Jump to content
Planeta.Ge

ლავრენტი ბერია (1899-1953)


Recommended Posts

ლავრენტი ბერია (1899-1953)

 

http://s52.radikal.ru/i136/0902/c9/07050194def7.jpg

 

საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე.

 

დაიბადა სოფელ მერხეულში. 16 წლისა ბაქოში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ ხელმოკლეობის გამო მუსავატური მთავრობის კონტრდაზვერვაში დაიწყო მუშაობა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურ პარტიაში შევიდა და 1921 წელს მე-11 არმიას ჩამოჰყვა საქართველოში. 22 წლისა საგანგებო კომისიის უფროსის მოადგილე გახდა, თავი გამოიჩინა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა და თანამგრძნობთა დაჭერითა და დასჯით. ორი წლის შემდეგ "ჩეკას" თავმჯდომარე გახდა. მოახერხა და სხვადასხვა გზით სტალინის უდიდესი ნდობა მოიპოვა.

 

1931-38 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, რესპუბლიკის ერთპიროვნული ხელმძღვანელი იყო და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა. მთელ საბჭოეთში განხორციელებული "წმენდა" ბერიამ საქართველოში განსაკუთრებული სიმკაცრით ჩაატარა, დახვრეტა მიუსჯა ქართველი ერის მრავალ სახელოვან მოღვაწეს. მისი სახელის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს. ამავე დროს ბერიამ საქართველოში მასშტაბური მშენებლობები წამოიწყო, დიდი ზეიმით გადაიხადა "ვეფხისტყაოსნის" შექმნის 750 წლისთავი, ილია ჭავჭავძის იუბილე.

 

1938 წლიდან ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარია. მან უმაღლეს დონეზე აიყვანა დაზვერვა და კონტრდაზვერვა, II მსოფლიო ომის დროს ჩაატარა რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ოპერაცია, თვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოაპარინა ატომური ბომბის აღწერილობა.

 

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს წრეებში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. 1953 წლის ივლისის დასაწყისში ბერია დააპატიმრეს, დეკემბერში კი დახვრეტა მიუსაჯეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
ვაუ გამიხარდა რომ გამოჩენილ ქართველთა სიაში შეიტანეთ :vedreba: სამწუხაროდ ამ ადამიანს ორჯონიკიძეს ადარებენ და მასში ყველა მოღალატეს ხედავს... არადა რაც ამ ადამიანმა გააკეთა ნამდვილად დასაფასებელი უნდა იყოს :yes: Edited by alqimikosi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...