Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ ავალიშვილი (1874-1944)


Recommended Posts

ზურაბ ავალიშვილი (1874-1944)

 

http://i054.radikal.ru/0902/15/7e2539aa1510.jpg

 

მეცნიერ-იურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი.

 

დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. სამი წელი მივლინებული იყო საფრანგეთში. 1901 წელს გამოსცა ისტორიულ-სამართლებრივი ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ პროფესორი, ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად.

 

სამშობლოში დაბრუნდა 1918 წელს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის უშუალო შემოქმედი გახდა. გერმანელ სახელმწიფო მოღვაწეთა კონსულტაციით ზურაბ ავალიშვილმა შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომლითაც 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებელობა გამოაცხადა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დამოუკიდებლობის წლებში გერმანია საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი გახდა, რის წყალობითაც საქართველოს საზღვრებში დარჩა სამცხე-ჯავახეთი. სომხეთი, ინგლისის მხარდაჭერით, ზღვაზე გასვლის მიზნით ითხოვდა, მესხეთის ნაწილი გადასცემოდა. ეს განზრახვა ზურაბ ავალიშვილის დიდი ძალისხმევით ჩაიშალა. ანტანტის სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს თავისივე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა, სადაც დასაბუთებული იყო, ხსენებული ტერიტორიები რატომ უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი.

 

1921 წლის შემდეგ ზურაბ ავალიშვილი ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში.

 

ზურაბ ავალიშვილი ავტორია წიგნებისა: "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში", "ჯვაროსანთა დროიდან" (ოთხი საისტორიო ნარკვევი), "ვეფხისტყაოსნის“ საკითხები", "თეიმურაზ I და მისი პოემა".

 

გარდაიცვალა გერმანიაში, ქალაქ შვარცენფელდში. 1993 წელს გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...