Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ტორონტოს ხევში ნაპოვნი ნეშტი მარიამ მახნიაშვილის აღმოჩნდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60222.jpg

 

ტორონტოს ხევში ნაპოვნი ქალის ნეშტი დაკარგული ქართველი გოგონას მარიამ მახნიაშვილის ცხედარი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ კანადის პოლიციამ გაავრცელა. საგანგებო პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ცხედრის იდენტიფიკაციის შედეგად სამართალდამცველების ვერსია, რომ ნეშტი მარიამ მახნიაშვილის იყო, გამართლდა. პოლიციას თვითმკვლელობის ვერსია არ დაუდასტურებია, თუმცა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სწორედ სუიციდზე მიუთითებს.

"სავარაუდოდ მარიამი ხევში 16 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. როგორც ჩანს, ის დაცემის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გოგონას სიკვდილი არ განიხილება, როგორც მკვლელობა ან საეჭვო გარდაცვალება. თინეიჯერის ოჯახი არასოდეს მიუთითებდა მის დეპრესიულობასა ან აღზნებულობაზე, მაგრამ ვიცით, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე თვით ადრე მარიამი საკუთარ თავში ჩაიკეტა," - განაცხადა გამომძიებელმა, გრეგ მაკლეინმა.

17 წლის მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. გოგონა სამი თვის ჩასული იყო კანადაში.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...