მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 იური (გიორგი) ანუა (1934-1993) იპოდიაკონი გიორგი, კომანის ტაძრის აღმდგენელი და ქომაგი. აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღესრულა მამა ანდრიასთან ერთად. იური ანუა დაიბადა ოჩამჩირეში. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ტექნიკური ინსტიტუტი. იური სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ავტორია სამი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტისა. იური ანუამ ოჯახთან ერთად, საკუთარი სახსრებით აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის V საუკუნის ტაძარი, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული. 1990 წელს წმინდა იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კომანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა და იური ანუას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. აფხაზეთის ომის დროს იური ანუა ოჯახთან და მამა ანდრიასთან ერთად კომანის მთებში დარჩა. 1993 წლის 5 ივლისს იპოდიაკონი გიორგი მოწამეობრივად აღესრულა ეკლესიის მახლობლად, წმინდა ვასილისკოს სასწაულმოქმედ წყაროსთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.