მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 გიორგი გეგეჭკორი (1923-2003) http://s51.radikal.ru/i131/0902/67/2e42524f0429.jpg მსახიობი, სახალხო არტისტი. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა" განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა გოგი გეგეჭკორს. შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი ("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე"). ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც გოგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს. კინოში 50-მდე როლი შეასრულა: "ჭრიჭინა", "აბეზარა", "წარსული ზაფხული", "არდადეგები", "ნატვრის ხე", "ბათა ქექია", "წიგნი ფიცისა". იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც. გოგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი და მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მდიდარ არტისტულ თვისებებსა და მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად, გოგი გეგეჭკორი აღიარებული იყო, როგორც პიროვნულად თავმდაბალი, ინტელექტუალური შემოქმედი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.