მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 იოსებ აბაკელია (1882-1938) http://s45.radikal.ru/i110/0902/42/48c7d051493a.jpg ფთიზიატრი, საქართველოში მეცნიერული ფთიზიატრიის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აბაკელიას თაოსნობით თბილისში დაარსდა ტუბერკულოზის პირველი ამბულატორია, ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი. გარდაცვალებამდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1926 წელს აირჩიეს თსუ სამკურნალო ფაკულტეტის პრივატ-დოცენტად. 1935-38 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე მის მიერვე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას, ხოლო 1933 წლიდან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტში. 1921 წელს გამოაქვეყნა ტუბერკულოზის პირველი ქართული სახელმძღვანელო. აბაკელიამ გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. მან ქართველ ფთიზიატრებთან ერთად ფართოდ გაშალა საქართველოს ყველა კუთხეში ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციული, მეცნიერულ-პრაქტიკული საქმიანობა. დიდ ყურადღებას უთმობდა კურორტ აბასთუმნის განვითარებას. იოსებ აბაკელია შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.