ann_waits Posted March 30, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 სახლი (ავტორი - იორიკი) როცა გისოსები შუაშია,ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით. არასდროს ყოფილხარ სულერთი,სულ ერთი იყავი. შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი. ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,მუდამ ერთ დროს მიჩვენებს -შენ მე მაკლიხარ. თვალები - ჩემი სახლის ფანჯრები, წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად, ფანჯრებს გთავაზობ -დახურვამდე თუ შემოასწრებ... ჩემი სახლი კი - უფრო სწორად ერთი ოთახი,ფიქრების არქივით,ოცნებების სასაფლაოთი,და სიზმრების დამტვერილი თაროებით - ჩემში ეტევა.თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ, ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და, ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა რომ ვეღარც გადის... შემოდი რა,შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.თორემ გისოსები შუაშია დაძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო,თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ დაჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის. იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო,თორემ...სახლიდან ვერ გამოვდივარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 ავტომოპასუხე მე ავტომოპასუხე არ ვარ, მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ. და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის.მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის.მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის.და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო. ღმერთო, გთხოვნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს,ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს,ნუ მიგზავნი მღვდლებს,ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას,მე შენთან არ მიომია.ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას,რაზეც გაგაკრეს.შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ,შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე.მე არაფერ შუაში ვარ.და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო.მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი.ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე.მე მირჩევნია ფეხზე დგომას ტროტუარზე ვიჯდე,მე მირჩევნია მგალობლების მოსმენასქუჩის მუსიკოსს მოვუსმინო,რომელიც სულ ახლახანსერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ის უყვარდა.მე ასეთი ვარ ღმერთო,შენ ასეთი შემქმენი და უკვე ვეღარ შემცვლი.ღმერთო რატომ გახდა უპატრონო ბავშვების თემა ბანალური?ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ ნაბიჭვარი მორწმუნეები,რომლებიც ჩემზე ცოდვილები არიან და შენი სახელით სარგებლიბენ?ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?ღმერთო, როდესაც შენი მგალობლები იგალობებენ,მოდი და ერთად მოვუსმინოთ ქუჩის მუსიკოსს,რომელიც მღერის იმაზე, რომერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ოდესმე ყვარებია.ღმერთო მოდი და უპატრონო ბავშვებთან ერთად ვიმათხოვროთ, რომლების თემაც, უკვე დიდი ხანია ბანალური გახდა და რომლებზეცარც ერთი ჟურნალისტი აღარ წერს.კარგი რა ღმერთო,შენც ხომ იცი, რომ არც მთლად ისეთი დიდი ხარ,როგორადაც თავს გვაჩვენებ.ღმერთო მოდი ერთხელ გულახდილი საუბარი გვქონდეს,მე ვეცდები შენთან გავიხსნადა მოგიყვე ჩემზე უფრო მეტს.ღმერთო შენც შეეცადე,ნუ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ,ეცადე ცოტა მარტივი იყო.და მე ვეცდები რომ გაგიგო.მე ხომ შენთან არ მიომია. ზღაპარი ზღაპარი მომიყევი რა დედა.მამას არ უთხრა რო ისევ გავიჩხირე.ჩემ შვილს უთხარი რო საზღვარგარეთ ვარ წასული?იმ გოგოს უთხარი რო წავიდეს ამ სახლიდან,უთხარი რომ გუშინ მთვრალი ვიყავი დაიმიტომ მოვიყვანე აქ.დედა ჩემი მეგობრები ნაღმებზე აფეთქდნენ,ვინც ჩამოვიდა ახლა პოლიტპატიმრები არიან.დედა გახსოვს ადრე მაღაზიები ცარიელი რო იყო?ახლა კი ყველაფერი იყიდება,სულ სულ ყველაფერი იყიდება დედა.დედა გახსოვს ადრე შავთეთრ ფილმებს რომ იღებდნენდა ყველაფერი ფერადი რო იყო?ახლა ფერად ფილმებს იღებენ და ყველაფერი შავთეთრი გახდა.დედა გახსოვს ნათია, ჩემი პირველი სიყვარული?ქმარს გაშორდა და გაბოზებულა.დედა გახსოვს როგორ მიყვარდა?დედა ისევ უფილტრო სიგარეტი მიყიდე დღეს?დედა ვახო და გიგა გახსოვს,შენ რო ერთად დაგყავდით ბაღში?ისინიც წამალზე ზიან და გუშინდოზაზე მოგვივიდა ჩხუბი.დედა ჩემს ნაცნობებში ვერ ვიპოვნე ადამიანი,რომელსაც ბავშვობაში პეპლების საჭერი ქონდა.დედა წელს როგორი იყო ახალი წელი, ისევ ლამაზად მოვიდა?დედა რამდენი წლის ვარ გამახსენე რა, არ დამაკლო წლები,გამოვფხიზლდები და შევამოწმებ იცოდე.დედა ჩემ შვილს უთხარი რო მალე ჩამოვალ...დედა ლამაზი შვილი მყავს?დედა ზღაპარი მომიყევი რა...მერე რა რო გავიზარდე,დედა ნათია გახსოვს როგორ მიყვარდა?დედა მითხარი, რო ყველაფერი კარგად იქნება...მაგარ კაიფში ვარ დედადა დაგიჯერებ ბოზიშვილი ვიყო. თუ მოგეწონებათ მერე დავდებ სხვა პოეტების ლექსებსაც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 ესეც იორიკის ლექსია * * *ჩვენ ერთ დიდ დარბაზში გვძინავს და ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობთ - ჭერზე გაჭიმულ ტილოს ეკრანზე... ყველაფერია ამ სამყაროში - მთავარია გააკეთო ორი საგნის, ორი არსების სწორი სინთეზი... შენი სხეული, სიყვარულის ბრაილი შრიფტიბრმა თითებისთვის ერთადერთი პასუხია ყველა კითხვაზე. დღეს გადავწყვიტე,ყველაფერი უნდა მოგიყვე საუბარს ალბათ ასე დავიწყებ:- რა მარტოობის დღეადა რა დღეების მარტოობაა...და ვერ გეტყვი, ვიფიქრებ:- რა უჩემო ხარ რომ იცოდედა რა უშენო ვარ რომ იცოდე... მერე რამეს მოვიმიზეზებდა ისე სწრაფად წავალ შენგან თითქოს უკან მოსვლას ვჩქარობდე.და შენ იცი, რომყოველი ჩემი შენგან წამოსვლაარის ცდა შენთან დაბრუნებისა... და მაინც გაბუტულ მზერას მაყოლებ... დამაცადეუნდა მოგიყვერომ ჩემი სიზმრები გუშინ ჩემმა შეშლილმა მეზობელმა ტილოზე დახატა და მეორე დღეს კედელის მეხსიერებასგადაულოცა სახლი, რომელშიც ვერ მიპოვე,სარკე რომელშიც მარტო ჩანდი,შენს ტელევიზორში არეკლილი -ბოთლში ჩარჩენილი გემია ზღვაში. სარდაფში ნაპოვნი ფრთები, კირომლითაც ერთი ღამე ვიფრინეთ მხოლოდ,მოიპარეს ადამიანებმა,რომლებიც ქვიშის საათის წარამარა ამობრუნებითთამაშობენ დედამიწობანას. ჩვენ ყველას გვაქვს წარსულში დარჩენილი ისეთი რაღაც,რისი დაბრუნებაც ძალიან გვინდა.როგორც სიზმარშირომ იპოვნი, ან ვინმე მოგცემსიმას, რაც უკვე რა ხანია ძალიან გინდადა შემთხვევითი გამოღვიძებითგიწევს ამ ნივთთან დამშვიდობება.მერე თვალებს ხუჭავ და ცდილობწამოიღო, ხელი მოკიდო,და გული გწყდება... ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო...მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გულის დაწყვეტა რომელიც გერგო რამდენი ფიქრი ხარ ერთდროულადურთულესი მექანიზმით აწყობილი ლაბირინთებითავად რომ გკარგავს შიგნით და მერე მთელი ცხოვრება ეძებ გასასვლელს გამაგებინე რატომ გიჩანს ერთი ფერი თვალებიდანროცა იმდენ ფერს იტევ შიგნმით რომუკვე გიჭირს მათი ტარებაც და მაინცეს ღია ფერი გამოიტანე თვალებში ხალხისთვის დასანახავად... მოდი მეტად აღარ გავიზარდოთ...მოდი თვალები დავხუჭოთ დაერთმანეთს დავაკვირდეთ... დღეს სურათებს გადავიღებ:გადავუღებ მოწყენილ ბავშვს,მობუზულ ბეღურას,და დანგრეულ კედელს...მიკვირს მაგრამ ბედნიერ განწყობებს თითქმის არ ვიღებ... - რაც უფრო დიდ ხანს ეძებ, გზადაგზაუფრო მეტს კარგავ -აი ამ სახელს ვარქმევ ფოტოებს... გაახილე თვალები...ჩვენ ერთ დარბაზში გვეძინა დაერთი და იგივე სიზმარს ვნახულობდითდა ამ სიზმრიდან გამოსულებმაყველაფერი ვიცით რაც მოხდა... და მაინც,მომიყევი რა ნახე სიზმარშიმომიყევი და მოგეშვება... დღეს სურათებს გადაგიღებდღეს მოწყენილი ხარდღეს მე და ფოტოაპარატიერთნაირად დაგიმახსოვრებთ - რა უჩემო ხარ დღეს რომ იცოდე და რა უშენო ვარ... მოდიხელი მაგრად ჩამჭიდე დაგაახილე თვალები...გაიღვიძე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted March 30, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 კოშკასი დადე რა იორიკი და კოშკა მომწონს ყველაზე მეტად მანდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 ხვიარა * * *გვამებილეშებიგვამებილეშებიგვამებილეშებიგვამებილეშებისიშიშვლესიშიშვლესიშიშვლესიშიშვლესასაფლაოები ნაცრისფერ გზებზესასაფლაოებისასაფლაოებიგახრწნილი გვამები გამომპალ ფიცრებშიჩონჩხებიჩონჩხებიჩუმად!დღეს მთვარემ დათოვა...კუბოები ირწევიან, როგორც აკვნები...კაკუნი... სიჩუმე...სიჩუმე... კაკუნი...შორს დამშეული კოიოტებიყმუილი!უმთვარო ღამეში სახეალეწილი მიცვალებულებიდა თითოეულ ნაბიჯთან ერთადყვავილებივით ამოდიან მიწიდან მკვდრებიდა ლორწონადენი თვალების ჩარჩოებშიირეკლებიან ბავშვობის ფოტოებიჩუმად!ნიავი...ჰაერში სუნი დგას ხუთვების...დროები... შრეები... წუთები...ჩვენ ჩავიდენთ ყველაზე დიდ ცოდვას,მკვდრები აღსდგებიან და თავს მოიკლავენ...სახრჩობელებზე... გილიოტინებზე...მაუზერებით... კოლტებით...ნაგანით...და ყველაფრით, რასაც ადამიანი იგონებს...ბებერი ლეშები საღამოობით თამაშობენ "counter strike"-ს,კუბოებში ჩამონტაჟებულ კომპიუტერებშიდა მათ არ ეშინიათ, რომ ტერორისტებმა ბაზა აიღესდა აფეთქება გარდაუვალიადა აფეთქება გარდაუვალიადა აფეთქება გარდაუვალიაკატაფალკები!ჩვილების აკვნებად,კატაფალკები!კატაფალკები!ჩამოვსხდეთ ერთმანეთის ყურებზედა ვუსმინოთ სიჩუმეს...სიჩუმეს...სიჩუმეს...და კატაფალკებიჭოჭინებად და ციგებადკატაფალკები!კატაფალკები!ქალაქი იცლება...ვსეირნობთ ვიწრო ბილიკებზედა მთელი დანარჩენი დედამიწა სასაფლაოადა რითმები ირევიან,ტვინები ხოცავენ ჭიამაიებს,ჩუმად!ხელების ცეცებით ძაღლები პოულობენ ცარიელ კუბოებსდა აერთებენ მათ...შლიან და აწყობენ...შლიან და აწყობენ...შლიან და აწყობენ...და დედამიწა კუბოადა დედამიწა კუბოადა დედამიწა კუბოაჩვენ გვამები ვართ, იდიოტური ღიმილებითდა ცისარტყელა აღარ არსებობსდა გეტოები აღარ არსებობენდა უდაბნოები და ზღვები და... და... და... და... და... და... და...აღარ არსებობენ!და დარჩნენ მხოლოდკატაფალკები.კატაფალკები...კატაფალკები... კოშკა ***ცრემლების მორებს მოვაგორებდიმე შენს ლოყაზე,მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებითგულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვაჩადგა ჩვენს შორის. შენ თვალებიდან გადმოკიდე ცრემლის ძაფები მდინარეებად.მე მოვაპობდი სიცარიელეს,თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.მე შავი ფერი ვარდა შენს სახეზე ვცეკვავ.მე ახლა სისხლის წვეთი ვარდა შენს კაბაზე ვცხოვრობ.ამ შეშლილ და მილეულ ღამითფეხაკრეფით მივეპარებიშენს დაღლილ და მძინარე თვალებს. მოგპარავ უცოდველ სიზმრებს,ბალიშის ქვეშ რომ მალავ.კართან დაგიტოვებ მარადისობასდა ყოველ დილით ოთახში დაგვხვდებაჩემი დაწნული, ნატიფი დილა.მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს.მეყვარები მაისის მსგავსად.ჩემი იქნები?დარჩები?გეყვარები?მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით,გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 ალექსა ჩიღვინაძე მოგზაურობა ჯვარზე ჯვარი - მარტივი ლაბირინთია.მე ჭიანჭველა ვარ ქრისტეს ჯვარზე.ტაქსი ვარ ქრისტეს ჯვარზე. უხილავი დინოზავრი ვარ ქრისტეს ჯვარზე.მეტრო ვარ ქრისტეს ძარღვებში. გამიჩერეთ! მე ქრისტეს გულთან მინდა მივიდე.მინდა მივიდე ქრისტეს თითებთან ან...სად არის ფსიქიატრიული? ქრისტეს თავში.სასწრაფო მანქანა ვარ ქრისტეს ჯვარზე.მანქანის თავზე ტრიალებს და ანათებს სისხლის წვეთი.კვეთით, კვეთით, კვეთით ნუ მოხვალ.გვერდით, გვერდით, გვერდით გაიხედე.ნუ ჩაერევით ჩემს ცხოვრებაში ქირურგიულად.საერთოდ ნუ ჩაერევით ჩემში.ცარიელი ჯვრების ტყეში გააკარით ჩემი ჩრდილი ჯვარზე!ჩამოხსენით ჩემი სხეული! ელი, ელი! ლამა საბაქთანი?იესო, გადმოხტი ჯვრიდან პარაშუტით!ოდესმე ყველაფერი მოხდება.ჯვრიდან გამოხტა გუგული.ვარსებობ ყველაში. ვინ იყო გაკრული იესოს ჯვრის მეორე მხარეს?მოგზაურობა ჯვარზე გრძელდება.წამომყევით, დავათვალიეროთ ქრისტეს თვალები.ვინი პუჰი ჯვართან, ჯვარში - თაფლი.ბავშვები ცეკვავენ ჯვრის გარშემო.ვიცი თავს მოვიკლავ!დაგესიზმრე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 იორიკი რა ლამაზი იყო ყვავილი სანამ მოწყვეტდირა ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდარა ლამაზი იყო ტყვია სანამ ჩემში შემოვიდოდარა ლამაზი იყავი სანამ ჩემი ცოლი გახდებოდი ღმერთო მიმყევი რა ჩემ თავთანმამა მიმყევი რა შვილთანდედა მიმყევი რა მიწასთანდა ყველანი მიმყევით რა ერთმანეთთან ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიწის ქვეშ დაჩვენ გავუღიმებთ ერთმანეთს მიწისქვეშ დაჩვენ გვეყვარება ერთმანეთი მიწისქვეშდა ჩვენ გავეპრანჭებით ერთმანეთს მიწისქვეშ დაჩვენ არასდროს ავიხედავთ მაღლადა ჩვენ ვიტყვით და ჩვენ გავიმეორებთ და ჩვენ გაგვიმეორებენ და ჩვენ გავუმეორებთ და ჩვენ გვეცოდინება და ჩვენ ვისწავლითრომ ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა დარომ ლამაზი იყო ღმერთი სანამ მოკვდებოდა დარომ ლამაზი იყო ტყვია სანამ ჩვენში შემოვიდოდა დარომ ლამაზები იყვენენ ისინი სანამ ჩვენი ცოლები გახდებოდნენ დარომ ლამაზები ვიყავით ჩვენ სანამ გვეცვა და ჩვენი გახდა შეიძლებოდა დასანამ ხორცი გვქონდა და სანამ ჩვენი სიშიშვლე ვიღაცას აღაგზნებდა დასანამ ღმერთი იყო ჩვენთან და სანამ ჩვენ ვიყავით ღმერთთან დასანამ ჩვენ გვჯეროდა ღმერთის და სანამ ღმერთს სჯეროდა ჩვენი დასანამ ჩვენ ყვავილებს ვკრეფდით დასანამ ყვავილები ფესვებით ჩვენს მოკრეფას დაიწეყებდნენ. იყო და არა იყო რაიყო ღმერთი დაიყო ღმერთი დაუბრალოდ იყო ღმერთი დაუბრალოდ ვიყავით ჩვენ. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიწისქვეშ ღმერთო დამოვყვებით როგორი გვეგონა ერთმანეთი დაბევრს ვიცინებთ დავიტყვით რომ იყო და არა იყო რა დარა ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 და თქვენ მეკითხებით: "როდის გადარჩება მსოფლიო"?მე კი გპასუხობთ: მაშინ,როცა რუსეთი უკვე ათასმეტრიალალაჯერ დაგვემუქრება ანექსიით,ჩვენი პასუხი კი იქნება:"შეტევამდე თითი ტრაკში გაითხარე, ყვერო"!და ისინი ამაზე ბევრს იცინებენ...როცა ტომაჰავკებს დიდ ყვითელ ასოს დაახატავენდა მხოლოდ სამხედრო ბაზების გასანადგურებლად გამოიყენებენ...როცა საიდუმლო ვიდეოჩანაწერს აღმოაჩენენ,სადაც ჯორჯ ბუში და ფიდელ კასტროერთმანეთთან სექსუალური აქტისას იქნებიან დაფიქსირებულები...როცა მსოფლიოს ყველაზე ხელგაშლილი დონორის პრიზსიაღოველს გადასცემენ...როცა "ჯაცკ ასს"-ის კონტრატულიფობიით შეპყრობილი წამყვანებიამერიკული ენის საწყისებს გამოიკვლევენდა ნაციონალურ ლექსიკონს შეადგენენ...როცა ანზორას ჟიგული ბერიჩას მერსედესს შეასკდება,ეს უკანასკნელი კი გაუღიმებს და მანქანას გაუცვლის...როცა ნომერ 11 მარშრუტკის მძღოლებინომერ 148-ელებთან იქეიფებენ...როცა ლადო აღმოაჩენს, რომ მისი ახალი ცოლი ყოფილი ბოზიადა ყვავილებს აჩუქებს მას...როცა ფილიპინელი გოგონები უბრალო ბიჭებსაც მისცემენ...როცა ერთხელ და სამუდამოდ მიხვდებიან ქართველი ქალები,რომ ჯობს მეტად გააქტიურდნენ საწოლშიდა ამით დაზოგონ ქმრის რუსეთში მივლინებისთვისგანკუთვნილი დოლარები... და თქვენ მეკითხებით: "როდის გადარჩება მსოფლიო"?და მე გპასუხობთ: მაშინ,როცა აღარავინ მოკლავს ახალგაზრდა ბიჭს სასტიკი წამებით...როცა აღარ დაარბევენ ეკლესიებს...როცა აღარ შეამცირებენ მრავალშვილიან დედებს,ახალი შადრევნების გახსნის ხარჯზე...როცა აღარ ჩახოცავენ ეთნიკურ მოსახლეობასმოღალატეები და დამპყრობლები, ნავთობის გულისთვის...როცა ანარქიულ დროშაზე ანთებული წითელი ვარსკვლავიღიმილაკის ფორმას მიიღებს...როცა მერსედესის ნიშანს კიდევ ერთი ფეხი დაემატება...როცა აღარავინ ჩახოცავს თოთო ბავშვებს,ტერორიზმის ბრალდებით...როცა აღარ იქნება მსოფლიო დიქტატურა! ამ ლექსს ავტობუსში ვწერ,ჩემს გვერდით მჯდომი კი მეკითხება:"ჟურნალისტი ხარ"?მე ვპასუხობ: "არა, პოეტი"...მაგრამ ასე არაფერი გამოვა...მსოფლიო მაშინ გადარჩება,როცა მე ვუპასუხებ: "არა, პოეტი, შეჩემა"...ის კი ამაზე ჯიბიდან დანის ნაცვლადღიმილს ამოიღებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted March 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 - საა...გძინავს?ჯერ არ დაიძინო რა, სა...შენთან ლაპარაკი მინდა...სა,იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,დღეს გიყურებდი და ვერც...სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები...სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,მერე კი შენზე მელაპარაკა, სა...ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილსდა მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,რადგან შენ მახსენდები და ვტირი...სა,ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი...ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,სულ 3 გზაა, სა,ტკივილი, სიცივე და სევდა,იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან...მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ...შენ ხომ იცი ფრენა?ხომ შემპირდი გასწავლიო,ჰოდა...სა...იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,ვიცი...ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,რომ შენ ფეხს მოგაჭრიან...მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყადა 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ...სა...ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია...იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები...შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ...სა...მოიხსენი რა ეგ სათვალე,მოიხსენი ეგ შავი სათვალე,არ გიხდება,შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..შეხედე მზეს და იფიქრე...ჩემზე ნუ იფიქრებ,უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარდა ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,მხოლოდ ილუზიაა,და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს...სა...გამიგონე რა...მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,არ გიხდება შავი, სა... არა...ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებსშენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი...ვიცი...ვიცი, სა, მეც გახსოვარ,ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,მე კი სულ გელოდები...ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები...ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები...ცაში ნაწვიმარზე გელოდებიდა ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,იქაც დაგელოდები...და ვიცი, მოხვალ,ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,ვიცი...მოხვალ და ძველებურად მეტყვი:- სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ... და მე გაკოცებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted March 30, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2008 კოშკა ***ცრემლების მორებს მოვაგორებდიმე შენს ლოყაზე,მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებითგულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვაჩადგა ჩვენს შორის. შენ თვალებიდან გადმოკიდე ცრემლის ძაფები მდინარეებად.მე მოვაპობდი სიცარიელეს,თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.მე შავი ფერი ვარდა შენს სახეზე ვცეკვავ.მე ახლა სისხლის წვეთი ვარდა შენს კაბაზე ვცხოვრობ.ამ შეშლილ და მილეულ ღამითფეხაკრეფით მივეპარებიშენს დაღლილ და მძინარე თვალებს. მოგპარავ უცოდველ სიზმრებს,ბალიშის ქვეშ რომ მალავ.კართან დაგიტოვებ მარადისობასდა ყოველ დილით ოთახში დაგვხვდებაჩემი დაწნული, ნატიფი დილა.მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს.მეყვარები მაისის მსგავსად.ჩემი იქნები?დარჩები?გეყვარები?მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით,გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე. ისიც რა ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted April 7, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2008 ისიც რა ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი...ეგ ლექსი არ მაქვს თუ ვიპოვე აუცილებლად დავდებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeferino Posted April 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2008 სააღოლ მაგრებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted April 8, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2008 სააღოლ მაგრებია :rolleyes: ისე, ვარდისფერი ავტობუსის წიგნი უკვე გაყიდვაშია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted August 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 მე კოშკას კრებულს ველოდებიგამვოიდა უკვე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted September 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2008 დავიწყებ მე მაშინ... დავიწყოთ შოთა იათაშვილით ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ"შოთა იათაშვილისარეცხის თოკზეზეწარი რომ გაკიდა,ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს. * * *ყვავილებს ვრწყავდი.წყალი მომთხოვა დაჩაიდნის ღარიდან დავალევინე. * * *შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა დაიატაკს გვის.მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს. * * *იატაკზე ტარაკანა გაცოცდა დაძირს დაგდებულბიუსტჰალტერს შემოუარა. * * *ძველებური საათის ქანქარაჩვენს რიტმს აყვა,ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო. დღეს მეზარება და ხვალ გავაგრძელებ სერიოზულად... ავტობუსის ბიჭების ყველა ლექსის ჩემი ხელით გაკეთებული ელ ვერსიები მაქ... ასე რომ... ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.