Jump to content
Planeta.Ge

ანტონ I (1720-1788)


Recommended Posts

ანტონ I (1720-1788)

 

http://s50.radikal.ru/i130/0902/bf/c04c683473e2.jpg

 

საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მწერალი, მეცნიერი.

 

იზრდებოდა თელავის სასახლეში ბიძაშვილთან, ერეკლე მეორესთან ერთად. მიიღო საფუძვლიანი განათლება, ემზადებოდა საერო კარიერისთვის. დანიშნული იყო გივი ამილახვრის ასულზე, მაგრამ თამაზ-ხანმა საცოლე წაართვა. თავზარდაცემული ეკლესიას შეეფარა და 18 წლის გელათში ბერად აღიკვეცა ანტონის სახელით. 24 წლისა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

 

ანტონ I-მა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის, მეფისა და კათოლიკოსის ძალაუფლების განსამტკიცებლად დაიწყო ზრუნვა. აღადგინა გაპარტახებული ეკლესია-მონასტრები, გაილაშქრა სომეხ მონოფიზიტთა შემოტევის წინააღმდეგ, მოაწესრიგა სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმე, შემოიკრიბა საქმიანი, განათლებული და ხელოვანი ადამიანები.

 

ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამ ურთიერთობით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც სამეფო კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა. ანტონ I-ს გაკათოლიკება დასწამეს და "მწვალებლად" აღიარეს, მცხეთის საგანგებო კრებამ იგი კათოლიკოსობიდან გადააყენა. ანტონი რუსეთს გაემგზავრა და ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი გახდა. რუსეთიდან ერეკლე II-მ დააბრუნა და კვლავ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

 

ანტონ I ყველანაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიის განვითარებას. ერეკლეს დახმარებით დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად გარდაქმნა, შეიმუშავა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტი. თვითონ მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენას. წიგნში "ქართული ღრამმატიკა" განსაცვიფრებელი ენობრივი ინტუიცით ამჩნევს ქართული ენის მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. მყარ მეცნიერულ ნიადაგზე დააყენა ფილოსოფიური აზროვნება. თხზულებებში "მზამეტყველება" და "წყობილსიტყვაობა" განხილულია ფილოსოფიური-თეოლოგიური საკითხები. მნიშვნელოვანია ანტონ I-ის ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა, ისტორიული ნაშრომები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...