ძუკუ Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 წყარო "რეზონანსი" 29/02.2012გუშინ ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი 48 წლის სოსო ქიმერიძე სახლში მკვდარი მოიყვანეს.როგორც შ.ს.ს-ს პრესამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი აცხადებს ის კიბეებზე დაგორდა და გარდაიცვალა.გარდაცვლილის შვილს კი პოლიციელებმა უთხრეს რომ დავკითხეთ(მიზეზი სოფელში დაკარგული არყის გამოსახდელი ქვაბი იყო) და გავუშვითო.ის კი მესამე სართულიდან გადმოხტაო.ბატონო Saturn თქვენ აცხადებდით ეხლა ხომ აღარ ცვივიან შ.შ.ს-დან ხალხიო,ადრე რამოდენიმე შემთხვევა იყო,როცა დენის დარტყმიდან გარდაიცვალნემ,ამ შემთხვევაში კი კიბეებზე გორდებიან,ან ფანჯრიდან ხტებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 ძუკუ,ადრე რამოდენიმე შემთხვევა იყო,როცა დენის დარტყმიდან გარდაიცვალნემ,ამ შემთხვევაში კი კიბეებზე გორდებიან,ან ფანჯრიდან ხტებიან. ზოგიერთი თურმე სუნთქვას აჩერებს და ისე იკლავს თავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 სიმრთლეც რომ იყოს ეს ფაქტი, უკვე ამათი არაფერი არ მჯერა, განსაკუთრებით მოდელირებული ქრონიკის შემდეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 29, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 შსს მოქალაქე სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 10:57 29-02-2012 http://www.interpressnews.ge/ge/../pictures/image4/48878b35e2e5284d9ef0f4eb69846c10.jpg შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაშურში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს . შსს-ს განცხადებით, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში.მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ.გუშინ, პარლამენტში გამართული დებატებისას გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში, პატიმრების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, მკვლელობაში დაადანაშაულა და ერთ-ერთ ფაქტად სოსო ქიმერიძის გარდაცვალება დაასახელა."ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა: "ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია", – განაცხადა ცაგარეიშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 რა კიბე იყო ისეთი... უნდა შეაკეთონ, თორემ კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება გადმოვარდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 და შევარდნაძის დროს შსს რას ამბობდა, აღიარებდა რო გადმოვაგდეთო? ეს ის შსს არის არა გირგვლიანის მკვლელების დაჭერა რომ არ უნდოდა და ტელევიზიამ, რომ გახეთქა საქმე და იძულებულები გახდნენ, რომ დაეჭირათ სადისტი მკვლელები, მაგრამ მალევე რომ გაუშვეს. ეს ის შსს არის არა რომლის თანამშრომლები ქუჩაში მარშირებენ და სკანდირებენ ოპოზიციას რა ..... და მიშა, მიშას ყვირიან ბოლო ხმაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 ეხლა სატურნი მოვა და მეტყვის აი მანქანებს რო აღარ იპარავენო. გეგონება პოლიცია მარტო ხალხის საწამებლად და დასაშინებლად არის და თუ მანქანის ქურდობა აღკვეთა ეს უკვე ექსტრა ბონუსია მათი მხრიდან და სულ მადლობები უნდა ვუხადო. ხელფასს გაძლევენ რომ მანქანის ქურდობა აღკვეთო და თან არ აწამო ხალხი, პირიქით დაიცვა. მანქანის ქურდობა ხო აღარ არის და ამდაგვარების ძახილი იგივეა მასწავლებელმა შვილი რომ გაგილახოს, მათემატიკა, ფიზიკა, ბოტანიკა, გეოგრაფია არ ასწავლოს და თან დაგაყვედროს შენ შვილს "აი ია" ხომ ვასწავლე რა გინდა მერეო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 არ მოვა სატურნი, რა უნდა თქვას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 29, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 georgekh13მოვა,მოვა და იტყვის რა ენა შემაჩვიეთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 georgekh13მოვა,მოვა და იტყვის რა ენა შემაჩვიეთო.თუ ადამიანების რამე გამეგება, არ მოვა ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 ძუკუ ზდრასტი მიშა და გუშინ ვნახე ეს ფეისბუკზე.რა გითხრა და დღევანდელი პოლიციელები(უმეტესობა) არიან ბეზპრიდელშიკები,რომლებსაც ყველანი ერთ ადგილზე ჰკიდიათ თავისი ბოსების გარდა.დედებს დავეცი მე მაგათთსას და იმათსასაც ვისაც ეს ჩემი ნათქვამი ეწყინებათ. ეს იმის ბრალია,რომ მაგარი ტვინგაყინული სასტავი მუშაობს მაგ ორგანოში და უფროსების მითითებებს ზედმიწევრით ასრულებენ.უმეტეს შემთხვევაში თავის „გამოსაჩენად“ გადამეტებულადაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 მოგესალმებით ჩემო ფორუმელებო მომენატრეთ გუშინ გამოვედი გლდანის ციხიდან . 23 დღიანი ჯოჯოხეთი გამოვიარე, თუ ვინმეა აქ ბატონ ბიძინას წარმომადგენელი მზად ვარ შევხდე და ავუხსნა იქაური ქართველი ბიჭებისმდგომარეობა და გარემო, არ იციან დედებმა მისი შვილები რა გარემოში არიან, რეებს გვიშვებოდნენ. მორალურად და ფიზიკურ დეგრადაციაში ვართ ყველა ვინც ციხეში ვართ... აღმაშფოთებელი და სერიოზული ფაქტები მინდა გავახმაურო, ციხიდან რო გამოვდიოდი გაფრთხილებული ვიყავი ზედმეტი სიტყვა და სიმართლე რო მელაპარაკა ისევ იქ მოვხდებოდი, მაგრამ მზად ვარ გავწირო ჩემი სიცოცხლე იმ ათასობით ადამიანის გადასარჩენად! რამოდენიმე ტომი დაიწერება თუ რა ხდება იქ და რატომ არ აქცევს ამას ყურადღებას არავინ, ვიყავი პატიმარი, უკანონოდ დაჭერილი. რეები გამოვიარე მეგობრებო თქვენ არც კი დაგესიზმრებათ. ველოდები გამოხმაურებას ბატონ ბიძინას მხრიდან, რომ მოვახსენო სიმართლე. გვფარავდეს უფალი! ეს პოსტი იქითა ფორუმიდან არის(რატომ მაქვს ბანი?)და ნახეთ ეს ტვინგაყინული მიშისტები რა კუთხით წაიყვანენ ამ თემას?ციხეში ხდება საშინელებები და ამ კაცის ნათქვამიდან არ ვამბობ ამას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 29, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 lasha1997დიტოს სალამი.ნიკის ჩასმა კი ვისწავლე,მაგრამ აი ციტირებას ვერ ვაკეთებ.მოვნიშნავ,მონიშნულის ციტირებას ვაკეთებ და არაფერი არ გამოდის.არც ციტირებით,რა უნდა ვქნა ვინმემ ხომ არ იცის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 ნიკის ჩასმა კი ვისწავლე,მაგრამ აი ციტირებას ვერ ვაკეთებ.მოვნიშნავ,მონიშნულის ციტირებას ვაკეთებ და არაფერი არ გამოდის.არც ციტირებით,რა უნდა ვქნა ვინმემ ხომ არ იცის რომ მონიშნავ, "მონიშნულის ციტირებას" დააჭირე და ჩაისმება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 29, 2012 (edited) მოგესალმებით ჩემო ფორუმელებო მომენატრეთ გუშინ გამოვედი გლდანის ციხიდან . 23 დღიანი ჯოჯოხეთი გამოვიარე, თუ ვინმეა აქ ბატონ ბიძინას წარმომადგენელი მზად ვარ შევხდე და ავუხსნა იქაური ქართველი ბიჭებისმდგომარეობა და გარემო, არ იციან დედებმა მისი შვილები რა გარემოში არიან, რეებს გვიშვებოდნენ. მორალურად და ფიზიკურ დეგრადაციაში ვართ ყველა ვინც ციხეში ვართ... აღმაშფოთებელი და სერიოზული ფაქტები მინდა გავახმაურო, ციხიდან რო გამოვდიოდი გაფრთხილებული ვიყავი ზედმეტი სიტყვა და სიმართლე რო მელაპარაკა ისევ იქ მოვხდებოდი, მაგრამ მზად ვარ გავწირო ჩემი სიცოცხლე იმ ათასობით ადამიანის გადასარჩენად! რამოდენიმე ტომი დაიწერება თუ რა ხდება იქ და რატომ არ აქცევს ამას ყურადღებას არავინ, ვიყავი პატიმარი, უკანონოდ დაჭერილი. რეები გამოვიარე მეგობრებო თქვენ არც კი დაგესიზმრებათ. ველოდები გამოხმაურებას ბატონ ბიძინას მხრიდან, რომ მოვახსენო სიმართლე. გვფარავდეს უფალი!თუ ტვინი აქვს ივანიშვილს, ეგეთი რამეები არ უნდა ჭამოს. სულ სიაფანდია, რაც მანდ წერია. ვაფშე მგონია, რომ არც არავინ მჯდარა, უბრალოდ, შემოაგდეს თავად მიშისტებმა, რომ სალაპარაკო იყოს მერე, აი რა სირობები ხდება ბიძინისტების გარშემოო. თუ არ გჯერათ, აი დარდი, მაგრამ მე ლიჩნად ეგეთ სისულელეებს არ ვჭამ. ეგ რომ სიმართლე ყოფილიყო, ზაპროსტო შეეძლო პირდაპირ მისულიყო ივანიშვილთან (მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ჟურნალისტთან), რა საჭირო იყო ამ პოსტის გამოცხობა ფორუმზე პ.ს. თემას რაც შეეხება, ალბათ ცემეს და ამ გაწევ–გამოწევაში დააგორეს, არ ეგონათ რომ მოკვდებოდა Edited February 29, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.