planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60222.jpg ტორონტოს ხევში ნაპოვნი ქალის ნეშტი დაკარგული ქართველი გოგონას მარიამ მახნიაშვილის ცხედარი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ კანადის პოლიციამ გაავრცელა. საგანგებო პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ცხედრის იდენტიფიკაციის შედეგად სამართალდამცველების ვერსია, რომ ნეშტი მარიამ მახნიაშვილის იყო, გამართლდა. პოლიციას თვითმკვლელობის ვერსია არ დაუდასტურებია, თუმცა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სწორედ სუიციდზე მიუთითებს. "სავარაუდოდ მარიამი ხევში 16 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. როგორც ჩანს, ის დაცემის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გოგონას სიკვდილი არ განიხილება, როგორც მკვლელობა ან საეჭვო გარდაცვალება. თინეიჯერის ოჯახი არასოდეს მიუთითებდა მის დეპრესიულობასა ან აღზნებულობაზე, მაგრამ ვიცით, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე თვით ადრე მარიამი საკუთარ თავში ჩაიკეტა," - განაცხადა გამომძიებელმა, გრეგ მაკლეინმა. 17 წლის მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. გოგონა სამი თვის ჩასული იყო კანადაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts