მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 გურამ ასათიანი (1928-1982) http://i011.radikal.ru/0902/b7/3c90b5b710f7.jpg ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ, რუსულ და ევროპულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული და ანალიტიკური სტატიები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მონოგრაფიები, ნარკვევები და წერილები გამოაქვეყნა წიგნებად: "პოეზია და პოეტები", "ქართველი ლირიკოსები", "მერანი და მისი ავტორი", "ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე", "თანამდევი სულები" და სხვა. დიდი ამაგი დასდო თანამედროვე ესეისტურ მწერლობას. მისი მონოგრაფიები და ნარკვევები გრ. ორბელიანის, ა. წერეთელის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის შემოქმედებაზე ქართული ლიტერატურული აზროვნების ახლებური და საუკეთესო გამოხატულებაა. საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია ბოლო ნაშრომმა "სათავეებთან", რომელიც ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების ანალიზის მეტად ორიგინალური ცდაა. ავტორი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაზე დაყრდნობით მეტად საინტერესო დასკვნებს აყალიბებს და ამ საკითხზე მსჯელობისათვის იწვევს კრიტიკოსებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.