Jump to content
Planeta.Ge

ტიმოთე გაბაშვილი (XVIII)


Recommended Posts

ტიმოთე გაბაშვილი (XVIII)

 

მწერალი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი. ათონსა და იერუსალიმში ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები და ამით საფუძველი ჩაუყარა უცხოეთში ქართული კერების შესწავლას.

 

1729 წლამდე დავითგარეჯის მონასტრის ბერი იყო, შემდეგ იმერეთში მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. 1738 წელს ალექსანდრე V-მ ტიმოთე გაბაშვილი მის მიერვე შედგენილი დასავლეთ საქართველოს რუკებითა და წერილით რუსეთში გააგზავნა ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ეს დახმარება ვერ მიიღეს. უკან მომავალი ტიმოთე ჩერქეზებმა დაატყვევეს. ექვსი თვის შემდეგ გამოიპარა და იმერეთში დაბრუნდა.

 

ქართლის მთავარეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის სახელმწიფო და კულტურულ საქმიანობაში. მათი ხელშეწყობით, საგანგებო პოლიტიკური მისიით, 1755 წელს სამოგზაუროდ წავიდა კონსტანტინოპოლში, ათონსა და იერუსალიმში.

 

ტიმოთე გაბაშვილმა თავისი მოგზაურობა აღწერა თხზულებაში "მიმოსვლა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა". პოლიტიკურის გარდა მის მოგზაურობას შემეცნებითი მიზანიც ჰქონდა. გაბაშვილმა გადაცურა შავი, მარმარილოს, ეგეოსის ზღვები, მოინახულა მცირე აზია, ბალკანეთი, პალესტინა და მრავალი ქალაქი. ათონსა და იერუსალიმში ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები და ამით საფუძველი ჩაუყარა უცხოეთში ქართული კერების შესწავლას. "მიმოსვლაში" მოცემულია ათონის ივერთა მონასტრის გეგმა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკათა ჩანახატები, მათ შორის რუსთაველის გამოსახულება. იერუსალიმში გაბაშვილმა შეისწავლა 18 მონასტერი, სადაც ქართველებს უმოღვაწიათ და "მიმოსვლაში" შეიტანა მათი აშენების ისტორია.

 

თავისი შრომები გაბაშვილმა გააერთიანა კრებულში, რომელსაც შემდეგ "ტიმოთიანი" უწოდეს. ამ კრებულში "მიმოსვლის" გარდა შესულია ისტორიულ-პოლიტიკური, დოგმატური და რელიგიური თხზულებები. სამივე თხზულება გამსჭვალულია ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებით.

 

ოთხი წლის შემდეგ მოგზაურობიდან ქართლში დაბრუნებულს ანტონ I რუსეთში გაძევებული დახვდა. სინოდმა ტიმოთეს საცხოვრებლად ასტრახანი მიუჩინა, იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...