Jump to content
Planeta.Ge

რეზო გაბაშვილი (1882-1969)


Recommended Posts

რეზო გაბაშვილი (1882-1969)

 

http://s44.radikal.ru/i104/0902/2a/811ca80bf27b.jpg

 

პოლიტიკური და კოოპერაციული მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

 

მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბელგიაში. სამშობლოში დაბრუნებული მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციაში, იყო ეროვნული თავისუფლების იდეის აქტიური მხარდამჭერი, ილია ჭავჭავაძის მიმდევარი. რამდენჯერმე დააპატიმრეს. წავიდა ემიგრაციაში, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დაპატიმრების გამო კურსი ვერ დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. 1912 წელს დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი "კლდე". მისი ჯგუფი მოითხოვდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის აღდგენას და გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დაცვას. ჟურნალის დახურვის შემდეგ თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველოსთან". მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საადგილმამულო ბანკის მუშაობაში.

 

I მსოფლიო ომის დროს აქტიურად გამოდიოდა გორის მაზრაში, ტირიფონის ველზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ. საფუძველი ჩაუყარა კოოპერაციულ მოძრაობას, შექმნა რამდენიმე გაერთიანება, სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა.

 

რეზო გაბაშვილი მონაწილეობდა 1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, ეროვნული საბჭოს მუშაობაში. ეროვნულ და სოციალურ საკითხებში ებრძოდა სოციალ-დემოკრატებს. 1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა დამფუძნებელი კრების (საქართველოს პირველი პარლამენტის) წევრი.

 

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში დასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი "კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში", 1969 წელს - მოგონებები "რაც მახსოვს" (გერმანულ ენაზე), რომელსაც ქართველი მენშევიკები უარყოფითად შეხვდნენ. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ ჟურნალებში: "კავკასიონი", "ქართველი ერი", "კრებული", "ერის დიდება".

 

დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...