Jump to content
Planeta.Ge

კიტა აბაშიძე (1870-1917)


Recommended Posts

კიტა აბაშიძე (1870-1917)

 

http://s54.radikal.ru/i146/0902/fc/75d0c3f1ab5b.jpg

 

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

 

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1889) პარიზში ისმენდა ფილოსოფიის, ლიტერატურის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ლექციებს. 1890-95 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის "საკონტროლო პალატაში", შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრასა და ჭიათურაში. იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ - "ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი" და განათლების კომისარი.

 

სალიტერატურო ასპარეზზე 1893 წელს გამოვიდა. პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს XIX საუკუნის ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს.

 

კიტა აბაშიძის მსოფლმხედველობის გამომუშავებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა "თერგდალეულთა" შეხედულებებმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელმა და დემოკრატიულმა იდეებმა. ბოლომდე ერთგული დარჩა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის ილია ჭავჭავაძისეული იდეისა და სიტყვით თუ საქმით დაუცხრომლად იღვწოდა ამ წმიდათაწმიდა იდეის პრაქტიკული განხორციელებისათვის. აბაშიძის ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ აღმავალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკული აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის განვითარებაზე და დასაბამი მისცა XX საუკუნის ქართულ პროფესიულ სალიტერატურო კრიტიკას, ხოლო ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიას, როგორც სამეცნიერო დასციპლინას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...

ეს არის პროექტ ,,საქართველოს დიდი ათეულის" (bestgeorgisns.ge) რედაქციის მიერ მოპოვებული, დამუშავებული და შედგენილი, მისი კუთვნილი მასალები...

 

აღნიშნული მასალები ყოველგვარი ნებართვის გარეშე თქვენს მიერ პირდაპირ გადმოკოპირებულია ამ საიტზე...

 

აუცილებლად მიუთითეთ ავტორი და bestgeorgisns.ge -ს ლინკი http://bestgeorgians.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერის მიერ,

 

როგორც ვხედავ თქვენ უკვე მიუთითეთ ლინკი, ასე რომ პრობლემა ამოწურულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...