მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 ლუარსაბ ანდრონიკაშვილი (1871-1939) http://i012.radikal.ru/0902/0a/80e512285d21.jpg მეცნიერი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სწავლობდა ფილოსოფიას ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. 1899 წელს შევიდა რუსეთის ადვოკატურაში. იყო "პოლიტიკურ დამცველთა" ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მონაწილეობდა ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტიკურ სასამართლო პროცესში. იცავდა შეიარაღებულ აჯანყებათა და დემონსტრაციათა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. 1917 წლის აპრილში დროებითმა მთავრობამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი სენატორად დანიშნა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვსა და ტულაში. კითხულობდა ახალი ფილოსოფიისა და სასამართლო მჭევრმეტყველების კურსს. 1921 წლის დამლევს თბილისში დასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის ზოგად თეორიას, სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი - დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. სიცოცხლის ბოლოს იყო სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე და სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი. ანდრონიკაშვილი მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. საბჭოთა მთავრობამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი აშშ-ში წარგზავნა უცხოური (ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით (1930-1931), რომელიც წარმატებით შეასრულა. აღსანიშნავია ანდრონიკაშვილის საჯარო გამოსვლები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.