Jump to content
Planeta.Ge

ირანი ამერიკას ემუქრება


Recommended Posts

Siknadmo

ჩინეთის გაძლიერებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამერიკასა და ინგლისს

ჰო და მაგას ვიძახი მეც რომ ჩინელებთან დიალოგი შესაძლებელია, მშრომელი და შეგნებული გაწონასწორებული ხალხია ძალიან ჭკვიანი და ფანატიზმის გარეშე, ღირსებისა და მოვალეობის გრძნობით ამიტომაც დაეხმარა აშშ და ამიტომაც გააჩნია ატომური იარაღი და თან აქ საქართველოში და არც სადმე სხვაგან არავინ ნერვიულობს ჩინეთი რომ ფლობს ამ იარაღს, აი ირანელებთან დიალოგი შეუძლებელია. ქვეყანაში სადაც ჯადოქრობისთვის სიკვდილით სჯიან და თუ მრწამს შეიცვლის მოქალაქე ქვეყნიდან აძევენებ, რომელ დემოკრატიულ პრინციპებზეა საუბარი? ერთი დიდი ღობე უნდა შემოაკრა გარს და საგიჟეთი დააწერო 40 გრადუს სიცხეში რომ ჩადრიდან თვალების მეტი არაფერი უჩანთ და სანამ კაცები საუზმეს არ მოათავებენ ქალს რომ საჭმლის ჭამა ეკრძალება ესეთი ყაიდის ქვეყანა არ არის ღირსი ასეთი დონის ნდობის გამოცხადებისა.

 

Anima Libera

სიუჟეტის შინაარსი დაიდოს. ან იხურება.

ლინკი გახსენი და დევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ჰო და მაგას ვიძახი მეც რომ ჩინელებთან დიალოგი შესაძლებელია, მშრომელი და შეგნებული გაწონასწორებული ხალხია ძალიან ჭკვიანი და ფანატიზმის გარეშე, ღირსებისა და მოვალეობის გრძნობით ამიტომაც დაეხმარა აშშ და ამიტომაც გააჩნია ატომური იარაღი და თან აქ საქართველოში და არც სადმე სხვაგან არავინ ნერვიულობს ჩინეთი რომ ფლობს ამ იარაღს, აი ირანელებთან დიალოგი შეუძლებელია. ქვეყანაში სადაც ჯადოქრობისთვის სიკვდილით სჯიან და თუ მრწამს შეიცვლის მოქალაქე ქვეყნიდან აძევენებ, რომელ დემოკრატიულ პრინციპებზეა საუბარი? ერთი დიდი ღობე უნდა შემოაკრა გარს და საგიჟეთი დააწერო 40 გრადუს სიცხეში რომ ჩადრიდან თვალების მეტი არაფერი უჩანთ და სანამ კაცები საუზმეს არ მოათავებენ ქალს რომ საჭმლის ჭამა ეკრძალება ესეთი ყაიდის ქვეყანა არ არის ღირსი ასეთი დონის ნდობის გამოცხადებისა.

 

 

თავის დროზე ანგლოსაქსებმა დააფინანსეს რუსი ბოლშევიკები (არ ვგულისხმობ ლენინის დაჯგუფებას), შემდეგ ნაციონალ სოციალისტები გერმანიაში, არის ამის დოკუმენტები

სხვათა შორის ჯორჯ ბუშის ბაბუა აქტიურად თანამშრომლობდა ნაცისტებთან, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროსაც კი არ შეწყვეტილა

ეს თანამშრომლობა, ამერიკამ დაფინანსა ასევე ტერორისტული ჯგუფები ავღანეთში და ალ კაიდას შექმნაშიც მიუძღვის წვლილი,

იტალიაში მოქმედი ერთ დროს ძლიერი ტერორისტული ჯგუფის წითელი ბრიგადების შესახებ თუ გსმენია?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

ჩინელებთან დიალოგი შესაძლებელია, მშრომელი და შეგნებული გაწონასწორებული ხალხია ძალიან ჭკვიანი და ფანატიზმის გარეშე, ღირსებისა და მოვალეობის გრძნობით ამიტომაც დაეხმარა აშშ და ამიტომაც გააჩნია ატომური იარაღი და თან აქ საქართველოში და არც სადმე სხვაგან არავინ ნერვიულობს ჩინეთი რომ ფლობს ამ იარაღს
ატომური იარაღი ჩინეთს ამერიკელების დახმარებით არ გაუკეთებია :D, ატომური ბომბი ჩინელებმა შექმნეს ჯერ კიდევ 1964 წელს, მაო ძედუნის მმართლელობის პერიოდში. იმდროინდელ ჩინეთზე გაწონასწორებულის თქმა ცოტა გადაჭარბებულია და რაც შეეხება ფანატიზმს :D, ხალხმა ბეღურები გაწყვიტა ქვეყანაში კულტურული რევოლუციის დროს და პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად რომ ანადგურებდნენ მგონი ყველასათვის ცნობილია.

ასე რომ ყველა ხალხს აქვს გასულელების პერიოდი, რომელიც უმეტესწილად მმართველი ელიტის დამსახურებაა.

ირანი, როგორც ქვეყანა ერთ ერთი უძველესია მსოფლიოში ყველაზე ძველი თუ არა და ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ ჯობია.

ირანთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უფრო ჩვენს ინტერესებშია ვიდრე ირანის. :)

არავინ ატომის ბომბს ჩვენ არ გვესვრის თუ ჭკუით ვიქნებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ატომური იარაღი ჩინეთს ამერიკელების დახმარებით არ გაუკეთებია

დააციტირე აბა ჩემი პოსტი სადაც მიწერია რომ აშშ-ს დახმარებით გააკეთეს?

დახმარება სხვადასხვა სახისაა, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური.

ეკონომიკურ დახმარებაზე დაფინანსებაზე მქონდა საუბარი.

ატომური ბომბი ჩინელებმა შექმნეს ჯერ კიდევ 1964 წელს, მაო ძედუნის მმართლელობის პერიოდში.

რატომ გგონია რომ ეს ყველაფერი არ ვიცი მიცნობ?

იმდროინდელ ჩინეთზე გაწონასწორებულის თქმა ცოტა გადაჭარბებულია და რაც შეეხება ფანატიზმს

იმ დროისთვის არსებობდა საპირწონე სისტემა სახელად საბჭოთა კავშირი რომელიც პირველი შეაკავებდა ჩინეთის აგრესიას იმ შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე ექსცესს ექნებოდა ადგილი, იმ დროისთვის ჩინეთი მიუხედავად იმისა რომ კომუნისტური მმართველობის რეჟიმის მქონე რესპუბლიკა იყო #1 საფრთხეს პირველ რიგში საბჭოთა კავშირისთვის წარმოადგენდა, ვინაიდან მათ ხელისუფალთ ცოტა განსხვავებული ხედვები და გეგმები ქონდათ, მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს ამხანაგ სტალინთან მიღებაზე იყო ჩინეთის რესპუბლიკის კომ პარტიის დამფუძნებლები ჩენ დუსიუსი და ლი ლისანი მათ ამხანაგ სტალინს შესთავაზეს ასეთი რამ:

ჩინეთის კომ რესპუბლიკა შევიდოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმ შემთხვევაში თუ სტალინის გარდაცვალების შემთხვევაში საბჭოთა კავშირს სათავეში ჩაუდგებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი ლიდერი მაო ძედუნი . სტალინმა წიხლის კვრით გაყარა კაბინეტიდან ორივე და მაოს გადასცა ტაკუნები დაეყენებინა.

 

ასე რომ ყველა ხალხს აქვს გასულელების პერიოდი, რომელიც უმეტესწილად მმართველი ელიტის დამსახურებაა.

ძალიან გთხოვ მე–20 საუკუნის მსოფლიოს 21–საუკუნის მსოფლიოს ნუ ადარებ იმ დროს არა მარტო ჩინეთი არამედ მთელი ევროპა, იაპონია, კორეა, საბჭოთა კავშირი და აშშ–ც გადაგვარების ზღვარზე იყო. ძალიან მძიმე საუკუნე იყო. სიტყვა დემოკრატიას მხოლოდ ბერძნულ ლექსიკონებში თუ ამოიკითხავდი.

ირანი, როგორც ქვეყანა ერთ ერთი უძველესია მსოფლიოში ყველაზე ძველი თუ არა და ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ ჯობია.

ისტორია დაგავიწყდა თუ შეგახსენო? გგონია არ გაიმეორებენ იმას რასაც ათასწლეულების განმავლობაში გვიკეთებდნენ? ირანს რომ საშუალება მისცე სასომხეთსა და საქართველოს 2 კვირაში საკუთარ გუბერნიებად გამოაცხადებს ჰაა ჰაა შეიძლება აზერბაიჯანს შეღავათი მიცეს, რა გინდა რუსეთმა და ირანმა გაწიწკნონ შუაზე საქართველო? სააკაშვილზე დაბოღმილობით შეიძლება ადამიანმა რელიგიურ ფანატიკოსებს დაუჭიროს მხარი?

საშიშია მაგათ ხელში ატომური შეიარაღება ეს გაიგე, მარტო ირანის ხელში კი არა ზოგადად მუსლიმანური სახელმწიფოების ხელში, იქ სადაც ქვეყნის კონსტიტუციას ხალხის ნება კი არა შარიათი აყალიბებს როგორ გინდა რომ დემოკრატიულ პრინციპებზე ისაუბრო?

ირანთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უფრო ჩვენს ინტერესებშია ვიდრე ირანის

გეთანხმები არის, მაგრამ შენ იცი ირანის ხელისუფლების სამომავლო გეგმები? რუსეთს კიდია, რუსეთს აქვს გარანტიები რომ ირანი მას ვერაფერს დაუშავებს და გინდაც გადაწყვიტოს დაშავება გაუმკლავდება, ჩვენ გვააქვს ამის გარანტიები? ჰაერში გამოკიდებული მეკავშირეების გარეშე დარჩენილი ქვეყანა რომ ვართ რა ვერ ხვდებით? მტრებით გარემოცვილი?

არავინ ატომის ბომბს ჩვენ არ გვესვრის თუ ჭკუით ვიქნებით.

ატომურ ბომბს საქართველოზე არავინ არ გააფუჭებს, მითუმეტეს გვერდით რუსეთია, რად გვინდა ატომური ბომბი, ირანის ავიაციას გავუმკლავდებით? მაღალი სიქუსტის რაკეტასაც არ გაიმეტებენ ჩვენთვის, ორ ტაშტს ააფრენენ და მშვიდობით საქართველოვ.

 

Siknadmo

თავის დროზე ანგლოსაქსებმა დააფინანსეს რუსი ბოლშევიკები

მე–19 მე–20 საუკუნეებში სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და იმ დროს საჭიროება მოითხოვდა ასეთ ნაბიჭებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

მე–19 მე–20 საუკუნეებში სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და იმ დროს საჭიროება მოითხოვდა ასეთ ნაბიჭებს.

ანგლოსაქსებს აქვთ თავისი ინტერესები, ვერანაირად ვერ გამვამართლებ სხვა ადამიანების ჩაგვრას და უბედურებას,

ვთვლი რომ ისინი არიან კოლონიალისტები და მათი უმთავრესი მიზანი მსოფლიოში არსებული ენერგო თუ სხვა სახის რესურსების ხელში ჩაგდებაა,

ეს სრულიადაც არ ნიშნავს რომ სხვები უფრთო ანგელოზები არიან, არც იმას რომ დზირს ამერიკული იმპერიალიზმი ვიყვიროთ,

მაგრამ ჩვენი ცალსახა პროამერიკული პოზიცია არა მგონია დადებითი შედეგის მომტანი იყოს ქართული საზოგადოებისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ცხრილი გამოქვეყნდა. ირანი რეზერვისტების მხრივ აჭარბებს ამერიკას.http://earth-chronicles.ru/Publications/22/x_2fb984e1.jpg Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჩვენი ცალსახა პროამერიკული პოზიცია არა მგონია დადებითი შედეგის მომტანი იყოს ქართული საზოგადოებისთვის

Siknadmo

დღეს დღეობით საქართველოს არ გააჩნია სხვა გზა, სხვა ხსნა, სიტუაცია დაახლოვებით ისეთია როგორც 2 საუკუნის წინ იყო ან ირანი ან რუსეთი დღეს იგივე ხდება ან ამერიკა ან რუსეთი. ეს ყოველივე ხალხის გადასაწყვეტია ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ჯერი ხალხზეა.

პოზიცია კი ყოველთვის ცალსახა უნდა იყოს, ეგრე არ არის ამერიკიდან შემოსული გრანტებით რომ რუსეთში იგულაო ან რუსული ტანკით ამერიკას შეუტიო. რუსები უბრალოდ გადამგდებები არიან არ არიან საკუთარი სიტყვის შემსრულებლები, ირანსაც ეგენი აქეზებენ, ანდაზა ხომ გაგიგია "წააქეზეს მურია შეაჭამეს მგლებსაო" აი ეს მურიაა დღეს ირანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...