Jump to content
Planeta.Ge

პეტრე ბაგრატიონი (1765-1812)


Recommended Posts

პეტრე ბაგრატიონი (1765-1812)

 

http://i009.radikal.ru/0902/a4/3c4192db3d7d.jpg

 

რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი.

 

პეტრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შთამომავალი. მამა, ივანე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. 17 წლის პეტრე ბაგრატიონმა სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიის მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად. მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788). მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. პოლკოვნიკის ჩინის მიღების შემდეგ უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნა (მოგვიანებით ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა). უკვე გენერალ-მაიორი თავისი პოლკით მონაწილეობდა ა. სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. საფრანგეთთან ომში სოფ. შენგრაბენთან ექვსიათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30 ათასიანი არმია და რუსეთის ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა (ამჟამად ქ. ბაგრატიონოვსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი) და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 მონაწილეობდა შვედეთთან ომში, 1809-1810 წწ. კი - რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას, რომლისკენაც იყო მიმართული ფრანგთა მთავარი დარტყმა. მოიგერია მტრის 7 იერიში, განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე გამოიჩინა, მაგრამ მძიმედ დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში, დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...