მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 გიორგი ახვლედიანი (1887-1973) http://s40.radikal.ru/i087/0902/e4/9eb618548416.jpg ენათმეცნიერი, პროფესორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი. ხარკოვის უნივერსიტეტის დაამთავრებისთანავე ახვლედიანის გამოკვლევას - "ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში" ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი სახელმძღვანელოები ("ენათმეცნიერების შესავალი", "სანსკრიტი"), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". გიორგი ახვლედიანის ნაშრომები "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები", "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები", "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" გამოირჩევა საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში მის მიერ შემოღებული არაერთი ტერმინი დამკვიდრდა. ახვლედიანი მამამთავარია ლოგოპედიაში ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენებისა. ძველი ინდურიდან თარგმნა "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა", ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს. ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. მისი რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემიური გრამატიკა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.