მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 ილია აბულაძე (1901-1968) http://s44.radikal.ru/i105/0902/0d/8c58f89bf4b2.jpg ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და საენათმეცნიერო განყოფილებები. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმეტესობა ეძღვნება ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებს. "შუშანიკის წამების" ქართული და სომხური ტექსტების ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ დაადგინა, რომ ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური - თარგმანი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ძეგლების მეცნიერული შესწავლა. ილია აბულაძემ აღმოაჩინა კავკასიის ალბანელთა ანბანი. იკვლევდა ქართულ ლექსიკას, შეადგინა "ძველი ქართული ენის" ლექსიკონი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.