Jump to content
Planeta.Ge

ანდრია აფაქიძე (1914-2005)


Recommended Posts

ანდრია აფაქიძე (1914-2005)

 

http://i080.radikal.ru/0902/69/da5077cdae86.jpg

 

ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

 

ანდრია აფაქიძე ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა არქეოლოგიით. ის მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიასა და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე.

 

1936 წლიდან აფაქიძე გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-74 წლებში პროფესორი ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, ხოლო 1975 წლიდან - მცხეთასა და მის შემოგარენში.

 

1943-52 წლებში ანდრია აფაქიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1952-72 წლებში ის ხელმძღვანელობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ სექტორს, ხოლო 1972 წლიდან მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგედ.

 

ანდრია აფაქიძის ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას. ის იყო რედაქტორი და თანაავტორი წიგნისა "საქართველოს არქეოლოგია". პროფესორის ინიციატივით გამოიცა სერია "მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის", რომლის ნაკვეთების მეტი წილის რედაქტორიც თავად იყო.

 

ანდრია აფაქიძე დაკრძალულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...