Jump to content
Planeta.Ge

მემედ აბაშიძე (1873-1937)


Recommended Posts

მემედ აბაშიძე (1873-1937)

 

http://i076.radikal.ru/0902/84/d6be7ec01f1d.jpg

 

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.

 

დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურდ თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც განიცდიდა მეფის რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლების რეპრესიებს. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში და განაახლა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს". 1919-21 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "სამუსლიმანო საქართველოს". აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა ბათუმსა და ბაქოში. მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტში შექმნილ არაბული ენის სახელმძღვანელოს შემდგენ კომისიაში, ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. თურქულად გადაიღო სანდრო შანშიაშვილის "ანზორი", დაიწყო "ვეფხისტყაოსნის" თურქულ ენაზე თარგმნა.

 

მემედ აბაშიძე შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...