Jump to content
Planeta.Ge

ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757)


Recommended Posts

ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757)

 

http://i028.radikal.ru/0902/33/2f0426a82ee2.jpg

 

გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.

 

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. მის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

 

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. ბევრს მოგზაურობდა მშობლიურ ქეყანაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1724 წელს მამას გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. მთელი დარჩენილი სიცოცხლე რუსეთში გაატარა და სამეცნიერო საქმეს მიუძღვნა. მისი ინტერესის სფერო იყო ისტორია, გეოგრაფია, კარტოგრაფია, მათემატიკა, ასტრონომია და სამხედრო საქმე. 1745 წელს დაამთავრა უნიკალური თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს ისტორიაა უძველესი დროიდან ("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკური და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ბატონიშვილი XIII-XIV საუკუნეების მოვლენებში ხედავდა.

 

ვახუშტი ისტორიის პირველი პერიოდის წყარო "ქართლის ცხოვრებაა", მეორე ნაწილი კი ძირითადად ორიგინალურია. ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი ნაწილია "საქართველოს გეოგრაფიული აღწერა". მან მოგვცა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველი საფუძვლიანი და დეტალური გეოგრაფიული აღწერილობა, ორი გეოგრაფიული ატლასი - ხუთრუკიანი და ცხრამეტრუკიანი. ამ რუკებს ავტორის სიცოცხლეშივე მაღალი შეფასება მისცეს ევროპელმა კარტოგრაფებმა, ისინი ითარგმნა ფრანგულ და რუსულ ენებზე, გამოიყენეს XVIII საუკუნეში შედგენილი ევროპის რუკებისათვის. ეს გეოგრაფიული თხზულება და რუკები მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო გეოგრაფიულ მეცნიერებაში. 1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა "მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია" 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში.

 

ვახუშტი ბატონიშვილი სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა დიდი მცოდნე იყო. ზუსტად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური, ნიადაგურ-რელიეფური და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური თავისებურებანი. მის თხზულებებში, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, საქართველო დაყოფილია ხუთ ბოტანიკურ-აგრონომიულ ზონად. ამ დაყოფას იგი საფუძვლად უდებდა ნიადაგების ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას.

 

ვახუშტი მოგვითხრობს თბილისის პოლიტიკურ ისტორიას და თავის თანამედროვე ქალაქს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს, მოჰყავს გეგმაც. მის შრომებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

 

დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...