მდა Posted February 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2009 ვახტანგ ბოჭორიშვილი (1924-2002) http://i007.radikal.ru/0902/0e/227854fbbc36.jpg ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. თავდაპირველად სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და სხვადასხვა თეატრში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. 1951 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობდა სამხედრო ექიმად, შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე. 1969 წლიდან თბილისში გადმოვიდა და სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება. ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას და მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.