Jump to content
Planeta.Ge

მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937)


Recommended Posts

მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937)

 

http://s50.radikal.ru/i127/0902/e4/2ebccec21ec2.jpg

 

კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი.

 

დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. მოსწავლეთა გუნდში ხელმძღვანელის, ლადო აღნიაშვილის ყურადღება მიიპყრო. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1879 წელს თბილისში საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს, სადაც მუსიკის თეორიაც შეასწავლა. შემდეგ ფილიმონ ქორიძემ ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია. მალე სოლო პარტიები იმღერა ოპერებში "ევგენი ონეგინსა" და "ფაუსტში". ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი და 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულების პირველი შემთხვევა. მელიტონ ბალანჩივაძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით მთელი საქართველო შემოიარა.

 

1889 წელს ბალანჩივაძემ მსმენელებს წარუდგინა სამი რომანსი - "ნანა", "შენ გეტრფი მარად" და "ოდესაც გიცქერ" (ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები). შემდეგ 6 წელი პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალისა და კომპოზიციის კლასში. მელიტონი რუსეთში 28 წელი მოღვაწეობდა, პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ხელოვნებას, მართავდა საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა "თამარ ცბიერის" (ა. წერეთლის მიხედვით) ცალკეული ნაწილები, რომლებიც 1897 წლის 20 დეკემბერს რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბურგში. ბალანჩივაძემ მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონის" ქართულ ენაზე დადგმაში. საკმაოდ გვიან დაქორწინდა და სამი შვილი - თამარი, გიორგი და ანდრია შეეძინა. გიორგი ამერიკული ბალეტის კლასიკოსად იქცა, ანდრია -საკომპოზიციო სკოლისა.

 

მელიტონი საქართველოში 1917 წელს დაბრუნდა. ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში. იყო "საქართველოს სამუსიკო საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში. ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას. მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას. 1926 წლის 6 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა ბალანჩივაძის "თამარ ცბიერი". ეს ოპერა "დარეჯან ცბიერის" სახელწოდებით მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბალანჩივაძე მრავალი საგუნდო თუ საეკლესიო ნაწარმოების ავტორია.

 

დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძარის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...