Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი გვერდწითელი (1918-1991)


Recommended Posts

ირაკლი გვერდწითელი (1918-1991)

 

http://i024.radikal.ru/0902/77/2f0928a20ba0.jpg

 

ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

ირაკლი გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, შემდეგ სოხუმისა დ პოდოლსკის ინსტიტუტების დირექტორად, ასევე სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

 

ირაკლი გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. მისი გამოკვლევები დაედო საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას (სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი - 1963 წელი). გვერდწითელმა გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. მუშაობდა სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზიკური საფუძვლები.

 

1992 წელს სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტს ირაკლი გვერდწითელის სახელი ეწოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...