ძუკუ Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 lasha_aloახლა თვითონ ჭირდებათ იასნია სად აქვთ დასარიგებელი ხმები.თანაც ისინი ვის ხმებს დააჯდებიან,კიდევ საკითხავია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2012 lasha_alo იასნია სად აქვთ დასარიგებელი ხმები.თანაც ისინი ვის ხმებს დააჯდებიან,კიდევ საკითხავია.თუკი ურნებში არ ჩაუყრიან ნაციონალები გაყალბებულ ბიულეტინებს და თუკი თავიანთ აქტივისტებს არ დაავალებენ მათთვის ხმის მიცემას,არა მგონია მათ 1% მეტი აიღონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 Siknadmoალბათ დღეს ან ხვალ გამოჩნდება ნაცების მათ მიმართ პოზიცია.პადოშას ფრაქცია ეშლებს და ასლანიჩებმა თქვეს რომ მათ დეპუტატს ათხოვებენ,მაგრამ ამავე დროს ხურციძე რომ გარიცხეს უმრავლესობიდან თარგამაძის უმცირესობასაც შეექნმა საფრთხე.მოკლედ არეული სიტუაციაა.ვეფხვაძემ ეს ყველაფერი ნაცების და ბიძინას ერთობლივ"პროისკებს" დააბრალა. ვნახოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 ეხლა ნუ ახურებთ. ერთი თემაა რომ პოლიტიკური პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის მოწმეები ვართ ( ადამიანთა სხეულით ვაჭრობა ) მაგრამ მეორეა რომ ამით ქდმ-ს ხელისუფლების თამაშის დაბრალება სრულიად ალოგიკურია. რა თქმა უნდა რომ თამაშობს და ვირთხა თარგამაძე ბოკერიას გოშიაა, მაგრამ მეორეა რომ ამ საქციელით ეს არანაირად არ იშიფრება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 კობა კურდღელაშვილმა ბიუროს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე მიმართა 14:51 13-02-2012 საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კობა კურდღელაშვილმა პარლამენტის ბიუროს ფრაქციის " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვების შესახებ უკვე მიმართა. კობა კურდღელაშვილის განცხადებაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". განცხადებაში დეპუტატი სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კასპის მაჟორიტარმა კობა კურდღელაშვილმა უმრავლესობა დატოვა. ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, კურდღელაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს ჰქონდა საუბარი და კასპის მაჟორიტარმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება უმრავლესობის გარეთ ურჩევნიაამასთან, "ქრისტიან-დემოკრატი", პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ კასპის მაჟორიტარ დეპუტატ კობა კურდღელაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მისი საპარლამენტო უმცირესობაში გადასვლის შესახებ.თუმცა ვეფხვაძე ჯერ არ ადასტურებს, რომ კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. direეხლა თქვენ გჯერათ რომ კასპის მაჟორიტარი უცებტოვებს უმრავლესობას და ასლანიჩებთან მიდის.ეხლა ბიძინასთან რომ გადასულიყო კიდევ ვიფიქრებდი რომ მათში მომავალ ხელისუფლებას ხედავს და ტოვებს გემს რომელიც იძირება.აგერ მისი შრომითი ბიოგრაფია:შრომითი საქმიანობა: 1998 – 2007 – საქართველოს ჭიდაობის "სამბოს" ფედერაციის პრეზიდენტი. 1992 – 2008 – სხვადასხვა კომერციული სტრუქტურები. … 06/2008 - საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი. საერთოდ მაჟორიტარებად ფულიან ხალხს წარმოადგენდნენ,და "სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში" ფულით იშოვა ასეთი კაცი წავა ხელისუფლების წინააღმდეგ?ტოჟე მნე უშიშარი რაინდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 კობა კურდღელაშვილმა ბიუროს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე მიმართა 14:51 13-02-2012 საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კობა კურდღელაშვილმა პარლამენტის ბიუროს ფრაქციის " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვების შესახებ უკვე მიმართა. კობა კურდღელაშვილის განცხადებაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". განცხადებაში დეპუტატი სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კასპის მაჟორიტარმა კობა კურდღელაშვილმა უმრავლესობა დატოვა. ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, კურდღელაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს ჰქონდა საუბარი და კასპის მაჟორიტარმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება უმრავლესობის გარეთ ურჩევნიაამასთან, "ქრისტიან-დემოკრატი", პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ კასპის მაჟორიტარ დეპუტატ კობა კურდღელაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მისი საპარლამენტო უმცირესობაში გადასვლის შესახებ.თუმცა ვეფხვაძე ჯერ არ ადასტურებს, რომ კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. direეხლა თქვენ გჯერათ რომ კასპის მაჟორიტარი უცებტოვებს უმრავლესობას და ასლანიჩებთან მიდის.ეხლა ბიძინასთან რომ გადასულიყო კიდევ ვიფიქრებდი რომ მათში მომავალ ხელისუფლებას ხედავს და ტოვებს გემს რომელიც იძირება.აგერ მისი შრომითი ბიოგრაფია:შრომითი საქმიანობა: 1998 – 2007 – საქართველოს ჭიდაობის "სამბოს" ფედერაციის პრეზიდენტი. 1992 – 2008 – სხვადასხვა კომერციული სტრუქტურები. … 06/2008 - საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი. საერთოდ მაჟორიტარებად ფულიან ხალხს წარმოადგენდნენ,და "სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში" ფულით იშოვა ასეთი კაცი წავა ხელისუფლების წინააღმდეგ?ტოჟე მნე უშიშარი რაინდი. მიშა როგორა ხართ? ამ ორი დღის წინ ფორუმ.გე-ზე გავიხუმრე რაღაც და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ეხლა გათიშულია ის ფორუმი და მერე თუ გამახსენდა დავლინკავ იმ ხუმრობას. ქდმ-დან პადოშასთვის კაცის თხოვებაზე რომ იყო საუბარი - თუ დასჭირდათ, ბოლოს ნაცმოძრაობა ათხოვებს კაცს თქო და აჰა. ნეტა ხელისუფლების მხარდამჭერები ამის გამო სულ ცოტა სირცხვილს და უფრო კი შეურაცხყოფას არ გრძნობენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 ქდმმ თორთლაძეს კაცი ათხოვა ძაან მაგარი სათაური აქვს თემას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 analginმიშა როგორა ხართ?იკას მხურვალე სალამი.laciქდმმ თორთლაძეს კაცი ათხოვა ძაან მაგარი სათაური აქვს თემასეხლა ცოტა შეიცვალა,ჯერ ნაცები ათხოვებენ თარგამაძეს ჯაცს,მერე ისინი პადოშას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 ქდმმ თორთლაძეს კაცი ათხოვა კაცები გადამალეთ! პიდარასტები მოდიან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 აჰა: http://forum.ge/?showtopic=34355026&view=findpost&p=29651473 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 საპარლამენტო უმცირესობა შენარჩუნებულია 16:07 13-02-2012 საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შენარჩუნებულია. უმცირესობა შეინარჩუნა უმრავლესობიდან წასულმა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კურდღელაშვილმა, რომელიც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" გაერთიანდა. საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, კობა კურდღელაშვილმა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.საპარლამენტო უმცირესობა დაშლის საფრთხის წინაშე ორჯერ დადგა. გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უმცირესობაში შემავალი ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" რიგები დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და უმცირესობის გარეთ მყოფ ფარქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაწევრიანდა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, უმცირესობას ქმნიან ფრაქციები და მათდამი მიმხრობილი დეპუტატები. იმის გამო, რომ "ძლიერი საქართველოს" დაშლის შემდეგ უმცირესობაში მხოლოდ ერთი ფარქცია - "ქრისტიან-დემოკრატები" რჩებოდა, უმცირესობის დაშლის საფრთხე შეიქმნა. მეორე დღესვე, "ქრისტიან-დემოკრატებმა" მათი ფრაქციის წევრის, რატი მაისურაძის "ძლიერი საქართველოსთვის" მიცემის გადაწყვეტილება მიიღეს და ამით საპარლამენტო უმცირესობა დაშლას უნდა გადარჩენილიყო. თუმცა, შაბათსვე, საპარლამენტო უმრავლესობამ მათი რიგებიდან დეპუტატ ბეჟან ხურციძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო და დღის მეორე ნახევრისთვის საპარლამენტო უმცირესობას საფრთხე უკვე დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე შეექმნა. კერძოდ, უმცირესობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ნახევარზე მეტი. უმცირესობაში კი, რომან მარსაგიშვილის გია თორთლაძის ფრაქციიდან ("ძლიერი საქართველო") წასვლის შემდეგ, 12 დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ უმრავლესობის გარეთ, ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ, 24 დეპუტატი აღმოჩნდა, უმცირესობის შესაქმნელად საჭირო იყო 12+1 დეპუტატის არსებობა. შესაბამისად, შაბათს, დღის მეორე ნახევარში საპარლამენტო უმცირესობას არსებობისთვის ერთი დეპუტატი აკლდებოდა. იმავდროულად, "ქრისტიან-დემოკრატებმა" გააკეთეს განცხადება, რომ რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უმრავლესობის წევრ რამდენიმე მაჟორიტართან და ფორსმაჟორის გამო მოლაპარაკებებს დააჩქარებდნენ. მოლაპარაკებები დაჩქარდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობიდან კასპის მაჟორიტარი დეპუტატის წასვლის შესახებ პირველი განცხადება უმრავლესობამ გააკეთა. ბიუროს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე კი, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სწორედ კობა კურდღელაშვილი იყო და მან უკვე მიმართა მათ უმცირესობაში გაწევრიანების თხოვნით და თანხმობაც მიიღო.კობა კურდღელაშვილი ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" შევა, თუმცა იმავდროულად, "ქრისტიან-დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრი რატი მაისურაძე, ფარქციაში "ძლიერი საქართველო" დარჩება. კობა კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლის შემდეგ, უმცირესობაში დეპუტატთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია და, შესაბამისად, პარლამენტში უმცირესობა შენარჩუნებულია. ამაზე ფილმი "ქეთო და კოტე" მახსენდება,თავადი ლევანი რომ ამბობს:იყიდე გაყიდე რა ქარვასლაა..სწორედ რომ ქარვასლაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 (edited) ეხლა ამერიკელებს მოვუყევი და გაიგუდნენ ხარხარით, ანეგდოტია რა. ეს ფაქტი რამე კომედიაშია გადასაღები. "ოპერაცია წმინდა იანუარიის" სტილის მაქინაციაა. მიშა კიდე სუფთა კოლმეურნეობის თავმჯდომარეა. Edited February 13, 2012 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.