მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 გრიგოლ აბაშიძე (1914-1994) http://s49.radikal.ru/i123/0902/a7/fbed349e1a05.jpg მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების: "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წლიდან მწერალთა კავშირის პირველი მდივანი. 1973-81 წლებში ამავე კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. გრიგოლ აბაშიძის პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული 1938 წელს გამოსცა. მის ლექსებში აისახა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაც და გარდასული საუკუნეებიც. ლექსების მთავარი თემაა სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, ჩვენი ხალხის მაღალი ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი. მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოჩნდა ხალხთა ბრძოლის თემა. პოეტი არაერთგზის დაუბრუნდა სიყვარულის თემასაც. აბაშიძის ისტორიული რომანები: "ლაშარელა", "დიდი ღამე", "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" ასახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. მწვავე მორალურ-ეთიკურ პრობლემებია აღძრული რომანებში: "ყორნალი" და "სამძიმარი". გრიგოლ აბაშიძე ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და საბავშვო ლექსებისა. ნათარგმნი აქვს პუშკინის, მიცკევიჩის, პეტეფის, რონსარისა და სხვათა ლექსები. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
didiateuli2009 Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 ეს არის პროექტ ,,საქართველოს დიდი ათეულის" (bestgeorgisns.ge) რედაქციის მიერ მოპოვებული, დამუშავებული და შედგენილი, მისი კუთვნილი მასალები... აღნიშნული მასალები ყოველგვარი ნებართვის გარეშე თქვენს მიერ პირდაპირ გადმოკოპირებულია ამ საიტზე... აუცილებლად მიუთითეთ ავტორი და bestgeorgisns.ge -ს ლინკი http://bestgeorgians.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 didiateuli2009 აღნიშნული მასალები ყოველგვარი ნებართვის გარეშე თქვენს მიერ პირდაპირ გადმოკოპირებულია ამ საიტზე...უზერის მიერ, როგორც ვხედავ თქვენ უკვე მიუთითეთ ლინკი, ასე რომ პრობლემა ამოწურულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.