Jump to content
Planeta.Ge

აქცია პოლიციის ბეზპრედელის წინააღმდეგ (ფოტო)


Recommended Posts

აქციის მიზანი...

 

1. ვიცით, გვახსოვს არ დაგვავიწყდება

 

2. რატომ იყო სულ 200 კაცი? იმიტომ რომ არ ყოფილა ფართოდ დაანონსებული და ეს აქცია ფაქტიურად გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიგეგმა...

 

3. თუ ქვიშხეთის საქმე არ იქნება გამოძიებული... უფრო მასშტაბური აქციებიც იქნება!

 

 

http://s017.radikal.ru/i412/1203/f0/ef8e7d9dddd4.jpg

http://i053.radikal.ru/1203/f3/0e7f463d135f.jpg

http://s017.radikal.ru/i415/1203/0c/54b4aba15e90.jpg

 

სათამაშო პოლიციის მანქანა იწვის, ნამდვილი არ გეგონოთ... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სათამაშო პოლიციის მანქანა იწვის

ფაქტიურად, სათამაშო აქცია იყოო, მაგას ნიშნავს ეგ კლოუნობა. თუ დაწვაა, ნამდვილი უნდა დაიწვას. მასეთმა მასხარაობა–საპროტესტო აქციებმა, ნათელაშვილის სტილში, მიიყვანა აქამდე ყველაფერი. ნებისმიერი აქცია უნდა დამთავრდეს ორიდან ერთერთით: ან უნდა შესრულდეს მოთხოვნა, ან უნდა დაიწვას მინიმუმ 1 მანქანა და ჩაიმტვრეს შუშები. სხვანაირად ყველაფერი არის შალვა ნათელაშვილობა. მეტი კი არაფრისათვის ჰყავთ შალვა ნაცებს: ამასხარავებინებენ ყველაფერ სერიოზულს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტი კი არაფრისათვის ჰყავთ შალვა ნაცებს: ამასხარავებინებენ ყველაფერ სერიოზულს

გაგიგოს შალვამ , განახებს მასხარაობას...:))

 

 

დეპრეს რა სურათებია ეს რა არის? რამე სპეც ეფექტია ,ახალი მოდაა??:D

 

 

 

კარგია და ძალიან მიხარია ხალხი რო მივიდა,,

სოლიდარობა თუ გვიშველის მხოლოდ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სურათებს ამით იღებდით?

http://s017.radikal.ru/i401/1203/51/ef0e5070b787.jpg

:D

სულ სამი სურათი რატოა, მეხი დაეცა ფოტოგრაფს? თუ მართლა პლიონკით იღებდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ სამი სურათი რატოა, მეხი დაეცა ფოტოგრაფს?

:))

მეხი კი არა ახალი მოდაა..ეს სტილია ეხლა მოდაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკეთესი ორგანიზებაა საჭირო

მე რომ გავიგე უკვე გვიან იყო თორემ წავიდოდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

 

მეხსიერების ბარათი არ მაქვს მობზე , პლიუს 0.3 პიქსელიანია

 

 

სოსო ქიმერიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით ხაშურის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა .

ხაშურის ცენტრალურ მოედანზე სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წევრი 20-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გამოუძიებელი საქმეები საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს.

ახალგაზრდების თქმით, ფაქტია, რომ სოსო ქიმერიძე პოლიციის ხელში გარდაიცვალა და მათ არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის, რომლის თანახმად, ქიმერიძე კიბეზე დაგორდა.

დღევანდელ აქციას ჰქონდა თეატრალიზებული სახე. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები პოლიციის შენობასთან მივიდნენ სასტვენებით და მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. გარდა ამისა, მათ პოლიციის შენობასთან იმღერეს გადაკეთებული პოლიციის ჰიმნი, შემდეგი სიტყვებით: "პრეზიდენტო, მე პირობა მომიცია, გემსახურო უსამართლო ბრძოლაში. სისტემისთვის თავს გაწირავს პოლიცია, ხალხი მუდამ უნდა იყოს კომაში. შიში გვმართებს რეჟიმის, სახეზეა შედეგი. თუ შენც არ გაჩუმდები, შენ იქნები შემდეგი".

როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ეს სიტყვები ასახავს რეალობას და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სოსო ქიმერიძის მდგომარეობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პრეზიდენტო, მე პირობა მომიცია, გემსახურო უსამართლო ბრძოლაში. სისტემისთვის თავს გაწირავს პოლიცია, ხალხი მუდამ უნდა იყოს კომაში. შიში გვმართებს რეჟიმის, სახეზეა შედეგი. თუ შენც არ გაჩუმდები, შენ იქნები შემდეგი"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

:bushti:

 

"პრეზიდენტო, მე პირობა მომიცია,

გემსახურო უსამართლო ბრძოლაში.

სისტემისთვის თავს გაწირავს პოლიცია,

ხალხი მუდამ უნდა იყოს კომაში.

 

შიში გვმართებს რეჟიმის,

სახეზეა შედეგი.

თუ შენც არ გაჩუმდები,

შენ იქნები შემდეგი".

 

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/15084-soso-qimeridzis-saqmis-gamodziebis-mothkhovnith-saprotesto-aqcia-gaimartha.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ლექსი გაიჩითა :) უცხო თვალით, პოლიცია მაგარი ტიპები არიან, და ესენი ეწუწუნებიან. ვეღარ ისწავლა ამ ხალხმა, რომ მოწინააღმდეგეზე ის კი არ უნდა იძახო, რომ ძლიერები არიან, გვჩაგრავენ, უსამართლოდ გვაჩმორებენ... ეს მათ რეიტინგზე დადებითად მოქმედებს, ვერ ხვდებით? ადამიანებს მოწონთ ძლიერები. რატომ მოგწონთ ბარსელონა, მანჩესტერი, ლივერპული, რეალი, მილანი, ... და რატომ არ მოგწონთ გორის დილა, ხომ ქართულია? ტოტალიზატორში სტავკას ვისზე დადებ, გორის დილაზე თუ მილანზე? ასეა ყველაფერში. ჯობია მჩაგვრელის იმიჯი გქონდეს, თუ გინდა რომ ხალხი შენსკენ იყოს, ვიდრე დაჩაგრულის. დაჩაგრული უბრალოდ შეეცოდება ხალხს, მაგრამ სტავკას ძლიერზე დადებს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...