Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე ბაქრაძე (1898-1970)


Recommended Posts

კონსტანტინე ბაქრაძე (1898-1970)

 

http://i023.radikal.ru/0902/1b/d312a45c18c1.jpg

 

ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1923-25 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. 1930 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. მის კვლევის ძირითადი სფერო იყო ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა, შემეცნების თეორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში. ბაქრაძე იყო ფილოსოფიური სკოლების - ნეოკანტიანელობის, ფენომენოლოგიის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის ცნობილი მკვლევარი. პირველი მონოგრაფია "დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში", რომელიც სადოქტორო დისერტაციად იყო გამიზნული, ოფიციალურმა კრიტიკამ ანტიმარქსისტულად მიიჩნია. 1936 წელს გამოაქვეყნა "სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში", რომელიც იცავდა მარქსიზმისათვის მიუღებელ თვალსაზრისს. აღნიშნული წიგნის საფუძველზე შედგა კონსტანტინე ბაქრაძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა, რომელიც ჩაუგდეს. შემდეგი წიგნი გამოვიდა რუსულ ენაზე (1958), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მიიწვიეს მოსკოვში ლექციების წასაკითხად ჰეგელის თემაზე. საბჭოთა კავშირში პირველმა გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946, რუსეულ ენაზე - 1955).

 

ჟურნალ "ვოპროსი ფილოსოფიის" ფურცლებზე დაბეჭდილი კოტე ბაქრაძის სტატიით - ფორმალური ლოგიკისა და დიალექტიკური ლოგიკის შესახებ საკითხისათვის დაიწყო საკავშირო დისკუსი ლოგიკის ძირეულ პრობლემებზე. ბაქრაძის შრომებში გამოკვლეულია მარქსისტული შემეცნების თეორიის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა ჭეშმარიტების ობიექტურობის პრობლემა, ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემა და სხვა. ავტორია მონოგრაფიისა "უახლესი და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები".

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...