მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 ღირსი ეფთვიმე გაენათელი (1746-1822) http://s47.radikal.ru/i118/0902/bf/231642544198.jpg ერისკაცობაში შერვაშიძე. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. 12 წლამდე იზრდებოდა გურიაში, შემდეგ კი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა ქუთაისში წაიყვანეს. 20 წლის განმავლობაში იგი ყველგან თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს. დაახლოებით 1778 წელს მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. 1820 წლამდე გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით. 1787 წელს ეფთვიმემ სრულიად განაახლა წმ. ნიკოლოზის ეკლესია გელათის მონასტრის კომპლექსში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. 1790 წელს იმერეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეფთვიმე თბილისში ჩავიდა და ცდილობდა ერეკლე მეორე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დაერწმუნებინა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის მტავრობამ იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა (1810). იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსი გენერლის სვიმონოვიჩის ფერსათში პირისპირ შეხვედრა, რომელმაც რეალური შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. 1820 წლის 4 მარტს გელათის მონასტერში შეიპყრეს მიტროპოლიტი ეფთვიმე, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსიც. ორივე მღვდელმთავარს თავებზე ტომრები ჩამოაცვეს და მათრახების ცემით წაიყვანეს. ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში იმპერატორ ალექსანდრეს მიჰგვარეს, რომელსაც მღვდელმთავარმა ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში. წმიდა ეფთვიმე გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიის სვირის მონასტერში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან. ახერხებდა მიმოწერას ცნობილ სასულიერო მოღვაწე მღვდელ-მონაზონ იონა ხელაშვილთანაც. გარდაიცვალა სვირის მონასტერში. 2004 წელს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.