Jump to content
Planeta.Ge

წმინდა სული - რა არის ის?


Recommended Posts

"ქრისტიანული" ეკლესიების დოგმატური სწავლება "სამების" შესახებ ეკლესიების მიერ შეთხზული დოგმატებიდან ერთერთს წარმოადგენს. სინამდვილეში, ბიბლიის თანახმად, ღმერთი "სამება" არაა, მაგრამ ზოგ მორწმუნეს მაინც სწამს ეკლესიის სამღვდელოების მიერ მოგონილი სწავლებების, რომ ღმერთი თითქოსდა "სამებაა" და რომ თითქოსდა წმინდა სული "სამების" მესამე პირს წამროადგენს და ამავდროს ღმერთს.

ქვემოთ განთავსებული სტატია, რომელიც კითხვა პასუხის სტილშია დაწერილი, მკითხველს დაეხმარება ამ საკითხის ობიექტურად განხილვაში და იმის დანახვაში რომ წმინდა სული არ წარმოადგენს ღმერთს, არამედ ის არის ღვთის ძალა:

 

http://s58.radikal.ru/i160/1202/53/d83b4c492062.jpg

 

http://s50.radikal.ru/i130/1202/4c/5c3ce37222f6.jpg

 

http://s41.radikal.ru/i093/1202/d4/68c6c20d7f14.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მომკალით და ამაზე მსჯელობა. მაპატიეთ ყველა კონფესიის მორწმუნეებო. :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორეს მხრივ, ახალ აღქმაში პირდაპირ წერია სამებაზე , თუ მეშლება რამე?

newstudio

ახალ აღთქმაში სიტყვა "სამება" არსად წერია. :) უფრო მეტსაც გეტყვი, სამების დოგმატი, რა ფორმითაც დღეს დღეობით ისწავლება ნამდვილი ქრისტიანობისგან განდგომილი ე.წ."ქრისტიანული" ეკლესიების მიერ, საუკუნეების შემდეგ ჩამოაყალიბეს კათოლიკე და მართლმადიდებელმა მღვდლებმა ნიკეის კრებაზე და მას შემდგომ. ასე რომ წმინდა სული, სამების მესამე ჰიპოსტასი (პირი) კი არაა, არამედ ღვთის ძალაა.ზემოთ რომ დავდე სტატია, კარგად ხსნის წმინდა სულის რაობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; მათე 28:19
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ფანატიზმი და სიბრიყვე არაფრით სჯობია შენსას და პირიქით... :brr: :brr: :brr: Edited by soliaris641
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; მათე 28:19

Nukriko

 

დაწერილის აღქმის პრობლემა ხომ არ გაქვს შემთხვევით? აბა კარგად წაიკითხე რა მივწერე ნიუსტუდიოს:

 

ახალ აღთქმაში სიტყვა "სამება" არსად წერია. :) უფრო მეტსაც გეტყვი, სამების დოგმატი, რა ფორმითაც დღეს დღეობით ისწავლება ნამდვილი ქრისტიანობისგან განდგომილი ე.წ."ქრისტიანული" ეკლესიების მიერ, საუკუნეების შემდეგ ჩამოაყალიბეს კათოლიკე და მართლმადიდებელმა მღვდლებმა ნიკეის კრებაზე და მას შემდგომ. ასე რომ წმინდა სული, სამების მესამე ჰიპოსტასი (პირი) კი არაა, არამედ ღვთის ძალაა.ზემოთ რომ დავდე სტატია, კარგად ხსნის წმინდა სულის რაობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

დაწერილის აღქმის პრობლემა ხომ არ გაქვს შემთხვევით?

როგორც ვატყობ ზრდილობის პრობლემები გაგაჩნია.

 

ამის გარდა აშკარად სხვა რელიგიის რწმენა-წარმოდგენები ძალიან გაწუხებს, როგორც ჩანს :D სამებასთან მებრძოლო! :D

 

 

რაც შეეხება სამებას

 

წმინდა იოანე დამასკელი ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ:

 

ამრიგად, ეს ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადეამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?

 

ჩვენი ბუნება წარმავალია და ადვილად დაშლადი. ამიტომ, ჩვენი სიტყვაც უგვამოვნოა. მაგრამ ღმერთი მარადმყოფია და სრული, რის გამოც აქვს მას თავისი სატყვა, - სრული და გვამოვნებითი, მარადმყოფი და ცოცხალი ანუ ყოველივე იმის მქონე, რაც მშობელს აქვს. ამასთან, როგორც ჩვენეული სიტყვა გამოდის გონებისგან და არც მთლად უიგივდება გონებას, არც ყოვლითურთ სხვაა, რადგან არის რა გონებისგან, სხვა არის მისგან, მაგრამ, ამასთან, არის რა იმავე გონების საჩინომყოფელი, მისგან ყოვლითურთ განსხვავებული როდია, არამედ ბუნებით ერთია მასთან, მაგრამ მდგომარეობით სხვა არის მისგან, - მსგავსადვე, ღვთის სიტყვაც თავისეული გვამოვნებითობით განეყოფა მას, ვისგანაც გვამოვნება აქვს, მაგრამ რადგანაც თავის თავში ავლენს იგი ყველაფერს იმას, რაც ღვთის შესახებ განიჭვრიტება, ამიტომ ბუნებით იგივეა მასთან. ასე რომ, როგორც მამის მიმართ განიჭვრიტება ყველაფერში სისრულე, ამგვარადვე განიჭვრიტება ეს სისრულე მისგან შობილი სიტყვის მიმართაც.

 

 

წმინდა იოანე დამასკელი სულიწმინდის შესახებ:

 

საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს. თვით ჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სული (სუნთქვა) უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკლულოვანი არ შეიძლება იყოს. ამასთან, უღვთოება იქნებოდა იმგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ.

 

ისევე, როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ არა უგვამოვნო სიტყვას, არცთუ სწავლის გზით შეთვისებულს ანდა ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში განბევადსა და დაშლადს, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე, განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ცხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვად როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდაბლდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც, არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი გამაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში, და - არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი; არცთუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ, სიტყვის მსგავსად, გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონეა, არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაპკლებია მამას სიტყვა, არცთუ სიტყვას - სული.

 

ამგვარად, ერთი მხრივ, ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცთური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან ნარჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისგან - ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი - მარტოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა.

 

თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან, ერთი მხრივ, სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობსა: „უკუნისამდე, უფალო, ჰგიეს შენი სიტყვა ცაში“ (ფს. 118,89); კიდევ: „მოავლინა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფს. 106,20), ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე ჰგიეს იგი; მეორე მხრივ, სულის შესახებ იგივე დავითი ამბობს, გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან“ (ფს103,30), კიდევ: „უფლის სიტყვით ცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით - ყოველი ძალა მათი“ (ფს. 32,4); ასევე, იობი ამბობს: „საღვთო სული - შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლისმპყრობლისა - შემამტკიცებელი ჩემი“ (იობ. 33,4). ამგვარი სული, - მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი, - არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენად უნდა გავიაზროთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ზრდილობის კი არა, აღქმის პრობლემა ნამდვილად გაქვს რადგან ისიც კი ვერ აღიქვი რა დავწერე. დამდგარხარ ათეისტი კაცი და ვიღაც მღვდის ნაბოდვარს მიკოპირებ. :) თან ისეთ ნაბოდვარს არაფრად რომ არ გამოდგიბე ამ თემაში. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოპი პეისტი მაგრად გისწავლია არაბიბლიური ღვთაება "სამების" თაყვანისმცემელი მართლმადიდებლად წოდებული ხალხისგან, მაგრამ აბა ერთი ამიხსენი შემდეგი:

 

 

მათეს 3:16,17-ში ჩაწერილს თუ ისე განვიხილავთ, როგორც „სამების“ დოგმატით ისწავლება, მაშინ გამოდის, რომ „სამების“ (სამპიროვანი ღმერთის) ერთმა იპოსტასმა (პირმა) თავისი ბუნების ე.წ. „განუყოფელი“ "ერთარსი" და "თანაარსი" მესამე იპოსტასი გააგზავნა მეორე იპოსტასთან. :) თუ ასეა, როგორღა გამოდიან ერთარსნი, თანაარსნი და განუყოფელნი, როცა ერთმა, გააგზავნე მესამე, მეორესთან? :D ლოგიკა გაგითავდათ?

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღაც მღვდის ნაბოდვარს

 

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას;

 

Saturn

იოანე დამასკელი არის წმინდანი - მაგრამ ჩემთვის თეოლოგია, საკმაოდ ჭკვიანი თავის დროისთვის (ქრისტიანობაში ანტიკური ფილოსოფიის შემტანთა ერთ-ერთი წარმომადგენელი) - ხოლო წმინდანის შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

იოანე დამასკელი ჩემთვის არც წმინდანია და არც ლოცვის ობიექტი. როცა მას ან ვინმე სხვა საეკლესიო ან რელიგიურ პირს ვიღაცად მოვიხსენიებ, არ ნიშნავს რომ მას შეურაცხოფას ვაყენებ. მოეშვი ტაკიმასხარულ ინტრიგანობას. შეურაცხყოფა იცი რა არის? აი ეს სიტყვები, რომელიც კაი ხანია დაიწერა და პატრონი არ ჰყავს ამ ფორუმს რომ განყოფილების წესების უხეშ დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს. აი რა არის შეურაცხყოფა: "ნუ წუწუნებ თორემ გლანდებამდეც ჩეგიყვან შე იეღოველო პრასტიტუტკა." ეს კი ბმული სადაც დაიწერა: http://planeta.ge/index.php?showtopic=40680&st=285 255-ე პოსტია.

 

ასე რომ როცა ხედავ ამ თემაში ხმას ვერ იღებ და არგუმენტების ნატამალიც კი არ გაგაჩნია, ინტრიგანობის ნაცვლად, წიგნი გადაშალო და გაერკვე ჯობია. თუ არადა პოსტები წაიკითხე და ნელნელა ისწავლი რომ სამება არაა ბიბლიური სწავლება და რომ სულიწმინდა პიროვნება კი არა, ღვთის ძალაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
სამების დოგმატი რომ სრული მარაზმია ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რაც შეეხება სულიწმინდის ძალად წარმოჩენას ეს ასეა უპიროვნო ძალაა ასე ვთქვათ ენერგია, მაგრამ აქვე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი ეს ძალა გონიერია და ყოველივე მისით შეიქმნა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო მეტ ნიკს თუ შექმნი და დაეთანხმები საკუთარ თავს, უფრო დამაჯერებელი იქნება :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...