Jump to content
Planeta.Ge

არჩილ II (1647-1713)


Recommended Posts

არჩილ II (1647-1713)

 

http://s42.radikal.ru/i097/0902/36/84b8b351be77.jpg

 

არჩილი ჯერ იმერეთის მეფე იყო (1661-1663), შემდეგ კახეთისა (1664-1675), ბოლოს კვლავ იმერეთისა.

მამამისმა, ქართლის მეფე ვახტანგ V-მ დასავლეთ საქართველოში ამტყდარი არეულობით ისარგებლა, ჯარით გადავიდა იმერეთში და ტახტზე მეფედ დასვა 14 წლის არჩილი, თუმცა ამან ოსმალეთის სულთანი განარისხა, რომელმაც მუქარის წერილი აფრინა ირანის შაჰთან. შაჰ აბას II-მ არჩილი თავისთან დაიბარა, დიდი პატივით მიიღო და რჯულიც შეაცვლევინა. არჩილმა სახელად შაჰ-ნაზარ-ხანი დაირქვა და სამართავად კახეთი ჩაიბარა. 1667 წელს კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით მან ცოლად თეიმურაზ I შვილიშვილი, ქეთევანი, შეირთო. არჩილმა კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I შვილიშვილს, ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი-ხანს) აღუთქვა. არჩილი იმერეთს გადავიდა და იქ ოთხჯერ სცადა გამეფება, მაგრამ ოსმალთა მხარდაჭერით იმერეთის თავად-აზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წელს არჩილმა რუსეთს მიმართა დახმარებისთვის, თუმცა ტახტი ვერც ამ გზით დაიბრუნა და 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა მეფე და მისი ოჯახი გულთბილად მიიღო და მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოეში დაასახლა. არჩილი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას, დააარსა სტამბა და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. არჩილის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი უმთავრესი ნაწარმოებია ვრცელი ისტორიული პოემა "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა". მასვე ეკუთვნის დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებები: "საქართველოს ზნეობანი", "ლექსნი ასნი ორმუხლნი", "ლექსნი ასეულნი", მცირე ზომის სატრფიალო კრებული "სამიჯნურონი", "ანბანთქება" და სხვა. არჩილს მოუმზადებია დასაბეჭდად ქართული ბიბლია, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1743 წელს გამოიცა.

დაკრძალულია მოსკოვში, მის მიერვე აღორძინებულ დონის მონასტერში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...