Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გურჯი ხათუნი (XIII საუკუნე)

 

http://s41.radikal.ru/i094/0902/ef/6d0acb292e4d.jpg

 

მეფე რუსუდანის უფროსი შვილი, დიდი თამარის შვილიშვილი. არზრუმის მფლობელის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინი (მუღისედინი) ასული.

 

1236-37 წელს მიათხოვეს რუმის სულთანს ყიას ედ-დინ (ყაისდინ) ქეი ხუსრვე II-ს, იმ დროს თამარი 12-13 წლის უნდა ყოფილიყო. ქმარი იმდენად იყო მოხიბლული საცოლის "ქმნულკეთილობით", რომ დათანხმდა ქრისტიანად დარჩენილიყო და მღვდლებიც კი წაიყვანა საქართველოდან. ყაისდინს ისე შეუყვრდა ცოლი, რომ სახელმწიფო საქმეებიც გადაავიწყდა, მოფერებით გურჯი-ხათუნს და ჰანდე-ხათუნს (პირმომღიმარს) ეძახდა. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ უ ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. თამარს შეეძინა შვილი ალა ად-დინ ქაიკუბადი. თუმცა ცოლ-ქმრის ასეთი განუზომელი სიყვარული რუსუდანის ჩარევის შემდეგ დასრულდა. თამარსაც მაჰმადიანობა მიაღებინეს.

 

1246 წელს, სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციის მიხედვით, სულთნის ქვრივი, გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ედ-დინ რუმთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მშვენებაა. ერზრუმში დღესაც დგას ჩიფთე მინარე (წყვილი მინარეთი), რომელიც გურჯი-ხათუნმა ააგებინა და ხელოვანთა თავშეყრის ადგილად აქცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...