Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ ბერიძე (1914-2000)


Recommended Posts

ვახტანგ ბერიძე (1914-2000)

 

http://i010.radikal.ru/0902/47/40813984585a.jpg

 

ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურული განყოფილება და იმავე წელს დაიწყო პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა. მის ყურადღებას ძირითადად არქიტექტურული ძეგლები იპყრობდა. გამოკვლევაში "სამცხის ხუროთმოძღვრება - XIII-XVI საუკუნეები" ასახულია ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ნაშრომში "ზოგი ასპექტი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრებისა" ნაჩვენებია ქართული არქიტექტურის თვითმყოფადობა და მისი ადგილი ქრისტიანულ ხელოვნებაში. "ტაო-კლარჯეთის ძეგლების ადგილი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში" - ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელიც ხელოვნებათმცოდნის პოზიციიდან იხილავს ამ რეგიონის ძეგლებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უხვად ილუსტრირებულ წიგნს "ძველი ქართული ხუროთმოძღვრება", სადაც განხილულია საეკლესიო და საერო ნაგებობები ძველი წელთაღრიცხვიდან XX საუკუნემდე. ორტომეულში "თბილისის ხუროთმოძღვრება - 1801-1917 წლები" - უცნობი საარქივო მასალების გამოყენებით ნაჩვენებია არქიტექტურის განვითარების სურათი. ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯი იყო ახალი ქართული არქიტექტურის შესწავლის დარგში. ავტორია ენციკლოპედიური წიგნისა "ძველი ქართველი ოსტატები". ეროვნული გამოყენებითი ხელოვნების პირველი მონოგრაფიული გამოკვლევაა ნაშრომი "ქართული ნაქარგობის ისტორიიდან - გარდამოხსნები". 1992 წელს გამოსცა წიგნი "კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში", ესეც პირველი ცდა იყო მივიწყებული პერიოდის შემოქმედებითი ცხოვრების ანალიზისა.

 

ვახტანგ ბერიძის ნაშრომებში დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე თანამედროვე ხელოვნების - ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების შესწავლას. მას ეკუთვნის მონოგრაფიები ნიკო ფიროსმანზე, დავით კაკაბაძეზე, ლადო გუდიაშვილზე.

 

ბერიძე იყო მოთავე ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა, რომელიც იტალიაში ჩატარდა. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ კრებულებში.

 

არანაკლებ საინტერესოა 1987 წელს გამოცემული ვახტანგ ბერიძის "მოგონებები", რომელიც XX საუკუნის თბილისის მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...