მდა Posted March 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2009 ლაშა გიორგი IV (1192-1223) http://s48.radikal.ru/i120/0902/39/532922e1bdd3.jpg მეფე 1213 წლიდან. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე. მისი დაბადება დიდი ზეიმით აღნიშნეს. პაპის სახელი გიორგი დაარქვეს, მეორე სახელიც უწოდეს - ლაშა, რაც "ქვეყნის მანათობელს" ნიშნავს. 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა ლაშა-გიორგი და იმ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას ცდილობდნენ. ლაშა-გიორგიმ საქართველოს ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა და კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. ასევე დაიმორჩილა გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები. ჭაბუკი მეფე 20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად ჯვაროსნული ლაშქრობისა და იერუსალიმის სელჩუკებისგან გასათავისუფლებლად ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა. ისტორიული წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთააღმწერელი) კი - უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა და სწრაფვა თავი დაეღწია სამეფო კარისა და ეკლესიის მკაცრი დოგმებისაგან, დიდგვაროვანთა და ეკლესიის უკმაყოფილებას იწვევდა. ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, ღმერთთან ზიარების გზად კი ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი. ეკლესიამ ამ ქალს დააშორა, მაგრამ გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს. დარჩა ერთი ვაჟი, დავითი, რომელიც ისტორიაში ულუ დავითის სახელით შევიდა. ბეთანიის ტაძრის კედლებმა შემოგვინახა ლაშა-გიორგის პორტრეტი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts