუბრებში და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება, გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ. და ბოლოს, მივანიშნებ - თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას ნატო-ს წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატო-ს სტანდარტებს".

 

ხიდაშელის ინფორმაციით, თავის მხრივ, სენატორმა ხაზი გაუსვა საკითხს ოპოზიციონერ კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

 

 

 

"ეს საკითხი საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება საიმოსოდ, რომ ოპოზიციის შესაძლებლობები დაიბლოკოს. მე მოვითხოვდი ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ამ საკითხში, რათა ოპოზიციას მიეცეს უფართოესი შესაძლებლობა "სათამაშო მოედანზე" შედეგიანი პაექრობისთვის", - აღნიშნა სენატორმა კარდინმა.

 

 

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის მაღალჩინოსნების ამგვარი პოზიციები მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა მხარს უჭერს არა კონკრეტულ პიროვნებას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ - ზოგადად, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

 

 

 

ხიდაშელის აზრით, სწორედ ამ სხდომის და მასზე განხილული საკითხის პრევენცია იყო ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეებში საელჩოებზე თავდასხმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ მის მიერ დასახელებული სხდომის შესახებ ვიდეომასალა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

:grr: :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ეს ჩანაწერი

 

http://www.foreign.s...ination-3-21-12

 

ძალიან საინტერესოა სენატორ კარდინის კითხვები და მომავალი ელჩის ნორლანდის პასუხები.იწყება სადღაც 62-ე წუთზე.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეტყობა გულზე მაგრად მოხვდათ:

 

პავლე კუბლაშვილი აშშ-ის სენატის კომიტეტში გაკეთებულ შეფასებებს ტენდენციურად მიწოდებულ ინფორმაციებს უკავშირებს

17:14 22-03-2012

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს , არასწორ და ტენდენციურად მიწოდებულ ინფორმაციებს უკავშირებს .

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ ინფორმაციას მათ შეიძლება რომელიმე ის პოლიტიკური ძალა აწვდის, რომელიც საქართველოში წარუმატებელია და ამ წარუმატებლობის ვიღაცისთვის, თუნდაც საარჩევნო გარემოსთვის გადაბრალება სურს. მისი თქმით, რეალობა მხოლოდ ის არის, რომ საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის პოლიტიკური სივრცე ღიაა და მათ თანაბარი უფლებები აქვთ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველას აქვს თანაბარი უფლება, ყველა პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. "ვერ გეტყვით, საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით ვის რა წარმოდგენა აქვს ან ვინ შეიძლება თვლიდეს, რომ მისი წარუმატებლობა იმის ბრალია, რომ მისთვის კარგი პირობები და მოსწორებული მოედანი არ შეიქმნა, მაგრამ ის, რომ ”რესპუბლიკელებსა” და ირაკლი ალასანაიას საჭირო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, მიზეზი არა არათანაბარი საარჩევნო და პოლიტიკური გარემო, არამედ საზოგადოებისგან მოწყვეტილი მათი პოლიტიკური ხედვებია", – დასძინა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, სენატორ კარდინის განცხადებაშიც იკვეთება, რომ საქართველო ვითარდება, რაც პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროსაც გამოიხატა.

http://www.interpres...kavshirebs.html

 

პალიკომ მე მგონი წუგზარასაც გადაუხურა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

არ მჭირდება ცოდნა პოლიტიკაში, იდეოლოგიაში ამ საქმისთვის... მე ვიცი რა არის ცუდი, და რა არის კარგი... ამის ცოდნას პოლიტიკა არ სჭირდება...

მე ვიცი, რომ მემარცხენეობა არის ცუდი, რამეთუ როცა ლოზუნგებს რეალში გატარებას შეეცდები, გამოვა ბოლოს ან სტალინი, ან წითელი კხმერები, ანდა ფიდელ კასტრო და მილიონობით უსამართლოდ მოკლული ადამიანი...

ეს ვიცი და როგორ უნდა დამაჯერო მემარცხენე იდეების სიმართლე-სამართლიანობაში, არ მესმის :)

 

მე ინსტიქტურ დონეზე მაქვს მემარცხენე იდეების სიძულვილი... ჩემთვის საკმარისია ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა იდეის გამო, რომ ის იდეა შემზიზღდეს...

ამიტომ მეჯავრებიან ნაცები... ისინი ნეო-ბოლშევიკები არიან დემოკრატიის კანში გახვეულები... ვგრძობ ამ საფარვლის ქვეშიდან როგორ გამოდის ბოლშევიზმის ბინძური სუნი და ამიტომ ვერ ვიტან მათ და მეზიზღებიან... ჩემთან არ ხარ? ე.ი. ჩემი მტერი ხარ და მოსკოვის აგენტი... ზუსტად ეს იყო ბოლშევიკების ლოზუნგი... სწორად ამას ამბობდა სტალინი, ვისაც არ სჯერა ჩვენი გამარჯვებების, ის ან იდიოტია, ანდა მტერი დაქირავებული კაპიტალისტების მიერო... აბა შეადარე ეს მიშიკოს გამოთქმებს... მიშა არ არის სტალინი, მაგრამ ბოლშევიკების მეთოდები და იდეოლოგია კარგად აქვს შესისხლორცებული...

 

კი მაგრამ მე რა შუაში ვარ???

 

მე გითხარი, თუ გინდა რომ შენ აზრზე გადმომიყვანო, საჭიროა ჩემზე მეტი ცოდნა და ის რომ მე გაღიარო ავტორიტეტად, შესაბამისად ეს არ მოხდება (იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა პოლიტიკაზე, იდეოლოგიაზე და ა.შ მე გჯობივარ :D და შესაბამისად ავტორიტეტი ვერ იქნები)... ეხლა შესაბამისად ის შენი ჩანაფიქრი, წინასწარ განწირულია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...