Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე ალადაშვილი (1876-1950)


Recommended Posts

ალექსანდრე ალადაშვილი (1876-1950)

 

http://s41.radikal.ru/i092/0902/7c/8d3d587a0782.jpg

 

თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

1904 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1911 ხარკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის". იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე, სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მრავალი წელი იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარე.

 

ალადაშვილი იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. ალადაშვილის მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...