Nukriko Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 პრეზიდენტ კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გაზეთ «კომსომოლსკაია პრავდას» ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სულ ახლახან ნიუ იორკში ბჟეზინსკის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში სახელწოდებით «სტრატეგიული ხედვა: ამერიკა და გლობალური ძლიერების კრიზისი» ზბიგნევ ბჟეზინსკი იმაზე წერს, რაც მას თანამედროვე მსოფლიოში აშფოთებს. – თქვენს წიგნში აპოკალიფსურ სურათს ხატავთ, რომლის მიხედვითაც ამერიკა ეკონომიკურ ვარდნასთან ერთად პოლიტიკურ უძლურებასა და სტრატეგიულ იზოლაციაშია, მაშინ, როცა ჩინეთი ისტორიულ ნახტომს აკეთებს. – მართლაც, თუ ამერიკა განაგრძობს დაქვეითებას საშინაო პოლიტიკაში და გაუაზრებელ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება, მისი დაისი გარდაუვალია. თუმცა საბოლოო ჯამში მოგებული ჩინეთი როდი აღმოჩნდება. გაიმარჯვებს ქაოსი. ჩემი აზრით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო არენაზე ვერ გამოჩნდება ზესახელმწიფო, რომელიც უკანასკნელი წლების ამერიკას შეედრება, ვინაიდან მსოფლიოში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სიმძლავრე, ძალა, გავლენა გარდაუვალად ინაცვლებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. საჭიროა გონივრული კომპრომისის მიღწევა. თუ ამას ვერ შევძლებთ, მსოფლიო ქაოსი გველის, რომლის იქით შეიძლება საკაცობრიო ცივილიზაციის დასასრულიც იყოს. – მაინც რატომ კარგავს ასე სწრაფად მსოფლიოში მიმზიდველობას ამერიკა? იქნებ იმიტომ, რომ ამერიკამ საკუთარ თავზე «მსოფლიო ჟანდარმის» ფუნქცია აიღო? – იმას ვერ ვიტყვით, რომ ამერიკა სრულიად არაპოპულარულია მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ შემოგვეხარჯა უნიკალური კრედიტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოგვანიჭა. არადა, 90-იანი წლების დასაწყისში ხომ თითქმის ყველა პოლიტოლოგი ერთხმად ამბობდა, რომ მსოფლიოში ამერიკის უდავო დომინირება იწყება. ჩვენ გვქონდა საშუალება, დაგვეწყო მსოფლიოს გარდაქმნა, მაგრამ შედეგად კიდევ უფრო რთული და მშფოთვარე ვითარება მივიღეთ, ვიდრე მანამდე. – მიზეზი რა არის? – ჯერ ერთი, მხედველობაში უნდა მივიღოთ გლობალური პოლიტიკური გამოღვიძების ფენომენი. მანამდე არასოდეს ასე ღიად ხალხებს არ გამოუხატავთ საკუთარი პოლიტიკური თვითშეგნება და პოლიტიკური მისწრაფებები. ამან მსოფლიო რთულად სამართავი გახადა. მეორეც, დასავლეთის დომინირების ფენომენმა არსებობა შეწყვიტა. ყველაფერი ხომ შუა საუკუნეებში, ესპანეთის, როგორც მსოფლიო იმპერიის აღმავლობით დაიწყო, რომელიც საფრანგეთმა შეცვალა, მას ბრიტანეთი მოჰყვა და ბოლოს და ბოლოს, არენაზე ჩვენ, ამერიკელები გამოვჩნდით, თუმცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეტად სამწუხარო მოვლენები მოხდა. პირველ რიგში, ამერიკამ საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ განვითარებას არ მიაქცია სათანადო ყურადღება. ჩვენ დავუშვით, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობა გაღრმავებულიყო. თუ 1990 წელს საწარმოთა დირექტორების ხელფასები 70-ჯერ მეტი იყო საშუალო ამერიკელის ხელფასზე, ახლა ეს განსხვავება 325-ჯერაა გაზრდილი. ამით საზოგადოებაში სამართლიანობა გაითელა, ეს კი სტაბილური სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჩვენ ისეთი ფინანსური სისტემა განვავითარეთ, როდესაც უზარმაზარი ტრანზაქციები სრულიად უკონტროლოდ ხორციელდება მთელ მსოფლიოში, რასაც წარმოუდგენელ სპეკულაციებამდე და ერთეულების უზომო გამდიდრებამდე მივყავართ. ჩვენ მივუშვით ინფრასტრუქტურა: ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა, რადგან მათში ინვესტირებას არ ვახდენთ. ჩვენ ომებს ვაწარმოებთ, ოღონდ საკუთარი ბიუჯეტიდან კი არ ვაფინანსებთ, არამედ გაუთავებელ სესხებს ვიღებთ, რამაც გადახდისუუნარო მოვალედ გვაქცია. შიდა სირთულეები საგარეოპოლიტიკურ პრობლემებთან ურთიერთქმედებს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ ზომიერების გრძნობა და მორიდება დავკარგეთ. ჩვენი წინა პრეზიდენტი (მხედველობაში ჰყავს ჯორჯ ბუშ-უმცროსი) ცდილობდა, თავი ემართლებინა ფრაზით: «ღმერთმა აირჩია ამერიკა მთელი მსოფლიოს ბელადად»! გაითვალისწინეთ, რომ ეს მსოფლიო ბევრად უფრო რთული გახდა. – თქვენი თანამემამულეებისგან გვსმენია, რომ გამოთქმა «ამერიკული ოცნება» ცარიელ სიტყვებად იქცა. – ამერიკა ყოველთვის იყო შესაძლებლობათა ქვეყანა და ყველა თაობას ჰქონდა იმედი, რომ მამების თაობაზე უკეთესად იცხოვრებდა, მაგრამ სულ ახლახან ეს პროცესი დამუხრუჭდა. დღეს, მაგალითად, საშუალო ევროპელს მეტი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებასა და კარიერაში, ვიდრე ამერიკელს. – ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამერიკის საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაზე გადადის: სწავლა ფასიანი ხდება, მცირდება სავალდებულო საგნების სია, უმაღლესში ჩასაბარებლად ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება... – თქვენ ამერიკისთვის მეტად მტკივნეულ თემას შეეხეთ. ძალიან მაწუხებს განათლების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ჩვენ დემოკრატია ვართ, რომელიც რთულ სამყაროში გადარჩენას ლამობს გონივრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით. მაგრამ ეს იმ პირობით არის შესაძლებელი, თუ ქვეყნის მოსახლეობა გონიერი და ჯანსაღად მოაზროვნეა. სხვაგვარად ჩვენ წინაშე მდგომ ამოცანებს ვერ გადავჭრით. უნდა ვაღიარო, რომ ამერიკელი ხალხი უვიცია. მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს გარე სამყაროზე. ჩვენს სახელმწიფო სკოლებში არ არის საგანი «მსოფლიო ისტორია». ჩვენ ბავშვებს ამერიკის პატრიოტულ ისტორიას ვასწავლით, სინამდვილეში კი ეს შელამაზებული «საშობაო» ისტორიაა, რომელიც შორს არის წარსულის რთული და წინააღმდეგობრივი რეალიებისგან. მაგალითად ავიღოთ, თუნდაც დამოკიდებულება ამერიკის მკვიდრ მოსახლეობასთან – ინდიელებთან. როგორი საწყენიც უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ეთნიკური წმენდები «კანონის სახელით» სწორედ ამერიკულ მიწაზე მოხდა! ათასობით ინდიელი აყარეს საკუთარი მიწებიდან პრეზიდენტ ჯეკსონის დროს... გეოგრაფია ავიღოთ. ჩვენ მას არ ვასწავლით! ამერიკული კოლეჯების ახლანდელი აბიტურიენტების 52%-ს არ შეუძლია რუკაზე გაჩვენოთ, სად მდებარეობს ნიუ იორკი. 2003-2010 წლებში უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთა 70%-ს რუკაზე ერაყის პოვნა არ შეეძლო, ეს კი ის ქვეყანაა, რომელშიც ვომობდით! ერთხელ მომავალ სტუდენტებს შესთავაზეს რუკაზე ცისფრად დატანილი ტერიტორიის იდენტიფიცირება. მათგან 30% ვერ მიხვდა, რომ ეს წყნარი ოკეანე იყო! თქვენ გეღიმებათ, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. აქედან მოდის ამერიკელების დიდი ნაწილის მეტისმეტად მსუბუქი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი. თანაც, როგორი სახით სთავაზობენ საერთაშორისო პრობლემატიკას საჯარო დისკუსიებში? ზედაპირულად, შავ-თეთრ ტონებში, დემაგოგიის პრევალირებით. – მოძრაობას «დაიკავე უოლ სტრიტი» როგორ შეაფასებთ? – ემოციურ დონეზე მათ მიმართ სიმპატიები მაქვს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ეს მოძრაობა ობიექტური შედეგია თანამედროვე საზოგადოებაში პოლიტიკური და სოციალური იდეების პოლარიზაციისა, სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შეჯახებისა. შესაძლოა, ეს ჩინებული სიგნალია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეისმინოს... მაგრამ საკითხავია: რა საჭიროა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება სიცივეში კარვებში ღამისთევით? თანაც, მათი გამოსვლები უმართავ სოციალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს. და ის, რაც გასული წლის აგვისტოში ლონდონში მოხდა, – მასობრივი უწესრიგობა, დარბევები, მაროდიორობა, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა, თვალნათლივ აჩვენებს უპასუხისმგებლობას და უკონტროლო სისასტიკეს, რომელშიც მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება გადაიზარდოს. და მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ უნდა ნახოს საკუთარ თავში ძალა, რათა არ გამოიყენოს რეპრესიული ზომები ამ მოძრაობის მონაწილეთა მიმართ. – 2007 წელს თქვენ მხარი დაუჭირეთ ბარაკ ობამას წამოყენებას პრეზიდენტის პოსტზე. ამბობენ, რომ თქვენ ახლა მისი საიდუმლო მრჩეველი ხართ საგარეო პოლიტიკის საკითხებში. – ეს ასე არ არის. მე დროდადრო საშუალება მაქვს, ამა თუ იმ პრობლემაზე ჩემი შეხედულება გავაცნო, მაგრამ, თუ ეს ყოველდღიურად, რეგულარულად არ ხდება, თუ არ არის კამათი მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ პრეზიდენტზე ზეგავლენას, თქვენ სრულად ვერ აკონტროლებთ სიტუაციას. თუმცა ობამა ჭკვიანი კაცია და მშვენივრად ერკვევა, რა რას ნიშნავს. – როგორია, თქვენი აზრით, იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკამ უახლოეს ხანებში ირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყოს? – ირანი სერიოზული პრობლემაა, რომლის გადასაწყვეტად ბრძნული მიდგომაა საჭირო. უბრალოდ, ომში ჩათრევა არაგონივრულია, განსაკუთრებით, ავღანეთში ათწლიანი სამხედრო მოქმედებების გამოცდილების მიღების შემდეგ, მით უმეტეს, რომ ამგვარი ომის შედეგების განჭვრეტა რთულია. დღევანდელი ომები ამერიკას არცთუ იაფი უჯდება. ჩვენ მოვახერხეთ ნაცისტურ გერმანიაზე და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვება ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა არმიასთან ერთად, რა თქმა უნდა... თალიბანთან ახლანდელი ომი, უკვე ათი წელია, მიმდინარეობს და სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო არ უჩანს. რამდენი წელი დასჭირდა ერაყის გაწმენდას? თუმცა იქ ახლაც არ არის სიმშვიდე. – როგორ აფასებთ სიტუაციას თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ? – სიტუაცია გადაულახავი არ არის და შეკავებას ექვემდებარება. 40 წლის განმავლობაში, «ცივი ომის» დროს ჩვენ საბჭოთა კავშირთან ბირთვული შეკავების პოლიტიკას ვატარებდით, ვაკავებდით ჩინეთსაც «უკანასკნელი არგუმენტის» გამოყენებისგან. არ მინდა დაწვრილებით დაკონკრეტება, მაგრამ მე მევალებოდა აშშ-ის პრეზიდენტის პასუხის კოორდინირება ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ერთხელ თანაშემწემ, რომელსაც გენერლის ჩინი ჰქონდა, გამაღვიძა და მითხრა, რომ ბირთვული შეტევა დაიწყო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან გონს მოსვლა და ყურადღების მოკრეფა გამიჭირდა. ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფებოდა, 20 წუთში დაიღუპებოდა. მთელი ჩემი გონება ამ ფაქტის გაცნობიერებისკენ იყო მიმართული. შემდეგ კი სიმშვიდის საოცარი გრძნობა მოვიდა: მორჩა, ეს დასასრულია ყველასთვის და, საითაც ჩვენ მივემართებით, ჩვენი მტერიც იქ აღმოჩნდება... საბედნიეროდ, ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა. დღეს ამერიკა ახერხებს ირანის ბირთვული ამბიციების შეკავებას იმის მუქარით, რომ პარალიზების ძალის მქონე პასუხი იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღებთ საჯარო ვალდებულებას, როგორიც ევროპაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად ავიღეთ, მაშინ ნებისმიერი მუქარა ირანის მხრიდან (მის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისა და ახლო აღმოსავლეთში _ ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მიმართ მისი შემდგომი გამოყენების შემთხვევაში) აშშ-ის მიერ განხილული იქნება როგორც შეტევა თავად აშშ-ზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ბირთვული იარაღის პოტენციური ფლობა წონადი მიზეზია, რის გამოც ამერიკა წინდახედული უნდა იყოს, სანამ ამ რეგიონში ომს წამოიწყებს. ამგვარ ომებს გამარჯვებული არა ჰყავს. არ ღირს ილუზიების ტყვეობაში ყოფნა. – თქვენ ამერიკელი პოლიტოლოგი ხართ, რომლის სპეციალიზაცია, უკვე ექვსი ათეული წელია, რუსეთია. როგორ ხედავთ მის აწმყოსა და მომავალს? – ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ მიდის. შეუძლებელია, არ აღინიშნოს თქვენთან სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების დაწყება. ოპოზიცია საკუთარ თავს ინტერნაციონალურ საშუალო კლასს აკუთვნებს, რომელიც ფინანსურად საკმარისად დამოუკიდებელია, რათა საზღვარგარეთ იაროს და იქ განათლება მიიღოს. იგი გრძნობს საკუთარ ნათესაობას ევროპულ კულტურასთან და თავს დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს. ამერიკის ამოცანაა, დაეხმაროს მათ ამაში. არ შეიძლება პარალელისთვის უკრაინა არ გაიხსენო. იქაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. მართებული იქნება, თუკი უკრაინა, რომელიც დასავლეთისკენ მიილტვის და ამავე დროს ახლოსაა რუსეთთან, მისი ანტაგონისტი კი არ გახდება, არამედ მასაც იმავე მიმართულებით წაიყვანს. თუ ამერიკა საკმარის სიბრძნეს გამოიჩენს, მაშინ შემდგომი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიო მნიშვნელოვან ცვლილებებს დაინახავს დედამიწის ამ ნაწილში. მათი შედარება გასული საუკუნის 90-იან წლებთან იქნება შესაძლებელი, როცა სრულიად მოულოდნელად შობის დამდეგს საბჭოთა კავშირი დაინგრა. http://www.presage.tv/?m=digest&AID=10208 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2012 იმენა პიტალოა რა იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, გრეჩიხას არ უთქვამს მაგდენი. თუმცა, ერთ რამეს მართალს ამბობს:უნდა ვაღიარო, რომ ამერიკელი ხალხი უვიცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 DonCaredo მაოცებ რა, ბჟეჟინსკი პიტალოა და მაჰმუდა ჭკვიანი? აჰმედინეჯადის საუბარი თუ მოგისმენია? ვინც ირანული იცის ყველა აღნიშნავს, რომ აჰმედინეჯადის ლაპარაკი არის საპოჟნიკის საუბარი და ყველა დასცინის ვინც კი ვიცი ირანელი.იდეები აქვს ექსტრემისტული და საუბარი ბლატნოი-შეჩემანალა-იდინახუის დონის, სოფლური აქცენტით. ზოგადად არის სამარცხვინო პიროვნება. ბჟეჟინსკის ეგ სტატია კი ნამდვილად საინტერესოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 (edited) იმენა პიტალოა რა იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, გრეჩიხას არ უთქვამს მაგდენი. თუმცა, ერთ რამეს მართალს ამბობს:კაცო, დედის ფათახი დაახურა ამერიკას მეტი რა ქნას, მე პირადად გაკვირვებული ვარ, არც მალავენ თუ ვინ არიან და რა სურთ Edited February 26, 2012 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 მართლაც, თუ ამერიკა განაგრძობს დაქვეითებას საშინაო პოლიტიკაში და გაუაზრებელ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება, მისი დაისი გარდაუვალია. თუმცა საბოლოო ჯამში მოგებული ჩინეთი როდი აღმოჩნდება. გაიმარჯვებს ქაოსი. ჩემი აზრით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო არენაზე ვერ გამოჩნდება ზესახელმწიფო, რომელიც უკანასკნელი წლების ამერიკას შეედრება, ვინაიდან მსოფლიოში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სიმძლავრე, ძალა, გავლენა გარდაუვალად ინაცვლებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. საჭიროა გონივრული კომპრომისის მიღწევა. თუ ამას ვერ შევძლებთ, მსოფლიო ქაოსი გველის, რომლის იქით შეიძლება საკაცობრიო ცივილიზაციის დასასრულიც იყოს. საოცარი გულახდილობაა, ხოდა ვისი ბრალია ეს?ბბჟეზინსკის ამერიკის და ამერიკული სისტემის აპოლოგეტია და ამასთან ერთად ხედავს იმ კრიზისს რაც მისი სახელმწიფოს ქმედებამ გამოიწვია, უცნაურია, ერთგვარი გაორება აქვს ამ ადამიანს, ამერიკა ვერ იქნება ამერიკა თუკი ის არ იქნება მტაცებელი, არადა, მტაცებლური პოლიტიკა თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, სად დაუშვეს შეცდომა?შეცდომა იქ დაუშვეს როდესაც ჩინეთის გაძლიერება დაიწყეს, არაა, ბებია მაგათისა ჩინეთი ამერიკული ინვესტიციების გარეშე გაძლიერდა რა,იიფიქრეს რომ იაფი მუშახელი, დაცული ინვესტიციები, ისინი იმუშვებენ, შექმნიან პროდუქტს რომელიც ჩვენი იქნებაო, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე, ჩინეთი გადის კონტროლიდან, სიხარბემ დაავიწყეთ ის საფრთხე რომელიც ელოდათ, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 ვახ,ვერაფერი ვერ გავუგე ამ ახალ კონსტრუქციას.ვერც სახელი როგორ ჩავსვა და ვერც მონიშნულის ციტირება.მოვნიშნავ, დავაწერ მონიშნულის ციტირებას,ან უბრალოდ ციტირებას,ხვიშტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 ვახ,ვერაფერი ვერ გავუგე ამ ახალ კონსტრუქციას.ვერც სახელი როგორ ჩავსვა და ვერც მონიშნულის ციტირება.მოვნიშნავ, დავაწერ მონიშნულის ციტირებას,ან უბრალოდ ციტირებას,ხვიშტი. ადამიანის ავატარის თავზე არის Insert Nick ეს არის სახელის ჩასარჭობად და ტექსტს რომ მონიშნავ მარჯვნივ ქვემოთ არის "Quote selected text" და ამის მიჭერით მონიშნულს ჩასვამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 ტაშიიძალიან მარტივია ყველაფერი.ოდნავ მიჩვევა უნდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 26, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 ხაზარ-მასონური დღესასწაულები,ე.წ. ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი 1910 წელს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ერთ ერთ მასონურ-სოციალისტურ ყრილობაზე დადგინდა ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი.1917 წლის ხაზარ-მასონების მართვადი რუსეთის სახელმწიფო გადატრიალების (ე.წ. 1917 წლის "რევოლუციების") გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მხარდაჭერის მიზნით ხალხმრავალი გამოსვლები გახდა.ამ აზრის შემომტანი და თავგამოდებული მხარდამჭერი იყო კლარა ცეტკინი.http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/1f/Zetkin_luxemburg1910.jpgკლარა ცეტკინი და როზა ლუქსებურგი 1910 წელიკლარა ეისნერი (ისრაელიტ, შეყვარებული ოსიფ ცეტკინის (რუსეთიდან) გვარი მოგვიანებით აიღო, Clara Zetkin) დაიბადა გერმანიაში საქსონიის მიწაზე სოფელ ვიდერაუში 1857 წლის 5 ივლისს. კლარა ხაზარი. უწესო ("უკანონო") კავშირიდან ოსეფ ცეტკინთან კლარას ეყოლა 2 ბიჭი.ოსიფ ცეტკინი გარდაიცვალა 1899 წელს, იმავე წელს კლარა ეისნერი (ცეტკინი) ქორწინდება 18 !!! წლით უმცროს ფრიდრიხ ზუნდელზე.კლარა ცეტკინი გარდაიცვალა 1933 წლის 20 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და დასაფლავებულია კრემლის კედელში. რატომ მაინცდამაინც 8 მარტი და არა რომელიმე სხვა თვე ან რიცხვი?იმ დროს სახელმწიფო გადატრიალებების ("რევოლუციების") ტალღამ გადაუარა ევროპის მრავალ ქვეყანას და ამ რევოლუციების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამეფოების დამხობა მთელ მსოფლიოში. (მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა რუსეთის სამეფო-იმპერია რადგან ეს იყო ყველაზე დიდი სახელმწიფო.)ამ შეთქმულების მოთავეთა 100% იყვნენ ხაზარები.(მათ შორის 8 მარტის წამომწყები კლარა ცეტკინიც)მიუხედავად იმისა რომ "ხზაზრ-მასონ-რევოლუციონერები" მთელ მსოფლიოში გაიძახდნენ ღმერთი არ არსებობსო, თვითონ ეს თავკაცები ღრმად მორწმუნენი იყვნენ.(როგორი იყო მათი სარწმუნოება, ამჯერად არ დავიწყებ მათი სარწმუნოებრივი ცდომილებებისა და გადახრების შესახებ საუბარს).ისინი თითქმის ყველა ხაზარულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მაგრამ ხალხისთვის დაფარული სახით.არის კი 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე?რათქმაუნდა არა. სინამდვილეში ეს არის ეშმაკისეული ("რევოლუციონერი") ქალის დღე.რატომ?????????რატომ და შემდეგი მიზეზის გამო.დღემდის ხაზარებში აღინიშნება დღესასწაული სახელწოდებით "პურიმი" ეს არის ზეიმი როდესაც ხაზარები ერთმანეთს უმასპინძლდებიან ტკბილეულით, სხვა ტკბილი ნაწარმით რომელსაც "ამანის ყურები"ჰქვია და ულოცავენ ერთმანეთს რაღაცას. კერძოდ კი იმას რაც მოიმოქმედა ბიბლიურმა ესთერმა.ესთერი სპარსეთის მეფის ცოლი იყო, თუმცა ხაზარი.მოკლედ ესთერმა გააკეთა ისე რომ ამანი და მისი 10 შვილი ჩამოახრჩობინა და ამის გარდა 75000 კაცი მოაკვლევინა.(ჭეშმარიტად პირველი "რევოლუციონერი" ქალი).(ჭეშმარიტად პირველი "რევოლუციონერი" ქალი)http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/59/Clz.jpg/508px-Clz.jpgდღესასწაულ 8 მარტის დამაარსებელი კლარაამ ამბავს უკავშირდება ე.წ. ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ხაზარ-მასონ-კომუნისტ კლარა ცეტკინის მცდელობითაა დააარსებული. გამოყენებულია "ინკვიზიტორის" წერილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 დაჩი ხო ეხლა 8 მარტიც აღარ გვაღირსოთ, ძუკუნიკის გვერდით აწერია -ნიკის ჩასმა და მაგით უნდა ჩასვა ნიკი..მონიშნულის ციტირებაც იგივეა რაც ადრე იყო , უბრალოდ ეხლა გვერდზე გადაიწია მაგ ღილაკმა ..ჯერ ის თქვი რომელ ბრაუზერს ხმარობ? ჩემთანაც ეგრე იყო მაგრამ გასწორდა, ეხლა ქრომშიც კარგად მუშაობს და ექსპლორერშიც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 ეგვიპტეში ასამართლებენ ამერიკელებს, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 2012/02/27http://geurasia.org/wp-content/uploads/2012/03/4_1665.jpgეგვიპტელებმა აშშ-ის დროშა დაწვეს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაიწყო სასამართლო განხილვა, ე.წ. "არასამთავრობო ჯგუფების", რომლებიც ჯაშუშობასა და ძირგამომთხრელ საქმეში არიან მხილებულნი. სასმართლოს წინაშე წარსდგებიან 43 ე.წ. "ადამიანის უდლებების დამცველი", ამათგან რამდენია აშშ-ის ჯაშუში, უცნობია. ერთერთი საცნობარო წყარო იუწყება, რომ ეჭვმიტანილებში სულ მცირე, 16 აშშ-ის მოქალაქეა. ზოგი ცნობა 19 აშშ-ის მოქალაქესაც ასახელებს. ბრალდებულებს შორის აგრეთვე არიან ეგვიპტელი, გერმანელი, სერბი, ნორვეგიის, იორდანიის და პალესტინის მოქალაქენი. მათ ბრალი ედებათ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ეგვიპტის წინააღმდეგ, ისინი ფულს ღებულობდნენ უცხოეთიდან, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლებიდან. ეს აურზაური პირდაპირ მიანიშნებს, მიზანმიმართულ ეგვიპტის არევას, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ეგვიპტე-აშშ-ის 30 წლიან ურთიერთობას. ამჟამად გაურკვეველია, გამოცხადდებიან ბრალდებული ამერიკელები სასამართლოზე თუ არა. 7 ბრალდებული ამერიკელი უკვე გაიქცა ეგვიპტიდან, სხვები კი, მათ შორის აშშ-ის "ტრანსპორტის მინისტრი" -ს შვილი სემ ლოხუდი დაიმალა აშშ-ის საელჩოში, ეგვიპტეში. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ჯაშუშებს ემუქრებათ 6 წლიანი პატიმრობა. ე.წ. "არასამთავრო ჯგუფების" სასამართლო დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში. თავიდან ეგვიპტის საგანგებო სამთავრობო ჯგუფმა დაადანაშაულა, 17 ადგილობივი და უცხოური ე.წ. "ადამიანის უფლებების დამცველი" ჯგუფი, დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათი დანაშაული ეხებოდა ეგვიპტში ხელოვნურად არეულობის გამოწვევა, რომელიც აშშ-დან იმართებოდა. ამ არეულობის მომწობნი მჭიდრო კავშიში იყვნენ აშშ-ის "რესპუბლიკურ" და "დემოკრატიულ" პარტიებთან, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) და ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტი (NDI), ასევე საერთაშორისო ცენტრი ურნალისტებისათვის (ICFJ), "თავისუფლების სახლი" (Freedom House) და კონრად ადენაუერის სახელობის, გერმანიის ფონდი. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წელს ე.წ. "არასამთავრობო ჯგუფებმა" მიიღეს ფული უცხოეთიდან, 49 მილიონ დოლარამდე. "არასამთავრობო ჯგუფების" ძირგამომთხრელი საქმიანობის გახმაურებამ გამოიწვია ეგვიპტელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც გამოწვეულია უცხოელების უხეში ჩარევით ეგვიპტის საშინაო საქმეებში. ეგვიპტის სასამართლომ ბრალი დასდო იმ გარედან მართვად ჯგუფებს, რომლებიც თითქოსდა ცდილობენ ე.წ. "დემოკრატი"-ის გავრცელებას ეგვიპტეში, რომლებიც იმართებიან აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამსახურის, ისრაელის "მოსადი" მიერ. ეგვიპტის უშიშროების სამსახურის მიერ გამოვლინდა, რომ ეს ძირგამომთხრელი ჯგუფები ცდილობდნენ სახელმწიფო მმართველობის შეცვლას, აშშ-ის და ისრაელის სასარგებლოდ. 2011 წლის დეკემბერში, ეგვიპტეში უცხოეთიდან მართვადი "არასამთავრობო ჯგუფების" სამყოფები გაიჩხრიკა სამართალდამცავები მიერ, რამაც აშშ-ის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს ეგვიპტის ხელისუფლების შეშინებას (სესხის მიცემის შეწყვეტა) და აშშ-ის ჯაშუშებისათვის ბრალდების მოხსნას ითხოვს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ ეგვიპტის ხელისუფლების დაშინებას, გადარწმუნებას. ამ მიზნით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი მარტინ დემპსი და სენატორი ჯონ მაკკეინი კაიროში შეხვდნენ ეგვიპტის ხელისუფალთ. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2-ჯერ შეხვდა ეგვიპტის ელჩს მუჰამედ ამროს, მაგრამ უშედეგოდ.«Российская газета» დასკვანა: როგორც ხედავთ, დამპყრობი აშშ-ის მაონური ხელისუფლება ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ხერხით, იგივე სახელწოდების ჯაშუშური ჯგუფები გამოყენებით, ცდილობენ სახელმწიფოების დაპყრობა-მართვას. საქართველოშივც იგივე ხელწერით მოქმედებენ. დროა გამოვფხიზლდეთ და დამპყრობნი საქართველოდან გავაძევოთ, როგორც თამოყვარე ერს შეშვენის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.