მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 ირაკლი გამრეკელი (1894-1943) http://i057.radikal.ru/0902/25/63e3b6fd3dd2.jpg სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სრული სამხატვრო განათლება არ მიუღია, სწავლობდა სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში. როსტოვისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტებში მედიცინას ეუფლებოდა და დიდხანს ვერ გააკეთა არჩევანი მედიცინასა და მხატვრობას შორის. 1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. კოტე მარჯანიშვილმა გამოფენაზე ნახა გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის "სალომეა", მაშინვე მიხვდა მხატვრის განსაკუთრებულ ნიჭს და რუსთაველის თეატრში მიიწვია. მალე ამ თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და დიდი ღვაწლი შეიტანა ქართული თეატრის ამაღლებული სულის შექმნაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული გამოდგა სანდრო ახმეტელთან ურთიერთობა. ირაკლი გამრეკელმა გააფორმა აღიარებული სპექტაკლები: შექსპირის "ჰამლეტი" და "ოტელო", შანშიაშვილის "ანზორი", რობაქიძის "ლამარა", შილერის "ყაჩაღები" და სხვა. მის შემოქმედებაში ჭარბობს უკიდურესად პირობითი, ლაკონური, პლასტიკურად ჩამოქნილი მოცულობითი კონსტრუქციები, მონუმენტურ-არქიტექტორული ფორმები. სცენაზე რიტმულად განლაგებული დანადგარები შინაგანი დრამატიზმით აღსავსე მიზანსცენების შექმნას უწყობდა ხელს. ირაკლი გამრეკელს სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.