Jump to content
Planeta.Ge

პუტინის მორიგი გამოხტომა


Recommended Posts

ვლადიმერ პუტინი - ამერიკელები ქართული არმიის გადაიარაღებით შეცდომას უშვებენ

09:54 23-02-2012

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით აშშ-ის ქმედებას შეცდომას უწოდებს და თბილისს აფრთხილებს, განმეორებითი აგრესიისგან თავი შეიკავოს.

"რია ნოვოსტის"ცნობით, ამის შესახებ პუტინმა შეიარაღებული ძალების დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან შეხვედრაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამართულ ამერიკა-საქართველოს სამიტზე თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

[b]"მე მაგიდასთან არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ. თუმცა ალბათ, ჩვენებიდან იქ ვინმე იქნებოდა და მოგვიყვება. [/b]ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. მათთან ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებ, ქართულ მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ ქმედებას მოჰყვა, უკვალოდ არ ჩაივლის და ეს იარაღი ახალი აგრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული არ იქნება",- განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მსჯელობს არა გავრცელებულ ინფორმაციაზე, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე დაყრდნობით, რომელიც არა მხოლოდ საგარეო დაზვერვას, არამედ გრუ-ს არაერთხელ გამოუვლენია.

"ხომალდების გადაადგილება, ტვირთების მოცულობა, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად კონტროლდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით. რამდენიმე ასეთი მაგალითი დღესაც მიჩვენეს. აშშ-მა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისთანავე ქართული არმიის გადაიარაღება დაიწყო. ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. შეიარაღების მიწოდება ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, გარდაუვლად ყველგან და ყოველთვის უბიძგებს და ახალისებს მას აგრესიული ქმედებებისკენ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ამერიკელები სერიოზულ შეცდომას უშვებენ.

 

აქ ახალი არაფერი არაა,ერთი და იგივე ფირფიტას ატრიალებენ,თუმცა გამოყოფილი ფრაზაა ძალიან საინტერესო.

ან ობამას გარემოცვაში ყავთ ვინმე,ან მიშას.

ხომ არ იცით მიშას ვინ ახლდა მოლაპარაკებებზე?პატარა ვერას გამოვრიცხავ,მაგას მაგდენი ჭკუა არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა ალბათ, ჩვენებიდან იქ ვინმე იქნებოდა და მოგვიყვება

 

ნახევარზე მეტი, სულ მაგათი არ არის?

 

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს.

 

თუ ფორუმზე მიშისტების ღლიცინი პუტინზე აგრესიაა, მაშინ ხოოოოოოო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნები მოდის რუსეთში და იქაც ავტორიტარი ბანდიტები იგივე რიტორიკას იყენებენ.

მტერი 40 კილომეტრშია ვოვა ავირჩიოთო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ხომალდების გადაადგილება, ტვირთების მოცულობა, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად კონტროლდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით. რამდენიმე ასეთი მაგალითი დღესაც მიჩვენეს. აშშ-მა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისთანავე ქართული არმიის გადაიარაღება დაიწყო. ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. შეიარაღების მიწოდება ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, გარდაუვლად ყველგან და ყოველთვის უბიძგებს და ახალისებს მას აგრესიული ქმედებებისკენ", - განაცხადა პუტინმა

წყალი მოაქვთ მაგ გემებით :ფორუმ.გეელი ოპოზიციონერი:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხდება სატურნ ბატონო,ვოვოჩკასი გჯერათ? :givi:

არა, ამერიკელები რომ გვეხმარებიან იმისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარჩევნო ჩვეულებრივი და ტრივიალური პროპაგანდისტული რეჩი

 

ნეტა ერთი ვის სჯერა ამ დამპალი პოლიტიკოსების

ძალიანაც კარგად იციან რა ქაქიც ჭამეს აქაც და იქაც 2008-ში

 

იბლატაონ ეხლა , ნეტა ვის სჯერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

მითუმეტეს თუ მაგის გჯერა ალბათ შენც მეთანხმები, რომ ჩვენ ისევე ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, როგორც ესტონელები და გადავირჩიოთ მთავრობა არჩევნებით და თურქმენების და უზბეკების მეთოდი დავიწუნოთ, ვინაიდან რუსებისგან თავის დასაცავად ეს უფრო წარმატებული მეთოდია.

 

ხომ მეთანხმები სატურნ?

ხომა არ გინდა, რომ თურქმენბაშივით მიშამ მართოს ეს ქვეყანა სანამ არ ჩაძაღლდება?

თუ რუსულ-თურქმენულ მოდელს უჭერ მხარს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...