მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 შალვა ამირანაშვილი (1899-1975) http://s48.radikal.ru/i119/0902/8b/37c3032fc68f.jpg მეცნიერი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი. თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (პირველი გამოშვება), უნივერსიტეტმა მოსკოვსა და პეტროგრადში ხელოვნების საფუძვლების დასაუფლებლად წარგზავნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1945 წელს მივლინებული იყო პარიზში საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ გატანილი განძის დასაბრუნებლად. შალვა ამირანაშვილი იკვლევდა არქიტექტურას, კედლის მხატვრობას, მინიატურას, ჭედურ ხელოვნებას, დაინტერესებული იყო თანამედროვე მხატვრობით. მუშაობდა აგრეთვე ბიზანტიური, რუსული და ირანული ხელოვნების დარგებში. შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი "ქართული ხელოვნების ისტორია". დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.